ტაქსი

    ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ.

    მსგავსი სიზმრები

    თევზი, თევზის დაჭერა

    თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.

    სიცილი

    თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ.

    შიში

    შიშის გრძნობა სიზმარში იმედგაცრუებასა და დანაკარგს მოასწავებს. შეშინებული ადამიანი უბედურებას ნიშნავს და ეს თქვენს ახლობლებს შეეხება. თუ დაგესიზმრათ, რომ დაწყებული საქმის გაგრძელების გეშინიათ, წარუმატებლობა გელით. შესაძლებელია, ამ სიტუაციებში ახლობლები დაგეხმაროთ.