სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
აასოზე დაწყებული სიზმრები
თუ ახალგაზრდა სიზმარში იღებს აბაზანას – ეს მოასწავებს მღელვარებას საყვარელი ადამიანის გამო და მისი პატივისცემის დაკარგვის შიშს. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი აფრთხილებს უბედურ შემთხვევაზე ან მუცლის მოშლის საშიშროებაზე, მამაკაცს კი – ღალატზე. ასეთი სიზმრის შემდეგ გმართებთ დიდი სიფრთხილე ნებისმიერ საქმეში.
ორთქლის აბანოში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ სახლიდან და მეგობრებიდან მოშორებით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ბანაობენ, თქვენ დაკავებული იქნებით სასიამოვნო ნაცნობობით.
სიზმარში წამლის აბის მიღება–ცხადში ბავშვის ავადმყოფობას ნიშნავს, თუმცა ეს თქვენ დიდ ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს აძლევთ აბს, ეს მიანიშნებს გარშემომყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას თქვენი მუდმივი უხასიათობით. უფრო გულღია და თბილი იყავით ადამიანებთან და ყველაფერი მოგვარდება.
სიზმარში თუ ქალი თანახმაა აბორტზე, მართებს სიფრთხილე, რათა არ ჩაიდინოს ისეთი საქმე, რომელიც მას შეარცხვენს და ზიანს მიაყენებს. თუ ეს ოპერაცია ესიზმრება ექიმს, ე.ი სიზმარი შეახსენებს პროფესიულ ვალზე, რომლის უგულებელყოფის უფლება მას არ აქვს.
არაფრად მიჩნევა თუ სიზმარში ვინმე აბუჩად აიგდეთ, ცხადში ერიდეთ უხეშობასა და სულელურ მანერებს. ხოლო თუ თქვენ აგიგდეს აბუჩად, არა ერთხელ ინანებთ მასში თქვენი მონაწილეობის გამო.
( ტრანსპორტში და ა.შ.) თუ სიზმარში შოულობთ ბილეთს (ადგილს ნახულობთ), ცხადში დაზარალდებით საკუთარი ალტრუიზმის გამო. თუ ქალს ესიზმრება, რომ სხვამ გადაუხადა ფული, ეს მიუთითებს მის დაუცველობაზე ვიღაცის ეშმაკობის წინააღმდეგ.
თუ ქალი სიზმარში ავადაა, მაშინ მას გაუთვალისწინებელი მოვლენა სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და აიძულებს, უარი თქვას მოსალოდნელ ვიზიტზე.
თუ სიზმარში გახდით ავანტიურისტის მსხვერპლი, საქმეს წარმატებით ვერ დაასრულებთ. შესაძლოა, თქვენ გვერდით გყავთ მლიქვნელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგატყუოთ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს თავგადასავლის მაძიებელ ავანტიურისტად, ასეთი სიზმარი აფრთხილებს მას, რომ მეტისმეტად არ გაიტაცოს თავისმა პერსონამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება პირმოთნე ფარისევლის მსხვერპლი.
შავი ფერის შავი ფერის ავეჯი–ე.ი. თქვენს ოჯახში გამეფდება საერთო უკმაყოფილების ატმოსფერო.
თუ თქვენ სიზმარში მგზავრობთ ავტომობილით, ეს ნიშნავს სასიამოვნო ხლაფორთს, რომელიც დამთავრდება საქმეებში სასიამოვნო ცვლილებით. თუ სიზმარში მოყევით ავტოკატასტროფაში, მაშინ კარგს ნუღარ ელით იმ გართობისაგან რომელშიც თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ თავი დააღწიეთ ავტოკატასტროფას ეს კარგი ნიშანია: შეძლებთ მოწინააღმდეგისაგან თავის დაღწევას.
შენი თავი ნახო აივანზე–კარგის მომასწავებელია. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის დგას აივანზე შეყვარებულთან ერთად–ე.ი. ბედნიერი ქორწინება ახლოსაა. ძველი აივანი მოასწავებს ოცნებების განადგურებას, იმედგაცრუებას ბიზნესსა და სიყვარულში.
ალბომის დასიზმრება, რომელსაც ათვალიერებთ ან, უბრალოდ, ხელში იღებთ, გპირდებათ ცხოვრებისეულ წარმატებებს და ნამდვილი მეგობრის შეძენას. თუ ქალს ესიზმრება, რომ ალბომში ათვალიერებს ფოტოებს–მას გამოუჩნდება გულითადი მეგობარი, რომელთანაც ის ბედნიერი იქნება.
სახლში მოტანილი ამანათი სასიამოვნო მოულოდნელობას ნიშნავს; შესაძლოა ის ადამიანი დაბრუნდეს, რომელიც თქვენგან შორს იმყოფებოდა ან საქმეებით იყო დაკავებული. თუ თავად მიგაქვთ სადმე ამანათი, ე.ი. მოსაწყენი სამუშაო გელით. ამანათი, რომელიც ხელიდან გაგივარდათ, რაღაც საქმეებში წარუმატებლობას გულისხმობს.
თუ სიზმარში ამინდს აქცევთ ყურადღებას, ცხადში თქვენი წარმატებები მყარი არ იქნება: გარკვეულ საქმეებში შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ეს დროებითია. სიზმარში ამინდის პროგნოზის წაკითხვა, ბევრი ფიქრის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მოასწავებს, თუმცა ამით მხოლოდ მოგებულნი დარჩებით. სიზმარში ამინდის წინასწარმეტყველება – ოჯახში უსიამოვნებას ნიშნავს.
თუ თქვენ სიზმარში ხედავთ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას, ელოდეთ მცირეოდენ დანაკარგს სამსახურში. სიზმარში ხელისა და ფეხის მოკვეთა მაუწყებელია სავაჭრო საქმეში წაგებისა. მეზღვაურებს ასეთი სიზმარი აუწყებს გრიგარს, ქონების დაკარგვას. დიდ უბედურებაში მყოფ ხალხს ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ აუცილებლად უნდა შეძლონ სულიერი მხნეობის მოკრება განსაცდელთან გასამკლავებლად.
სიზმარში ანგელოზების გამოცხადება ნიშნავს, რომ რაღაც შეაშფოთებს და შეაწუხებს თქვენს სულს. თუ სიზმარი სასიამოვნოა, მაშინ თქვენ მეგობრებისაგან გელით კარგი ახალი ამბავი ან მემკვიდრეობა უცნობი ნათესავისგან. სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილებდეთ ჭორზე, რომელიც შეეხება თქვენს საქმიან ან პირად ურთიერთობებს ხალხთან. კეთილი ადამიანებისათვის ანგელოზი სიზმარში ნუგეშს, შეგულიანებასა და მონანიებას ნიშნავს.
სიზმარში თქვენ მიერ ანდერძის დაწერა ნიშანია მომავალში მძიმე ცხოვრებისეული სიძნელეებისა და განცდებისა. თუ ვიღაცას ესიზმრება, რომ ანდერძი არ შედგა თქვენს სასარგებლოდ, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში გემუქრებათ ჩხუბი და სასამართლო ძიება. თუ სიზმარში ვერ შეძელით თქვენი ანდერძის დამტკიცება, გემუქრებათ ცილისწამება. ანდერძის გაუქმება იმის გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ ცხადში უკვე ხდებით გამყიდველობისა და ტყუილის მსხვერპლი. ანდერძის გაუქმება – არასასურველი ნიშანია თქვენი კომერციული საქმიანობისათვის.
სიზმარში ანეკდოტის მოყოლა ნიშნავს, უპირატესობა მიანიჭო მხიარულ კამპანიას სერიოზულთან შედარებით და საქმე წაიყვანო არათანამიმდევრულად და არასერიოზულად. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში ანეკდოტის მოსმენა ნიშნავს, რომ ის მოხვდება საეჭვო გართობის მაძიებელ ძალიან მხიარულ ადამიანთა საზოგადოებაში.
არყით დათრობა ნიშანია მხიარულ და ხმაურიან მეგობრებთან შეხვედრისა. ეს სიზმარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენ ტყუილუბრალოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას საეჭვო გართობაზე, რაზეც მალე ინანებთ.
თუ სიზმარში გაღელვებთ ვიღაცის არყოფნა, შეინარჩუნებთ მეგობარს, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდით; თუ სიზმარში გახარებთ მეგობართან არყოფნა, ე.ი მალე მოიცილებთ მტერს.
თუ ქალს ესიზმრება თაყვანისმცემლები და მათი არშიყობა, ცხადში მას არავინ ითხოვს და დიდი ხნით დაეუფლება გულგატეხილობა მამაკაცების მიმართ. თუ მამაკაცი ქალს ეარშიყება–რეალურ ცხოვრებაში მისი ქალიშვილის უიღბლო ქორწინება დასრულდება განქორწინებით.
თუ სიზმარში მონაწილეობას იღებთ არჩევნებში, ცხადში მოგიწევთ გამოსვლა რაღაც დისკუსიაზე, რომელიც ზიანს მიაყენებს თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში და შეარყევს თქვენს კეთილდღეობას.
მოლივლივე არწივი ხელჩართულ ბრძოლას გიქადით, რომელიც თქვენი გამარჯვებით დამთავრდება–ცხოვრებაში განახორციელებთ თქვენს მიზნებს და მიაღწევთ სასურველს; თუ არწივი მაღლა ცაში დაფრინავს, ბედი ყველა სიკეთით დაგასაჩუქრებთ, რაც კი შესაძლებელია.
აუქციონის ნახვა სიზმარში კარგის ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში გესმით აუქციონერის ხმა, რომელიც აცხადებს ფასებს, ეს გპირდებათ ბრწყინვალე პერსპექტივასა და კარგ გამოსავალს რისკიანი ოპერაციიდან.
