მთვრალი
თუ სიზმარში თავს მთვრალად იგრძნობთ ან ამ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ნახავთ, ცხადში ბევრ რთულ საქმეს მსუბუქად აღიქვამთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას შეეხება, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას შეგიქმნით; თქვენ ამ შემთხვევაში არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას და თან ამ პერიოდში სირთულეები შეგხვდებათ, მათ გადალახვის ნაცვლად შეეცდებით მათთვის გვერდის ავლას. ქალს ეს სიზმარი დაუფიქრებელი ქცევის ჩადენისაგან აფრთხილებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მწარედ ინანებს.
მსგავსი სიზმრები
იხვები
გარეული იხვები წყნარი წყლის ზედაპირზე გპირდებიან ბედნიერ მოგზაურობას. შინაური იხვები–სახლის აყვავებას და კარგ მოსავალს იმას, ვინც მიწათმოქმედებით არის დაკავებული. თუ სიზმარში იხვებზე ნადირობთ, უნდა გადახედოთ დასახულ გეგმებს. მფრინავი იხვები მეტყველებენ იმაზე, რომ იღბალი თქვენ მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. შესაძლოა, კარგად დაქორწინდეთ და გადახვიდეთ ახალ სახლში, სადაც გეყოლებათ შესანიშნავი ბავშვები.
ქინძისთავი
ქინძისთავი სიზმარში ნიშნავს ოჯახურ კონფლიქტს და უთანხმოებას. გოგონას ასეთი სიზმარი აფრთხილებს შეყვარებულთან უღირსად მოქცევაზე. თუ სიზმარში გადაყლაპეთ ქინძისთავი, რეალურ ცხოვრებაში რაღაც აუცილებელი გარემოება გაიძულებთ რისკზე წასვლას. ქინძისთავის დაკარგვა გაფრთხილებთ თქვენი რეპუტაციის შელახვის საშიშროებაზე. თუ სიზმარში გეჩხვლიტათ ქინძისთავი, სინამდვილეში ვიღაც პიროვნება შეეცდება თქვენს ნერვებზე თამაშს. მოღუნული ან დაჟანგული ქინძისთავის ხელში აღება ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ ახლობლების პატივისცემას.
ფეხები
გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის. სიზმარში საკუთარი ფეხების ნახვა სიფრთხილის ნიშანია: საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის დასამტკიცებლად მთელი სულიერი ძალების მოკრებვა დაგჭირდებათ. თუ სიზმარში ქალის ფეხები აღგაფრთოვანებთ–მომხიბვლელი ქალი თავს დაგაკარგვინებთ. ცუდი ფეხები არასახარბიელო გარიგებასა და წუნია მეგობრებს გიქადით. ნაჭრილობევი ფეხები ავადმყოფობის ნიშანია; ხის ფეხი–მეგობრებთან მოკლებული იქნებით გულახდილობას; წყლული ფეხზე–გულითადად დაეხმარებით ხალხს, რითაც დააცარიელებთ თქვენს საფულეს; ფეხის ამპუტაცია–ახლობელს დაკარგავთ, შინაურთა დესპოტიზმი კი თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის. თუ სიზმარში ფეხები არ გემორჩილებათ–სიღარიბის ნიშანია; ფეხების დაბანა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გეგმები ვიღაცის ზრახვებს დაარღვევს; თუ ფეხები გაგისივდათ და დაგიწითლდათ–სირცხვილი და დამცირება არ აგცდებათ; შესაძლოა ოჯახში უსიამოვნებანი და ცვლილებები საქმეებში; თუ გესიზმრებათ სამი ან მეტი ფეხი–ფანტაზიებით უფრო მეტად დაკავდებით, ვიდრე საქმიანობით.