აფეთქების ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გარშემომყოფთა შეცდომები გამოიწვევენ დანაკარგსა და თქვენს უკმაყოფილებას. თუ თქვენ და სხვებს სახე გაგიშავდათ აფეთქებისაგან, მაშინ ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულებენ ლაქლაქში და გარემოებაც თქვენ წინააღმდეგ იქნება. ბოლი და ნამსხვრევები ნიშნავენ საქმიან წრეებსა და საზოგადოებაში უსაფუძვლო დაუკმაყოფილების გრძნობას. თუ სიზმარში თქვენ ცეცხლში ხართ გახვეული ან აფეთქების ტალღამ გადაგაგდოთ, მაშინ თქვენი უღირსი მეგობრები ბოროტად ისარგებლებენ თქვენი ნდობით და გაგწირავენ. ახალგაზრდა გოგონები ასეთი სიზმრის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას.
აქლემის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია: თქვენ გამოავლენთ მოთმინებასა და სიმტკიცეს, გადალახავთ წარუმატებლობებს, რომლებმაც თავის დროზე გაგიცამტვერათ ყველა ოცნება უკეთესობისაკენ. თუ დაგესიზმრათ, რომ აქლემის პატრონი ხართ, გახდებით მდიდარი მაღაროს მფლობელი.უდაბნოში მოხეტიალე აქლემის ქარავანის ნახვა ნიშნავს დახმარებას, რომელიც გადაგარჩენთ უკანასკნელ წუთს. ეს სიზმარი, ავადმყოფებს, მოსალოდნელის საპირისპიროდ, სწრაფ გამოჯანმრთელებას ჰპირდება.
სიზმარში თუ ნახეთ, რომ ვითომ თქვენ აღსდექით– უდიდესი უსიამოვნების მომასწავებელია, რომელსაც მანამდე განიცდიდით, ვიდრე თქვენი იმედების შესრულებას მიაღწევთ. სიზმარში სხვების აღდგომის ნახვა მოასწავებს შიშსა და მღელვარებას, რომელსაც შეგიმსუბუქებთ მეგობრების ზრუნვა.
მოჩვენება თუ სიზმარში ცაზე დაინახეთ მოჩვენება ან ანგელოზი, ეს მოასწავებს ახლო ნათესავის დაკარგვას ან სხვა უბედურებას. თუ სიზმარში თქვენგან მარჯვნივ ცაში ქალის მოჩვენებაა, მარცხნივ კი კაცის, რომლებიც მხიარულად გიყურებენ–ეს გაურკვევლობისაგან თავის დაღწევას და წარმატების სწრაფად მიღწევას მოასწავებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან სიკვდილის მოახლოებას იგრძნობთ.
სიზმარში კარგი ახალი ამბების მიღება წარმატების საწინდარია; ცუდისა–პირიქით.
სიზმარში ახალი წლის შეხვედრა უკეთესი მომავლის საწინდარია. გოგონას ასეთი სიზმარი წარმატებულ ქორწინებას ჰპირდება. თუ გესიზმრათ, რომ ახალ წელს ხვდებით დაღლილი და ზეიმი არ გახარებთ, მზად იყავით ახლობელ ადამიანებთან უსიამოვნებისათვის.
ბასოზე დაწყებული სიზმრები
მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა. სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა. მტირალა ბავშცი ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.
ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს.
ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს.
დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ. ლამაზი, მოქარგული ბალიში წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.
დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.
ცურვა - თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას. თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.
დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.
თუ სიზმარში იმყოფებით ბანკის ფოიეში და უყურებთ უსაქმურად, მოწყენით მსხდომ ბანკის თანამშრომლებს–წაგების მომასწავებელია. თუ ოქროს აბარებთ ბანკში–მოულოდნელად გამოიჩენთ გაუფრთხილებლობას და დაუფიქრებლობას; მაგრამ თუ იღებთ ოქროს ბანკიდან, ეს ნიშნავს დიდ წარმატებასა და სიხარულს. ბანკში დაყრილი ვერცხლი და ბანკნოტები გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და საქმეში წარმატებას.
სიზმარში ბატების სისინის მოსმენა მოასწავებს ახლობელი ადამიანის სიკვდილს. თუ ხედავთ მოცურავე ბატებს–წარმატება თანდათანობით დაგიბრუნდებათ, კარგია ბალახზე ბატების ნახვა.მკვდარი ბატი–ახლობლის დაკარგვა და დაკმაყოფილებაა. თუ ბატებს ნახულობს შეყვარებული ადამიანი, სიზმარი ეუბნება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ბატების დაძახება და მათი გამოკვება–ქონების შეძენაა. ხორცის ჭამა სიზმარში–თქვენი შენაძენი დაგაეჭვებთ.
აყვავებულ ბაღში საყვარელ ადამიანთან სეირნობა ისეთ ლაპარაკს მოასწავებს, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდით და რომლისაც გეშინოდათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხილის ბაღი, რომელიც მწიფე ხილითაა სავსე, შესრულებული სამუშაოსათვის ჯილდოს მოასწავებს და საქმეში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საწინდარია. ქალისათვის ასეთი სიზმარი ოჯახური ბედნიერების ნიშანია; მას მოსიყვარულე მეუღლე და დამჯერი შვილები ეყოლება.
თუ სიზმარში დაიჭირეთ ბაყაყი–ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, თორემ გაანერვიულებთ ახლობლებს. ბაყაყი ბალახზე ნიშნავს კარგ და გაწონასწორებულ მეგობარს, საიდუმლოს შემნახველსა და კარგ მრჩეველს. დიდი ბაყაყი ქალს ჰპირდება მდიდარ ქვრივ მამაკაცზე დაქორწინებას, რომელსაც ეყოლება ბავშვები და მას მათზე ზრუნვა მოუწევს. თუ სიზმარში ჭამთ ბაყაყს–გელით წუთიერი ბედნერება. ბაყაყი ჭაობიან ადგილზე–უბედურებაა, რომელსაც გადალახავთ სიკეთითა და მეგობრების დახმარებით. ბაყაყის ყიყინი გიწინასწარმეტყველებთ სწრაფ გამგზავრებას მეგობრებთან, თუმცა ეს მოგზაურობა სიხარულს არ მოგიტანთ.
სიზმარში თქვენი ბებიასა და პაპას ნახვა და მათთან საუბარი–გართულებაა, რომელსაც ძნელად გაუმკლავდებით. თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებთ სიძნელეთა გადალახვას.
თუ სიზმარში თავს იღბლიანად იგრძნობთ, ძალზე პერსპექტიული მომავალი გელოდებათ–სურვილი აგისრულდებათ და საინტერესო სამუშაო გექნებათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი დაკარგული აქვთ, ეს სიზმარი სიძნელეების დაძლევას უქადის.
ბეღურას დასიზმრება ყოველთვის მოასწავებს ბედის შემოტრიალებას, ან თქვენ შეუფერებელი გარემოცვა გყავთ.
თუ სიზმარში თითზე გიკეთიათ ბეჭედი–ახალი საქმის დასაწყისია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. გატეხილი ბეჭედი ნიშანია უბედური ცოლ–ქმრული ცხოვრებისა ან შეყვარებულთა დაშორებისა. თუ გოგონა სიზმარში მიიღებს ბეჭედს, ე.ი ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, რადგან მისი შეყვარებული თავის აწმყოსაც და მომავალსაც მას მიუძღვნის. ბეჭდის ნახვა სხვა ადამიანზე ნიშნავს თქვენი კეთილდღეობის ზრდასა და მრავალ მეგობარს.
ბილიარდის ნახვა მოასწავებს უცაბედ უსიამოვნებას. შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ან დანაკარგი მტრების ვერაგული თავდასხმების გამო. თუ გესიზმრებათ ბილიარდის მაგიდა და ბურთები არასათამაშო მდგომარეობაში, ეს, ნიშნავს, რომ ცბიერ მეგობრებს თქვენი ვნება სურთ.
თუ სიზმარში მიდიხართ ვიწრო, არასწორი ბილიკით, ცხადში უამრავი პატარ–პატარა უსიამოვნებები დიდი ხნით გამოგიყვანენ მწყობრიდან. თუ გესიზმრებათ, რომ ეძებთ ბილიკს, რომელსაც აცდით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში განიცდით წარუმატებლობებს მუშაობის ბოლო სტადიაზე, იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებით უნდა დაგესრულებინათ უახლოეს დროში. თუ მიდიხართ სწორი ბილიკით, რის გასწვრივაც იზრდება გაფურჩქვნილი ყვავილები და ხშირი ბალახი–ასეთი სიზმარი გიქადით იმ ურთიერთობებისაგან გათავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ.
ბინდი სიზმარში ნიშნავს ძალის გამოცლას და აუსრულებელ ოცნებებს.
თუ დაგესიზმრათ თქვენი ბიძა, მალე მოისმენთ სამწუხარო ახალ ამბავს. თუ ბიძას ნახავთ დასუსტებულს, შეწუხებულს, თუნდაც რამდენჯერმე–იმის ნიშანია, რომ ნათესავებთან შეგექმნებათ რაღაც უსიამოვნება, რომელიც გახდება დროებით გაუცხოების მიზეზი. ბიძა ნახო მკვდარი, ნიშნავს, რომ გყავთ ძლიერი მტერი. თუ თქვენ სიზმარში გაუგებრობაში იმყოფებით ბიძასთან, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს სიზმარი შეიძლება ასევე ნიშნავდეს ხანგრძლივ ავადმყოფობას.
ბიძაშვილის დასიზმრება მოასწავებს იმედგაცრუებასა და გაბრაზებას. ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა. თუ სიზმარში ხედავთ გაცხოველებულ მიმოწერას ბიძაშვილებს შორის, ცხადში შესაძლებელია განხეთქილება ნათესავებში.
ბოლი სიზმარში სახიფათო ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ბოლმა გაგგუდათ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენ გაგაცურებენ და მოგატყუებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს თქვენი ნებისყოფის გატეხვა და თავისზე დაქვემდებარება.
თუ სიზმარში ბრაზდებით, მოასწავებს მტრების გაჩენას და ცვლილებებს ბიზნესში. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში, თქვენს საქმიანობას შეწყვეტს სიკვდილი ან უსიამოვნო გადაუჭრელი პრობლემები. თუ გესიზმრებათ, რომ ცოფიანი ცხოველი გკბენთ, ცხადში ელოდეთ სკანდალს ან მეგობრების ღალატს.
თუ სიზმარში ბრალს სდებთ ვინმეს–მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გდებენ ბრალს, შესაძლოა, ვიღაცაზე შეგნებულად გაავრცელოთ ჭორები.
ბრენდი სიზმარში გაფრთხილებაა: გმართებთ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებანი, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რომელიც გიშლით საქმეებში.
თუ სიზმარში მოულოდნელად დაბრმავდით, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება, რომლებმაც შეიძლება სიღარიბე და ხელმოკლეობა გამოიწვიოს. ამ სიტუაციიდან გამოსვლას თქვენი შემართებითა და ვაჟკაცობით შესძლებთ. თუ თქვენ ბრმები დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაცა თქვენგან დახმარებას ელოდება.
თუ გესიზმრებათ, რომ გიბრძანებენ, ე.ი. თქვენი კოლეგები განსჯიან თქვენს ათვალწუნებას უფროსთან მიმართებაში. თუ თქვენ უბრძანებთ ვინმეს–ცხადში მიიღებთ ახალ წოდებას, მაგრამ თუ მკაცრად მბრძანებლობთ, ამაყად, ან, თუნდაც, უხეშად–ელოდეთ იმედგაცრუებას.
სიზმარში ბრძოლა ნიშნავს ჭიდილს ხიძნელეებთან და ღირსეულ გამარჯვებას. თუ სიზმარში ბრძოლაში დამარცხდით, ზოგიერთი ადამიანის სულიერი მოქმედება ხელს შეგიშლით კეთილი განზრახვის შესრულებაში.
ბუზი მტრებს მოასწავებს, რომლებიც ურთიერთობებს გაგირთულებენ: თუ ბზიკმა გიკბინათ, ე.ი. გვერდით მყოფებს შურთ თქვენი და ვერ გიტანენ; სიყვარულში სერიოზული მეტოქე გამოგიჩნდებათ. ბუზის მოკვლით თქვენ აჯობებთ თქვენს მტრებს; თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი ნიშნავს ძველ მეგობართან განხეთქილებასა და სიღარიბეს.
სიზმარში, ნიშანია უკმაყოფილების.
როცა ბავშვი საჰაერო ბუშტს ბერავს ან ჰაერში უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასვენების შესახებ თქვენი ოცნებები ფუჭია.
ნახო – სიმდიდრისა და ფართო ოჯახის, ანუ წარმატების ნიშანია.
გასოზე დაწყებული სიზმრები
ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებას ან რეპუტაციას შეგილახავენ. თქვენზე გაბრაზებული მეგობრების ან ნათესავების ნახვა, როცა თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ნიშნავს, რომ შეასრულებთ შუამავალის როლს ორი ახლობელი ადამიანის შერიგებაში, რითაც მათ გულს დიდი ხნით მოინადირებთ.
თანამდებობაზე უარის თქმა - თუ სიზმარში უარს ამბობთ შემოთავაზებულ თანამდებობაზე–ხელმოცარულობა იქნება თქვენი თანამდევი; ამბის გაგება სხვისი გადადგომის შესახებ–რეალურ ცხოვრებაში მოასწავებს სევდიან ამბავს.
თუ გესიზმრათ, რომ გადასახადებს იხდით, კარგი ნიშანია–გააუვნებელყოფთ მტრების მიერ აგორებულ ინტრიგებს. თუ სიზმარში გადახდის უუნარო ხართ, წარმატება ზურგს შეგაქცევთ. თუ ნახეთ რომ სხვები იხდიან გადასახადებს–უახლოეს მომავალში მეგობართა დახმარება დაგჭირდებათ.
სიზმარში გაზეთის ნახვა მიგანიშნებთ–შეიძლება მოგატყუონ, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. გაზეთის ბეჭდვა ნიშნავს, რომ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისა. სიზმარში თუ ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ გაზეთის წაკითხვას–გელით წარუმატებლობა.
დეკორირება - თუ გესიზმრებათ მდიდრულად მორთული შენობა, წინ გელით სასიამოვნო ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებები სწავლაში. თეთრი ყვავილებით მორთული საფლავები–ცუდის მომასწავებელია.
სიზმარში გამარჯვება–ცხადშიც იგივეს ნიშნავს. კაცებს ეს სიზმარი ქალებთან გამარჯვებას უქადის, ქალებს კი–პირიქით.
თუ დაგესიზმრათ გამომგონებელი, ეს სიზმარი გპირდებათ თქვენი სამუშაოს წარმატებით დასრულებას და დამსახურების აღიარებას. თუ სიზმარში თვითონ იგონებთ რამეს, ცხადში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრი განხორციელდება.
თუ სიზმარში თქვენ გაბრუნებენ ცხოვრებისაკენ–აუცილებლად გექნებათ მძიმე დანაკლისი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაკარგულზე მეტს დაიბრუნებთ და ბედნიერი იქნებით. თუ გეჩვენებათ, რომ თვითონ გააცოცხლეთ ვინმე–გელით ახალი მეგობრის შეძენა, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ
უცნაური ნათება მწუხარებას და წარუმატებლობას გიქადით. უცნაურად განათებული ცა უცნაური მთვარითა და უცნაური ვარსკვლავებით კი–მწუხარებას არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ქვეყანასაც. ამ დროს ცაზე გამოჩენილი ფიგურები მომავალ განსაცდელს მოასწავებს: დიდი უბედურების აცილებას გადაწყვეტილებების მიღებითა და სულის სიძლიერით შეძლებთ.
სწავლა- თუ სიზმარში გაქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი–რეალურ ცხოვრებაში ცოდნის წყურვილი დაგეხმარებათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, ბედიც ხელს შეგიწყობთ. სიზმარში თუ სწავლობთ–გაგიჩნდებათ გავლენიანი და გულახდილი მეგობრები.
თუ სიზმარში ვინმემ დაგირღვიათ განმარტოება, ცხადში გავლენიანი ადამიანები ძალიან გაგირთულებენ ცხოვრებას. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს, ის უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი პირადი ცხოვრების მიმართ და არ გამოიჩინოს ზედმეტი გულახდილობა გარშემომყოფებთან საუბარში.
სიზმარში ნანახი განქორწინება თქვენი მეგობრებითა და კოლეგებით უკმაყოფილებას მოასწავებს. ასევე, უნდა დაფიქრდეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ოჯახში. თუ გოგონას ესიზმრება განქორწინება, მას შეყვარებული უღალატებს.
სიზმარში ვინმესთან განშორება ცხადში წვრილმან, მაგრამ საწყენ უსიამოვნებებს მოასწავებს. თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანთან კავშირის უცაბედად გაწყვეტა სიყვარულში დიდ წარმატებას გიქადით.
თუ სიზმარში განძი იპოვეთ, მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი და მეტად საჭირო იქნება.
მუსიკა და ცეკვები სიზმარში სასიამოვნო ახალ ამბებსა და გართობას ნიშნავენ.
თუ სიზმარში სიღარიბე გაწუხებთ–თქვენ სევდიანი ფიქრებით ცხოვრობთ, უარყოფთ რა ცხოვრების რეალურ სიხარულს. თუ გესიზმრათ, რომ სიღარიბეს მოთმენით იტანთ, ნიშნავს, რომ მშვიდად გადაიტანთ შემხვედრ უსიამოვნებებს და თქვენს თავზე ღრუბლებიც მალე გაიფანტებიან. თუ სიზმარში მოახერხებთ სიღარიბისაგან თავის დაღწევა–დაგაფასებენ თქვენი სიკეთის გამო. სხვების ნახვა სიღარიბეში, ნიშნავს საქმიანი შეხვედრების გართულებათა დასაწყისს, რაშიც დამნაშავე ერთ–ერთი გარშემომყოფთაგანი იქნება.
ექსკურსია - სოფლის მიდამოებში გასეირნება–მეგობრებთან განშორებას ნიშნავს. გოგონას ასეთი სიზმარი ბედნიერ ოჯახს ჰპირდება, მაგრამ მის ბედნიერებას მალე დაჩრდილავს უდროო დანაკარგი; ხანგრძლივი ექსკურსია–მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხასიათის კვლევებს ნიშნავს. თუ თქვენ ექსკურსიის მონაწილე გახდით, ცხადში ძლიერი კონკურენტები გამოგიჩნდებიან.
თუ სიზმარში გესროლეს და კვდებით, გელით თქვენ წინააღმდეგ განწყობილი მეგობრებისაგან მოულოდნელი შეურაცხყოფა, მაგრამ თუ შეძლებთ, თავი აარიდოთ სიკვდილს, ცხადში გაუმკლავდებით თქვენს შეურაცმყოფლებს.
სიზმარში გაქცევა–ძალზე არასასურველია. თუ მას გათხოვილი ქალი ხედავს, მოუწევს თავისი ცხოვრების გადახედვა და ბევრი რამის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეპუტაცია შეილახება და ახლობლების პატივისცემას დაკარგავს. ახალგაზრდებს ეს სიზმარი შეყვარებულთან დაშორებას აუწყებს. თუ სიზმარში თქვენი შეყვარებული ვინმესთან ერთად გაიქცა, ცხადშიც იგივე მოხდება. თუ სიზმარში ბრბოსთან ერთად გარბიხართ–კარგია: ის გპირდებათ დღესასწაულს და წარმატებას საქმეში. თუ წაიბორძიკეთ და დაეცით, მაშინ გელით გაკოტრება და სახელის გატეხვა. თუ სიზმარში მარტო გარბიხართ, გზა მაღალი საზოგადოებისაკენ გარანტირებული გაქვთ. თუ ვიღაცისაგან გარბიხართ–გემუქრებათ დანაკარგი. თუ ხიფათს სხვები გაურბიან–ბოროტი ბედისწერა თქვენს მეგობარს სიკვდილით დაემუქრება.
თუ სიზმარში რაიმეზე ხართ გაღიზიანებული–უსიამოვნებები გელით; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ, უბრალოდ, გადაიღალეთ და ასეთ შემთხვევაში სიზმარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი მტრების გაჩენას და მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ სიზმარში თავად იწვევთ ვინმეს გაღიზიანებას, რაღაც გაუგებრობაში მოგიწევთ გარკვევა.
რაიმეს გაყიდვა სიზმარში უსიამოვნო საქმეებია.
სიზმარი წყნარ წყალში მოსეირნე თეთრ გედზე გპირდებათ პერსპექტივასა და სასიამოვნო მღელვარებას. შავი გედი სუფთა წყალში–ნიშანია საეჭვო სიამოვნებისა. თუ ნახეთ მკვდარი გედი–ეს ნიშნავს, რომ გელით ჯავრი და წყენა. თუ ნახავთ მფრინავ გედს–ელოდეთ ყველა სასიამოვნო წამოწყების სწრაფად დამთავრებას.
თუ გემი სანაპიროს უახლოვდება–ეს ბედისაგან ნაბოძებ მოულოდნელ გართობას ნიშნავს. ზღვაში გამავალი გემი მცირეოდენ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს.
სიზმარში გვამის ნახვა მოასწავებს გაუხარებელ მომავალს; აგრეთვე, მოსალოდნელია ცუდი პერსპექტივები კომერციაში. თუ გვამი შავებშია ჩაცმული, მაშინ მალე გაიგებთ ახლობლის სიკვდილს ბრძოლის ველზე ჯარის კაცების გვამები ნიშნავს სერიოზულ კონფლიქტებს პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის. ცხოველის გვამი იმის ნიშანია, რომ თქვენ აღმოჩნდებით ძნელ მდგომარეობაში ან ავად გახდებით. თუ სიზმარში ხედავთ რომელიმე თქვენი ნათესავის გვამს, ეს მისი ავადმყოფობის მომასწავებელია ან მეტყველებს მასთან თქვენი ურთიერთობების გაუარესებაზე. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი დაიცავენ ერთმანეთისადმი მიცემულ ფიცს. სიზმარში, რომელშიც თქვენ უხუჭავთ გვამს მონეტებით თვალებს, ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ უსინდისოდ გაგძარცვავენ კონკურენტები. თუ თქვენ ადებთ მონეტას მხოლოდ ერთ თვალზე, გექნებათ შანსი, დაიბრუნოთ დანაკარგი დიდი, უიმედო ბრძოლის შემდეგ. ქალიშვილისათვის ეს სიზმარი იმის ნიშანია, რომ მისი ნდობით ისარგებლებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები.
სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით, ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და სინდისის ქენჯნის ნიშანია. სიზმარში გველის მოკვლა ნიშნავს, რომ ისწავლი ნებისმიერი, ყველაზე მცირე შესაძლებლობის შენს სასარგებლოდ გამოყენებას, ასევე, სხვა ადამიანების ინტერესების დასაცავად. სიზმარში გველებს შორის სიარული ცხადში ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ავადმყოფობისა და ვიღაც ადამიანთან ურთიერთობის მუდმივ შიშში, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილი დაიკავოს ბიზნესში. თუ გველები გკბენენ–ცხოვრებაში შეგიპყრობთ ბოროტი გრძნობა, ხოლო მტრები შეძლებენ თქვენს ბიზნესში ხელის შეშლას. თუ გველი ვინმეს კბენს–თქვენი კრიტიკით მეგობარს გაანაწყენებთ. პატარა გველის ნახვა ნიშნავს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე იქნებით იმ ადამიანებთან, რომლებიც საიდუმლოდ ცდილობენ თქვენი და თქვენი შორსმიმავალი გეგმების დისკრედიტაციას. თუ თქვენ ხედავთ გველებთან მოთამაშე ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ სავსებით არ შეგიძლიათ მტრისა და მოყვრის გარჩევა.
მოგზაურობა სიზმარში მოკირწყლული უცნობი ქუჩით, ნიშნავს ახალ საქმეს, მცდელობას, რომელიც მოგიტანთ არა კმაყოფილებას, არამედ მხოლოდ მწუხარებას და დროის ტყუი–უბრალოდ კარგვას. გზა, რომლის კიდეებზეც ხეები და ყვავილებია, გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას. თუ თქვენ ამ გზაზე დასეირნობთ მეგობრებთან ერთად, შეძლებთ ისეთი იდეალური ოჯახური კერის შექმნას, სადაც ბავშვები ბედნიერი, ცოლ–ქმარი კი ერთმანეთის ერთგულნი იქნებიან. გზის აცდენა–ფინანსური დანაკარგი საკუთარი შეცდომების გამო. თუ სიზმარში გზა დაგებნათ, ეს დროებით უსიამოვნებებს მოასწავებს. საქმეები თქვენს აქტიურობას ითხოვენ.
ჯანმრთელი და ლამაზი გოგონები სიზმარში მოასწავებენ კარგ პერსპექტივასა და ოჯახურ სიხარულს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, მაშინ თქვენს ოჯახში ვიღაც ავად გახდება. თუ კაცი თავის თავს ნახავს გოგოდ–ცხადში მას ემუქრება განსჯის უნარის დაკარგვა, ან მსახიობი გახდება და შეასრულებს ქალის როლს.
დასოზე დაწყებული სიზმრები
ბავშვის დაბადება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ასევე, მოასწავებს მოსალოდნელ შთამომავლობასაც. თუ გოგონას ასეთი სიზმარი გათხოვებამდე ესიზმრება, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. ზოგჯერ ასეთი სიზმარი დიდ მემკვიდრეობასაც მოასწავებს.
საკუთარი დაბადების დღის ნახვა ნიშნავს ხანგრძლივ, მშვიდ სიცოცხლეს. სხვის დაბადების დღეზე ყოფნა არასასიამოვნო ამბის გაგება, ავადმყოფობა.
თუ სადმე რაიმე დავალებით მიდიხართ, ცხადში თქვენს თანამოაზრეებთან შეხვედრა მოგიწევთ. თუ ქალს ესიზმრა, რომ ვინმეს აძლევს დავალებას, ის დაკარგავს შეყვარებულს, რომელიც ვერ ურიგდება მის გულგრილობას.
დათვი სიზმარში დამღუპველი მეტოქეობაა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. დათვის მოკვლა რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა დათვი, მას გამოუჩნდება საშიში მეტოქე; ასეთი სიზმარი, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს უბრალო ხელმოცარულობასაც.
თუ სიზმარში ნათესავის დაკრძალვის საქმეებით ხართ დაკავებული და, ამავე დროს, კონკრეტულად გესიზმრებათ სამგლოვიარო პროცესია და მზიანი დღე, ცხადში თქვენს ახლობელს დიდი ხნის სიცოცხლე უწერია. ზოგიერთი შეიძლება კიდეც დაქორწინდეს; მაგრამ თუ მოდის წვიმა და ცივა–ავადმყოფობა, ცუდი ამბავი და გაღარიბება გარდაუვალია. თუ დაკრძალვაზე ნამდვილი სამგლოვიარო სიტუაციაა მოწყენილი და მოტირალი სახეებით ე.ი. ცხადში თქვენი გარემოცვა მტრულად განეწყობა თქვენ მიმართ. თუ თქვენს თავს სიზმარში ცოცხლად დამარხულს ხედავთ–დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას, რომელსაც თქვენი მტრები მაშინვე გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ; მაგრამ თუ მოახერხებთ საფლავიდან ამოსვლას, დიდი ძალისხმევის შედეგად შეცდომებს და უსიამოვნებებს ასცდებით.
სახლის დალაგება სიზმარში ქალს ჰპირდება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და დამჯერ შვილებს. თუ სიზმარში თქვენი ბინა დალაგებას საჭიროებს, თქვენ კი რაღაც მიზეზით ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ცხადში თქვენი უსიამოვნებების მიზეზი თქვენივე პასიურობა გახდება.
თუ გესიზმრებათ, რომ რაიმე უნდა დამალოთ, ცხადში გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დამალულის მოძებნა–მოულოდნელი სიხარულია. თუ ქალი რაიმეს მალავს, ჭორებს ნიშნავს, მაგრამ მისი რეპუტაცია არ შეილახება.
თუ თქვენ სიზმარში იმყოფებით დამნაშავე ადამიანთან–თქვენი მეგობრები შეეცდებიან თქვენი ურთიერთობის გამოყენებას თავიანთი მიზნებისათვის. თუ დამნაშავე მართლმსაჯულებას ემალება–თქვენ ბედის ნებით გახდებით სხვისი საიდუმლოს მფლობელი, რის გამოც საფრთხე შეგექმნებათ.
თუ სიზმარში დამოუკიდებლობის განცდა გაქვთ ე.ი. გყავთ მეტოქე, რომელიც უსამართლოდ გექცევათ. თუ სიზმარში სიმდიდრესა და დამოუკიდებლობას მიაღწევთ, ცხადშიც ასე იქნება, ოღონდ უფრო გვიან, ვიდრე თქვენ გეგმავთ.
სიზმარში, რომელშიც ცდილობთ, ვინმე დაამშვიდოთ, ნიშნავს, რომ გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს სულიერ თვისებებს. ქალიშვილს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთგულ ქმარს და სანდო მეგობარს. თუ სიზმარში თქვენ ამშვიდებთ გაბოროტებულ ადამიანს, მაშინ ცხადში გელით ფუსფუსი გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ ვიღაც აპირებს ეჭვების გაფანტვას, ცხადში ის მიხვდება თავისი რჩეულის შეცდომებს.
მხიარული დამშვიდობება–სასიამოვნო ვიზიტებისა და გართობის ნიშანია; სევდიანი–დანაკარგს ნიშნავს. ხალხთან ან ქვეყანასთან დამშვიდობება–მიანიშნებს უშედეგო მგზავრობაზე. ხანდახან ეს სიზმარი არასასიამოვნო ამბის მაუწყებელია. თუ გოგონა თავის მეგობარს ემშვიდობება, ცხადში მოსალოდნელია მათი ურთიერთობების გაციება; მაგრამ თუ იგი ამ დროს მხიარულია, შესაძლებელია ძველი შეყვარებულის ადგილი ახალმა დაიკავოს.
გამკილავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე დაგცინით, ახლო მეგობრისაგან მიპატიჟებას მიიღებთ, თქვენ საქმეებს კი წარმატება ელის. თუ გოგონას ესიზმრა დაჭრილი ან მკვდარი დამცინავი, ქილიკი პიროვნება, იგი თავის მეგობარს წაეჩხუბება.
თუ სიზმარში გაქვთ დამცირების განცდა, ცხადში გაიგებთ გულსატკენ ამბავს, დაემორჩილებით ეჭვებს და შეწყვეტთ დაწყებულ საქმეს. თუ სხვა ხალხის დამცირების მოწმე გახდით სიზმარში–მიგანიშნებთ თქვენი მეგობრების ვერაგობაზე: იყავით ფრთხილად მოსალოდნელია ჩხუბი.
დამწვრობა სიზმარში კარგ ამბავს ნიშნავს. თუ დაიწვით სუფთა და ნათელი ალით–თქვენი აზრები იქნება უბოროტო და მეგობრები ამას გაგებით მოეკიდებიან. თუ სიზმარში ფეხები დაიწვით შიშველი ფეხით ფერფლზე ან ნაკვერჩხალზე გავლისას–გარშემომყოფთა უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერი საქმის დასაწყისი წარმატებული იქნება. ამას გარდა, ასეთი სიზმარი მყარი ჯანმრთელობის ნიშანია; თუ ცეცხლი მთლიანად მოგედებათ და იწვით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გიღალატებენ ისინი, ვინც მეგობრად მიგაჩნდათ.
დანა გაყრის, დაცილების ნიშანია; ასევე მოასწავებს ჩხუბსა და ფულის ხარჯს. ჟანგიანი დანა ნიშნავს ოჯახური ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას და შესაძლო დაცილებას საყვარელ ადამიანთან. მჭრელი, ბასრი, ლივლივა დანები მომავალ განცდებს გიქადიან. გატეხილი დანა დამსხვრეული ოცნებების ნიშანია. დანით მიყენებული ჭრილობა ოჯახში აშლილობის ნიშანია, ხოლო უცოლოებისათვის–ღირსების შელახვის. თუ სიზმარში თქვენ დაარტყით დანა ვიღაცას, ცხოვრებაში შეიძლება ჩაიდინოთ უღირსი საქციელი; განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა.
სიზმარში ნათესავების ან მეგობრების დაკარგვა მოასწავებს კარგად მოფიქრებულ გეგმებში იმედგაცრუებას და უმნიშვნელო სამომავლო პერსპექტივებს. ბავშვების დაკარგვა იმაზე მეტყველებს, რომ იქ, სადაც თქვენ წარმატების იმედი გქონდათ, გელით სრული ჩავარდნა.
თუ გესიზმრათ, რომ ისვენებთ, ელოდეთ უცხო, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს. თუ გოგონა უკმაყოფილოა დასვენებით–იგი ისე უხეშად მოექცევა მეტოქეს ყოფილი თაყვანისმცემელის წასართმევად, რომ თვითონაც გაუკვირდება საკუთარი სიმამაცის.
თუ თქვენ სიზმარში ისჯებით, ე.ი. გამძიმებთ თქვენი მოვალეობანი და, ამიტომაც, მას არაკეთილსინდისიერად ექცევით. თუ მშობლებს ესიზმრებათ, რომ ისინი ზრდიან შვილებს, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, აღზრდის მართებული მეთოდი აირჩიეს თუ არა და ხომ არ აჯობებდა ბავშვებისადმი მეტი პატივისცემის გამოჩენა.
სიზმარში დაფიცება–უსიამოვნებაა ცოლ–ქმარს ან შეყვარებულებს შორის. თუ სიზმარში იგებთ ვიღაცის დაფიცებას–ფრთხილად იყავით მეგობრებთან, ისინი გულწრფელნი არ არიან.
დაღლილობის გრძნობა სიზმარში მოასწავებს ავადმყოფობას და პრობლემებს სამსახურში. ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება დაღლილი ხალხი, უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას.
მარცხი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ დაღუპვას–ეს იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გაწუხებთ გაჭირვების ან საქმის მოულოდნელი ჩავარდნის შიში.
მანძილი - თუ სიზმარში სახლიდან შორს იმყოფებით, ეს ხანგრძლივ მოგზაურობას და ბევრ ახალ ნაცნობებს ნიშნავს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში. სიზმარში იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც თქვენგან შორს არიან–მსუბუქ წყენას ნიშნავს; რაც შეეხებათ ქალებს, განსაკუთრებით, თუ მათ შებინდებისას ხედავთ, უსიამოვნო შეხვედრის მაუწყებელია.
თქვენ მიერ გაწეული დახმარება სიზმარში დიდ თანამდებობას ნიშნავს, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიაღწევთ. თუ თქვენ გეხმარებიან, ე.ი. შეგიძლიათ მთლიანად ენდოთ მეგობრებს.
თუ სიზმარში იხრჩობით, ცხადში უბედური შემთხვევა გელით; მაგრამ თუ თავს შველით, მაშინ უბედურებები გვერდით ჩაგივლიან და თქვენი მიღწევებით გარშემომყოფთაგან მყარ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ სიზმარში თქვენ წყალწაღებულს გადაარჩენთ, მაშინ ცხადში მეგობარს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარებით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული იხრჩობა, ცხადში მას უბედურება ელის.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ დედათქვენი შემოდის სახლში, შეგიძლიათ ივარაუდოთ ყველა საქმის კარგ დასაწყისზე. თუ თქვენ მას ელაპარაკებით–უახლოეს მომავალში შეიტყობთ კარგ ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ქალისათვის დედის ნახვა სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო საზრუნავს და ცოლ–ქმრულ იდილიას. სიზმარში თუ ვიღაცის დედა მოკვდა ან ავადაა, მოასწავებს ვიღაცის სიკვდილთან ან შერცხვენასთან დაკავშირებულ მწუხარებას. თუ სიზმარში დედა გეძახით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უღალატეთ თქვენს ჩვევებს და აირჩიეთ არასწორი გზა. თუ ის სიზმარში ტირის ტკივილის გამო–ეს მოასწავებს მის ავადმყოფობას ან იმ უბედურებას, რომელიც თქვენ გემუქრებათ.
ეს სიზმარი ოჯახურ წრეში სერიოზულ უთანხმოებებზე მიუთითებს, მაგრამ ასეთი სიზმრის შემდგომ შერიგებაც გელით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი დედამთილს შეურიგდა–ცხადში მას უგულო ადამიანები ძალზე მოაბეზრებენ თავს.
დედოფლის დასიზმრება გპირდებათ წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ თუ სიზმარში ის გამოიყურება მოხუცებულად ან შეწუხებულად–გელით იმედგაცრუება.
თუ ქალიშვილს ესიზმრება თავისი დეიდა, ცხადში ის რაღაც ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც საყოველთაო დაგმობას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ დეიდა სიზმარში მხიარულია და კარგ განწყობაზეა, ე.ი ოჯახში არსებული უთანხმოებები შეწყდება.
თუ სიზმარში დეპეშას ღებულობთ, არასასიამოვნო ამბები გელით; ასევე, გაიგებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც დამახინჯებულად მოგაწვდიან. ზოგჯერ ასეთი სიზმარი თქვენი მხრიდან რაღაც სახიფათო საქმის წამოწყებას ნიშნავს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ. სიზმარი, რომელშიც თვითონ აგზავნით დეპეშას, სამსახურში უამრავ მითქმა–მოთქმას და უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ტელეგრაფის შენობას ხედავთ ან მასში შედიხართ, მაშინ საქმე, რომელიც თქვენ დაიწყეთ, წარუმატებლად დასრულდება.
საყოველთაო აღიარება - თუ თქვენი თავი ცნობილ ადამიანად გესიზმრებათ, თქვენი სანუკვარი ოცნებები აგისრულდებათ. საკუთარი თავის ხილვა ცნობილ ადამიანთა გარემოცვაში–საქმეებში წარმატების ნიშანია.
თუ გესიზმრებათ ნათელი და წყნარი დილა–მალე იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებითა და საკუთარი თავით.
დოლის გამაყრუებელი ხმის გაგონება გაფრთხილებთ, რომ თქვენი მეგობარი განსაცდელშია და დახმარება სჭირდება. დოლი გიწინასწარმეტყველებთ ვიღაცის მეგობრობას, თანასწორ, მშვიდ ურთიერთობას. მეზღვაურებისა და მეთევზეებისათვის ეს არის ნიშანი წარმატებისა და კეთილდღეობისა, ასევეა გლეხებისა და ვაჭრებისათვის.
სიზმარში დომინოში წაგება ნიშნავს, რომ მეგობარი შეურაცხგყოფთ. ამას გარდა, სიზმარი გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ თქვენს ახლობლებს მოსვენებას დაუკარგავთ ქალებთან თქვენი გაუაზრებელი ურთიერთობებით და საქმეებით, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას. სიზმარი გაფრთხილებთ აგრეთვე, რომ სერიოზული საფუძველი გაქვთ თქვენს ცხოვრებაზე სანერვიულოდ. თუ გესიზმრებათ, რომ მოიგეთ პარტია, ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ საკმაოდ საეჭვო გატაცებაზე, რომელიც თქვენ ეგოისტურ კმაყოფილებას მოგიტანთ, თქვენ მეგობრებს კი მწუხარებას.
თუ დაგესიზმრათ დოქი სავსე წყლით ეს არის კარგის ნიშანი, სიმდიდრე. ცარიელი დოქის ნახვა - იმედგაცრუებას მოგიტანს, გატეხილი ან გაბზარული დოქი - ავადმყოფობას და არასასიამოვნო ამბის გაგებას ნიშნავს.
დრაკონი დაუშვებელი სიმკვეთრით გამოხატული ვნებიანობის ნიშანია სხვებთან მიმართებით, განსაკუთრებით თავისი არაკეთილისმსურველებისადმი. დრაკონი განსაკუთრებული, თავისებური გაფრთხილებაა კონფლიქტებისა და უსიამოვნებებისაგან.
თუ სიზმარში თქვენ სცენაზე უყურებთ დრამას, შესაძლოა, მეგობრები, რომლებიც დღეს ასე შორს არიან, დაბრუნდნენ, მაგრამ თუ დრამა მოსაწყენია, ელოდეთ უსიამოვნო სტუმრებს, რომლებიც უნდა მიიღოთ და გაართოთ; თუ სიზმარში თქვენ წერთ დრამას, მიგანიშნებთ რაღაც ბედნიერ შემთხვევაზე, რომელიც გიხსნით ფულთან დაკავშირებული სიძნელეებისაგან.
თუ თქვენი ქვეყნის დროშა დაგესიზმრათ, მალე საყოველთაო კეთილდღეობის დრო დადგება. თუ ამ დროს ომია–გამარჯვებით დასრულდება. ქალისათვის სიზმარში დროშა იმის ნიშანია, რომ მას სამხედრო პირი შეუყვარდება. სხვა ქვეყნების დროშები კონფლიქტებს მოასწავებენ. სასიგნალო დროშები იმაზე გაფრთხილებთ, რომ დროა თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციაზე იზრუნოთ–ორივე საფრთხის წინაშეა.
თუ თქვენ გესიზმრებათ ნათელი დღე, ცხადში ბევრი კარგი რამ არ გელით. მოღუშული, უმზეო დღე მოასწავებს დანაკარგს, ახალი საქმე კი წარუმატებელი იქნება.
ბანკეტი - დღესასწაული სასიამოვნო მოულოდნელობებს ნიშნავს; მაგრამ თუ სიზმარში დაგაგვიანდათ დღესასწაულზე–მოუსვენარი დღეები გელით. ხმაურიანი დღესასწაული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობთ, ცხადში გაუმართლებელ რისკს მოასწავებს. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. თუ დღესასწაულს არეულობაც ახლავს–ელოდეთ ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო გამოწვეულ უბედურებას.
ეასოზე დაწყებული სიზმრები
სიზმარში ბიბლიური პერსონაჟის ნახვა–მერყეობის, ეჭვიანობის ნიშანია, შეიძლება მალე წააწყდეთ თქვენი ჩანაფიქრის წინააღმდეგობას ბიზნესსა და საზოგადოებაში და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილ თავდაუჯერებლობას. თუ გოგონა თავის თავს ხედავს ევას სახეთ, სიზმარი აფრთხილებს: იყავი ფრთხილად, ის შეიძლება იყოს თავის ბიბლიურ წინამორბედზე ფრთხილი, მაგრამ ეშმაკს ჯერ კიდევ ჰყავს ყოვლისშემძლე დამხმარეები მიმზიდველი მამაკაცების სახით: უყურე შენს უმწიკვლო ევას, ახალგაზრდავ, იმ ვაშლის ხეს ჯერ კიდევ შეუძლია ნაყოფის მოსხმა და შენ შეგიძლია, შენი სურვილის წინააღმდეგ, იგემო მისი სიტკბო.
თუ სიზმარში მოგზაურობთ ევროპაში, ცხადში შეგიძლიათ გაემგზავროთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომლის დროსაც გაიმდიდრებთ თქვენს ცოდნას ცხოვრების წესისა და ამ ქვეყნის ხალხთა ადათ–ჩვეულებების შესახებ. ამას გარდა, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა პერსონა აღფრთოვანებულია ევროპის ღირსშესანიშნაობებით–ე.ი. ცხადში მას შეუძლია გამოიყენოს თავისი შანსი საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ მან გააოცოს თავისი მეგობრები და შეყვარებული.
ეკლები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა. თუ ეკლებს შორის მწვანე ფოთლები გამოჩნდა, ე.ი. თქვენი პირადი კეთილდღეობა საქმეშია.
ეკლესია სიზმარში იმ მომვლენების გამო იმედგაცრუებას ნიშნავს, რომელთაც თქვენ ასე ძლიერ ელოდით. თუ სიზმარში ბნელ ეკლესიაში შედიხართ, ცხადში დაკრძალვაზე მოგიწევთ დასწრება. ეს სიზმარი ასევე იმის მაუწყებელია, რომ თქვენი პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანია და თქვენ კიდევ დიდხანს მოგიწევთ უკეთესი მომავლის ლოდინი.
სიელმე - თუ გესიზმრებათ ელამი ხალხი გადააწყდებით უსიამოვნო საზოგადოებას. თუ კაცს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ცერად უყურებს მას, ე.ი. ის ძალიან გაიტაცეს ქალებმა და ამას შედეგად დაკარგვა მოჰყვება. თუ ქალი ხედავს ასეთივე სიზმარს, მაშინ ის რისკავს თავის რეპუტაციას.
თუ სარკეში თქვენს ენას ხედავთ, კარგ მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ სიზმარში ენა გამოგიყვეს–გრანდიოზული სკანდალი მოგიწევთ. თუ სიზმარში ენა გტკივათ, ბევრი ლაპარაკით სიკეთეს ვერ მიაღწევთ–ეს გამაფრთხილებელი სიზმარია.
ლიყიანობა - თუ სიზმარში ენა გებმით–გელით ავადმყოფობა და მოუსვენრობა. თუ ვიღაცას ებმის ენა, ე.ი. თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხი ისიამოვნებს თქვენი მოთმინებიდან გამოყვანითა და უაზრო ხლაფორთში ჩაგდებით.
თუ სიზმარში საშიში ეპიდემიის შესახებ შეიტყვეთ, ე.ი. გადაიღალეთ და დასვენება გესაჭიროებათ, ვინაიდან, სამომავლოდ კიდევ ბევრი საქმეები გელით. ხანდახან ასეთი სიზმარი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობასაც მოასწავებს.
მასწავლებლების, მწერლებისა და მახლობელი პროფესიის ადამიანებისათვის ეპისკოპოსის დასიზმრება მოასწავებს რთული საქმეებით გამოწვეულ სულიერ განცდებს. ვაჭარს სიზმარი მიანიშნებს ცუდ შენაძენსა და წამგებიან გარიგებაზე. ბევრისათვის ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ბევრი უნდა იშრომონ, რათა თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. თუ ეპისკოპოსი კეთილგანწყობილია თქვენდამი და გაქებთ–გელით წარმატებები ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში, განსაკუთრებით კი სიყვარულში.
თუ სიზმარში სადმე მიემგზავრებით ეტლით, ეს გპირდებათ კარგ შესაძლებლობას, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ჩამოვარდნა ან იმის დანახვა, თუ სხვები როგორ ვარდებიან ეტლიდან, გიწინასწარმეტყველებთ მაღალი პოსტის შეთავსებას.
ექიმის დასიზმრება ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობისა და გალაღების მომასწავებელია. თუ ექიმს ხვდებით საზოგადოებაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აუცილებელი არ გახდეს მომსახურების საფასურის გადახდა. თუ ამ სიზმარს ნახავს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებას ექიმზე აპირებს–გაფრთხილებაა: შეიძლება მოგატყუონ. თუ თქვენ ექიმთან მიღებაზე ხართ–ეს ნიშნავს მოსალოდნელ ავადმყოფობას ან უთანხმოებას ოჯახში.
თუ ეშმაკი სიზმარში გამოეცხადება გლეხს, ის მზად უნდა იყოს ცუდისათვის: მოუსავლიანობა, საქონლის გაწყვეტა და ავადმყოფობა სახლში. სპორტსმენებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მიემგზავრებიან სახლიდან შორს, სიზმარი მოუხმობს სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ. მქადაგებლისათვის ეს სიზმარი იმის უდავო მაჩვენებელია, რომ ის ზედმეტად განმკითხავია და უფრო მომთმენი უნდა იყოს, როცა მეზობელს აკრიტიკებს. ელეგანტური ჯენტლმენის ნიღბით და ძვირფასი სამკაულებით მორთული ეშმაკი–გამაფრთხილებელი ნიშანია. თქვენ არ უნდა წამოეგოთ პირფერი ადამიანების მიერ შემოთავაზებულ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გაებათ მახეში. ასეთი სიზმრის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა უნდა იყოს წინდახედული და უფრო მეტად დაეყრდნოს მეგობრებს. ცუდი რეპუტაციის ქალები შეიძლება გაქურდონ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, იცნობდნენ. გაუფრთხილდით ეშმაკთან ურთიერთობას სიზმარშიც კი. მას ყოველთვის უბედურება მოაქვს. თუ სიზმარში ხედავთ, რომ გითვალთვალებთ ეშმაკი, ე.ი გაებმებით იმ მტრების მიერ დაგებულ მახეში, რომლებიც თავს მეგობრებად გაჩვენებდნენ. შეყვარებულისათვის სიზმარი ლაპარაკობს, რომ ვიღაც უზნეოს გამო შეიძლება გახდე მოღალატე. ეშმაკები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი გართობისადმი ლტოლვა შესაძლოა უსიამოვნებებით შემოგიბრუნდეთ. თუ თქვენი თავი გესიზმრებათ ეშმაკის სახით, საკუთარი დაუფიქრებლობისა და ცუდი ზრახვების გამო სიღატაკეში აღმოჩნდებით.
თუ სიზმარში ვინმე მოატყუეთ, თქვენს გარემოცვაში კეთილგანწყობილი და წარმატებული ადამიანები გამოჩნდებიან. თუ სიზმარში ეშმაკი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, თქვენი საქციელი, შესაძლოა, თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ, ხოლო მომავალში, თუ იმავე მეთოდებით გააგრძელებთ მოქმედებას, ეს მხოლოდ თქვენი მოწინააღმდეგეების წისქვილზე დაასხავს წყალს.
თუ ქმარს ესიზმრება, რომ ცოლზე ეჭვიანობს, ცხადში მასზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან არცთუ ჭკვიანი ადამიანები. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ქმარზე ეჭვიანობს, ე.ი მათ შორის ისეთი ჩხუბი მოხდება, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის.
ვასოზე დაწყებული სიზმრები
ვაგონი თუ დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ, რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ. სიზმარში საძილე ვაგონის ნახვა ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად თქვენი მოქმედება გააქტიურდება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ თქვენი ეგოისტური პრინციპები. სიზმარში ტრამვაის ნახვა გაფრთხილებაა: ვიღაცა დაინტერესებულია, უსიამოვნება მოგაყენოთ. ტრამვაით მგზავრობა–ეჭვიანობა დაანგრევს თქვენს ბედნიერებას. მოძრავი ტრამვაის ბაქანზე დგომა ნიშნავს, რომ გინდათ განაგრძოთ ძალზე სახიფათო საქმე, მაგრამ თუ მგზავრობა კარგად დასრულდება, ე.ი. წარმატება გელით. თუ ტრამვაის პლატფორმა ძალიან მაღალია–საშიშროება უფრო დამაჯერებელია, მაგრამ თუ ძალიან მაღალი არაა, ადვილად მიაღწევთ მიზანს.
ფულის სესხება - ვალის აღება სიზმარში საკმაოდ ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება. თუ ბანკირს ესიზმრება, რომ ვალს იღებს სხვა ბანკირისაგან, ცხადში მის ბანკს კრახი ემუქრება, თუ არ გაითვალისწინებს სიზმრის გაფრთხილებას. თუ სიზმარში თქვენგან იღებენ სესხს–დახმარებას მიიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ; ჭეშმარიტი მეგობრები არ მიგატოვებენ.
წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავს–მას ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაგან არცერთი ხელს არ სთხოვს. თუ მისი შეყვარებული სიზმარში მის მეტოქეს აცეკვებს, ცხადში მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და თავშეკავება მსგავს სიტუაციაში.
თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ, ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და ისიც დასთანხმდება. დამჭკნარი ვარდები იმაზე მიუთითებენ, რომ თქვენ სიყვარული გაკლიათ. თეთრი ვარდები, რომლის ფოთლებზე ნამის არცერთი წვეთიც კი არ არის გაფრთხილებთ მოსალოდნელ ავადმყოფობაზე. ვარდის სურნელი სიზმარში სუფთა და უღრუბლო ცხოვრებასა და სიხარულს ნიშნავს, ვარდის კვირტები კი მყარი მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია. გამხმარი ვარდის ბუჩქი–ახლობლის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. წითელი ვარდები–ოცნების ასრულებაა; მაგრამ თუ შეყვარებულ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თმებში იწნის წითელ ვარდებს–მას შეყვარებული მოატყუებს. თუ სიზმარში გაჩუქებენ წითელ ვარდების თაიგულს და ეს გაზაფხულზე მოხდება–წარმატება გელით, ზამთარში–ხანგრძლივი და ტყუილი მოლოდინია.
თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და დამწუხრდებით. თუ გესიზმრათ იდუმალად აალებული და მიმქრალი ვარსკვლავი, ახლო მომავალში მოგელით უცნაური მოვლენები და ცვლილებები. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავი პირდაპირ თქვენ დაგეცათ–თქვენს ოჯახს მოელის მძიმე დანაკარგი. თუ ხედავთ, რომ ვარსკვლავი დედამიწის გარშემო ბრუნავს, ნიშანია გლობალური კატასტროფებისა და განკითხვისა.
მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია.
სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი.
ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს.
ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს.
თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით. გაქცეული ვეფხვი მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. გალიაში მჯდომარე ვეფხვი გეუბნებათ, რომ შეძლებთ თქვენი კონკურენტების თქვენს ნებაზე თამაშს.
სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი.
თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი.
ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია.
ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს, მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით. თუ ვირის ყროყინი შორიდან გესმით, ვალებს გაისტუმრებთ და გამდიდრდებით. ვირზე ჯდომა საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ, რის შედეგადაც თვალსაწიერს გაიფართოვებთ. თუ სხვები სხედან–ვირზე–თქვენს ახლობელს მძიმე ცხოვრება ელის. თუ ვირს აგდებთ–სახელი გაგიტყდებათ. თუ ვირი ზემოდან დაგაწვათ, ე.ი. უბედურებაში, რომელიც გეწვევათ, დამნაშავე თავად იქნებით. თუ ვირი თავდაჯერებულად მიგყავთ–წარმატებით გადალახავთ რთულ სიტუაციას. ვირზე ამხედრებული ბავშვის დასიზმრება სიკეთეს მოასწავებს. მკვდარი ვირი გაფრთხილებთ შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე.ვირიდან ჩამოვარდნა უბედურების მაუწყებელია. სიზმარში ვირის რძის სმა ნიშნავს მოვალეობების უგულებელყოფით საკუთარი კაპრიზების ასრულებას. თუ სხვისი ვირი მოვიდა თქვენს სახლთან, წარმატება და იღბლიანი ქორწინება გექნებათ. თეთრი ვირი–სიყვარულით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებაა.
ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში.
ზასოზე დაწყებული სიზმრები
თუ ზაზუნა დაგესიზმრათ, ე.ი. უბედურება შენიღბულად გიახლოვდებათ. ქალს ეს სიზმრი აფრთხილებს, რომ ცდუნებას არ აჰყვეს: შესაძლოა, ამან მისი კეთილი სახელი შებღალოს.
სიზმარში ზამთრის ნახვა–ავადმყოფობის, ახლო მომავალში შეუძლოდ ყოფნის, ცუდი განწყობილებისა და ბურუსით მოცული პერსპექტივის მაუწყებელია. ასეთი სიზმრის მერე ტყუილადღა გექნებათ იმედი სიყვარულის სფეროში კარგი პერსპექტივისა.
თუ სიზმარში ვინმეს ზარალს აყენებთ, ცხადში გელით ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაო. თუ ზარალი თქვენ მოგაყენეს, ცხადში წააგებთ კონკურენტებთან ბრძოლაში.
ზარების რეკვა სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სერიოზული მიზეზი გაგიჩნდებათ მღელვარებისათვის. სიზმარში ზარის რეკვის ხმის გაგონება მაუწყებელია შორეული მეგობრის სიკვდილისა ან ცრუ ინფორმაციისა, რომელიც აგაღელვებთ. სადღესასწაულო ზარის რეკვა გპირდებათ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების სიხარულს.
ზებრას დასიზმრება მოწმობს თქვენს გატაცებას სხვადასხვა საქმიანობით, რომელიც მალე გაგივლით. ველური ზებრას ნახვა თავის სტიქიაში იმის მაუწყებელია, რომ დაუწყებთ დევნას წარმოსახვით ქიმერებს, მაგრამ თქვენი გაუმაძღარი წყურვილი ბედნიერებისა ამით დაკმაყოფილდება.
რაღაცაზე ყოფნა - თუ სიზმარში რაღაც საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და სადაცაა ჩამოვარდება, მოასწავებს საშიშროებას. თუ საგანი მაინც ვარდება, მაგრამ თქვენ არ გეხებათ, თავს აარიდებთ დიდ მატერიალურ დანაკლისსა და სხვა უსიამოვნებებს. თუ საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და მაგრად არის დამაგრებული, მშვიდად იყავით: თქვენი ცხოვრება გამოსწორდება ყველა თვალსაზრისით.
საცხი - თუ გესიზმრებათ, რომ რაღაცას უსვამთ ზეთს, მოასწავებს მოვლენას, რომელშიც თქვენ წამყვანი ძალა იქნებით. დიდი რაოდენობით ზეთი–თქვენთვის საჭირო საქმით ზედმეტად გატაცებაა. მამაკაცისათვის ზეთით ვაჭრობა მოასწავებს მარცხს სიყვარულში, მაშინ, როდესაც ის იოლ გამარჯვებას ელოდა. ქალისათვის რაღაცისათვის ზეთის წასმა იმის ნიშანია, რომ მის წინაშე გაიხსნება ახალი ფართო შესაძლებლობანი.
ზვიგენის ნახვა სიზმარში ნიშნავს მრისხანე, საშიშ მტერს. თუ ზვიგენები მოგდევენ და თავს გესხმიან, გელით იმედგაცრუება, რომელიც დაგამწუხრებთ. თუ ხედავთ მოთამაშე ზვიგენს კამკამა წყალში, ნიშნავს, რომ ვიდრე თქვენ ხარობთ და ერთობით ქალთა საზოგადოებით, თქვენი მოშურნე ცდილობს დაგაკარგვინოთ მოსვენება და ბედნიერება. თუ გესიზმრებათ მკვდარი ზვიგენი, მაშინ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სიმშვიდესა და კეთილდღეობას
სიძულვილი - თუ გესიზმრებათ, რომ ეზიზღებით ადამიანებს, რომელთა აზრებსაც პატივს სცემთ, ცხადში მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ; მაგრამ თუ სიზმარში გრძნობთ, რომ დამსახურებულად ეზიზღებით, ცხადში თქვენი მეგობრები და პარტნიორები ზურგს შეგაქცევენ. თუ სიზმარში ჯარიმა უნდა გადაიხადოთ სასამართლოში უღირსი საქციელის გამო. ცხადში ელოდეთ შეცდომებს თქვენს საქმეებში.
ზოდიაქოს ნიშნების დასიზმრება ნიშნავს კეთილდღეობის უმაგალითო ზრდას, ასევე, უღრუბლო ბედნიერებას და ოჯახში მშვიდობას. თუ ნიშანი რაღაც უცნაურია, ნიშნავს, რომ მალე გეწვევათ რაღაც უბედურება და მოგიწევთ უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მის დასაძლევად. სიზმარში ნიშნების სწავლა–ე.ი. მალე გახდებით ცნობილი და მოეწყობით, ოღონდ ვიღაც უცხოს დახმარებით. თუ თქვენ მიმართავთ ნიშანს ან ის მოგმართავთ თქვენ–ეს სიზმარი გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას საქმეებში, ისე, რომ სხვასაც გაუკვირდება და თქვენც. სიზმარში ზოდიაქოს ნიშნების ხატვა სწრაფი შენაძენის მაუწყებელია.
თუ გესიზმრებათ, რომ დაბორიალობთ ზოოპარკში, დაფიქრდით, ბედი ძალიან ცვალებადია: ხანდახან გეჩვენებათ, რომ მტრები უკვე გაგისწორდნენ, თქვენ კი მაინც წარმატების მოპოვების წინა ხაზზე ხართ, ეს სიზმარი ასევე გპირდებათ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში, ახალ ცოდნას და ნათელ შთაბეჭდილებებს.
შიშველი ზურგი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გარემოცვაში მყოფი ერთ–ერთი პიროვნება თავის ძველ გავლენას დაკარგავს, მაგრამ მოერიდეთ მისთვის როგორც ფულის, ასევე რჩევის მიცემას. თქვენგან მიმავალი ადამიანის ზურგის ნახვა გაფრთხილებთ:თქვენ ერთდროულად გელოდებათ როგორც შური, ასევე ეჭვიანობა.
სიზმარში ახალი ზურგჩანთა სიამოვნებას ნიშნავს, რომელსაც თქვენი ახალი ნაცნობები მოგანიჭებენ. ძველი ზურგჩანთა–სიღარიბის ნიშანია.
ზურმუხტის დასიზმრება–ცხადში თქვენ ქონებას მიიღებთ მემკვიდრეობით, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება მცირე საზრუნავთან. თუ საქმრო სიზმარში თავის საცოლეზე ხედავს ზურმუხტის სამკაულს–ის თითქმის უკვე უარყვეს მდიდარი მეტოქის გამო. ზურმუხტის ყიდვა ნიშანია მომავალი უიღბლო გარიგებისა.
თასოზე დაწყებული სიზმრები
სიზმარში თავბრუსხვევის შეგრძნება უსიამოვნებაა ოჯახსა და ბიზნესის სფეროში.
სიზმარში ვიღაცის სასიამოვნო ფორმის თავის ნახვა მაუწყებელია სასურველ შეხვედრაზე გავლენიან ადამიანთან, რომელმაც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. თავის ნახვა სიზმარში ავადმყოფობის ნიშანია. მოკვეთილი და სისხლიანი თავის ნახვა გიქადით საქმეების წახდენას და ყველაზე დიდი იმედების განადგურებას. თუ სიზმარში თავზე ორი ან მეტი თავი გაქვთ, შესაძლოა დაწინაურება სამსახურში ან სხვა წარმატება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს. სიზმარში თავის ტკივილის განცდა ზრუნვის მაუწყებელია. თუ თავი დასიებული გაქვთ, ცხოვრებაში ცუდზე მეტი სასიამოვნო გექნებათ. ბავშვის თავის ნახვა რაღაც კარგის მაუწყებელია. გარეული მხეცის თავის ნახვა ნიშნავს, რომ თქვნ გაინტერესებთ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები. თავის დაბანვა–რჩევის მისაღებად დაიწყებთ ცნობილი ადამიანის ძებნას.
თუ სიზმარში ვინმეს წინაშე თავს იმართლებთ, გარკვეულ ქონებას დაეუფლებით, მაგრამ მანამდე სასამართლო გისწრებთ; თუ სხვების თავის მართლება გესიზმრებათ–მეგობრები გაგილამაზებენ დასვენებას და საქმეებიც დაგეხმარებათ.
სიზმარში კბილებდაკრეჭილი თავის ქალის ნახვა ოჯახურ აშლილობას მოასწავებს. თუ მას ხელით შეეხეთ, საქმეებში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თავის ქალა დაგესიზმრათ, ცხადში იგი სამაგიეროს გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ უფრო წარმატებული აღმოჩნდით, ვიდრე თავად არის. თუ საკუთარი თავის ქალა დაგესიზმრათ–სინდისის ქენჯნას იგრძნობთ.
კოკისპირული წვიმა - თუ სიზმარში ნახეთ თავსხმა–ე.ი. მალე მიიღებთ არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით, აგრეთვე, იმ ეგოისტური ქცევების ჭკვიანური შეფასებით, რომლებსაც მოაქვთ საეჭვო კმაყოფილება.
მოსახვევი - თუ სიზმარში მოსახვევში გაეხვიეთ, ცხადში მლიქვნელი პიროვნება შეეცდება თავბრუ დაგახვიოთ. თავშალის დაკარგვა მოუსვენრობასა და მოწყენილობას მოასწავებს, ახალგაზრდა გოგონას კი ეს სიზმარი საბედისწერო სიყვარულს უქადის.
ლამაზი, ხასხასა თაიგული სიზმარში ნიშნავს ვიღაც მდიდარი, უცნობი ნათესავისაგან მემკვიდრეობის მიღებას: ახალგაზრდებს ეს სიზმარი ჰპირდება სასიამოვნო, მხიარულ შეხვედრებს. დამჭკნარი თაიგულის ნახვა ავადმყოფობა და სიკვდილია.
მშრალი თამბაქოს ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას მეწარმეობაში, მაგრამ წარუმატებლობას სიყვარულში. მშრალი თამბაქოს ფოთლები მიწათმოქმედს ჰპიდება კარგ მოსავალს. თუ სიზმარში ჩიბუხს ეწევით, ცხადში ძველ მეგობარს შეხვდებით; თუ მასთან ნაჩხუბარი ხართ–აუცილებლად შერიდგებით.
თუ სიზმარში იხილეთ თაფლი–მალე მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი გახდებით. გამოხდილი თაფლის ნახვა გპირდებათ სიმდიდრეს, სიმსუბუქეს. ამავე დროს, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თან გდევთ რაღაც უსარგებლო ჟინი. თაფლის ჭამა სიზმარში–მოიპოვებთ სიყვარულსა და სიმდიდრეს. შეყვარებულებისათვის ეს არის სიმბოლო მხიარული განცდებისა და ბედნიერი ცოლ–ქმრული თანაცხოვრებისა.
თუ თქვენ თაყვანს გცემენ, კარგი სიზმარი გინახავთ. მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, რომელსაც დაიკავებთ, ამასთანავე, სიყვარულსა და გარშემომყოფთა კარგ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ.
თუ სიზმარში თეატრში წახვედით, ე.ი. მალე გამოგიჩნდებათ ახალი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. თუ საკუთარ თავს სპექტაკლში დაკავებულს ნახავთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ სიხარული, რომელსაც თქვენ განიცდით, ცხადში წუთიერი იქნება.
თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.
სიზმარში თვალის ნახვა გაფრთხილებთ ფარულ მტერზე, რომელიც ხელსაყრელ დროს უცდის, რათა გავნოთ. იგივე შეიძლება ითქვას სასიყვარულო ურთიერთობებშიც. ელამი თვალები–ნიშანია ვერაგობისა, ცბიერებისა. სიზმარში თქვენზე მოპყრობილი ცისფერი თვალები მიგანიშნებთ წარუმატებლობაზე, რომელიც გელით თქვენი თავდაუჯერებლობის მიზეზით. რუხი თვალები მიგანიშნებთ ცბიერ ადამიანთან დაკავშირებულ უსიამოვნებაზე. თუ სიზმარში თქვენ თვალის ანთება გაქვთ ან კარგავთ თვალს–საგანგაშო მოვლენის ნიშანია. ასევე ცუდია სიზმარი, რომელშიც ცალთვალა კაცი გამოგეცხადებათ. ის ისეთ უბედურებას მოასწავებს, რომელიც არც კი დაგსიზმრებიათ.
თუ სიზმარში თავის მოკვლა გადაწყვიტეთ, ეს უბედურების ნიშანია, რომელიც დიდხანს არ მოგშორდებათ. თუ სიზმარში თვითმკვლელობის მოწმე გახდით ან მის შესახებ გაიგონეთ, ცხადში სხვისი წარუმატებლობა თქვენს საქმეებს ხელს შეუშლის. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრა, რომ მისი შეყვარებული თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ე.ი. იგი მას ღალატობს.
თუ ქალი სიზმარში ხედავს თავის ლამაზ თმებს, მიანიშნებს ქარაფშუტულ საქციელზე, რომელსაც მერე ინანებს. კაცი თუ ხედავს თავის გამეჩხერებულ თმას, ე.ი. გაუმართლებელი დიდსულოვნება მიიყვანს გამუდმებული შიშით გამოწვეულ ავადმყოფობაზე. გაჭაღარავებული თმები სამწუხარო ნიშანია–მაუწყებელი სიკვდილისა ან გადამდები ავადმყოფობისა ოჯახში, ნათესავებში ან ახლო მეგობრებში. თმებით დაფარული საკუთარი თავის ნახვა ნიშანია მიტევებისა და მოწყალებისა. ქალებისათვის კი თავისი ზნეობის საზიანოდ ახირების დათმობას ნიშნავს. თუ კაცს ესიზმრება, რომ აქვს შავი, ხვეული თმები, მას შეუძლია თავისი მომხიბვლელი ღიმილით აცდუნოს ადამიანები. ასევე შეიძლება მოიქცეს ის ქალთან მიმართებაში. ქალს შავი კულულები მიანიშნებს, რომ უნდა იფრთხილოს, თორემ გააუპატიურებენ. მიჯნურზე ქერა თმების ნახვა ნიშნავს, რომ ღალატისათვის უარგყოფენ. მწითური თმები ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებენ. თუ სიზმარში თქვენ შავი თმები გაქვთ–ცხადში არ გაგიმართლებთ კარიერის არჩევანში. სუფთა და კარგად მოვლილი თმების ნახვა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ ცვლილებას გულისხმობს. თუ სიზმარში ძალიან მოკლედ იჭრით თმებს, მეგობრებს სიკეთისათვის სიკეთით გადაუხდით. რბილი და მბზინავი თმების ნახვა–ბედნიერება და განცხრომაა. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ შავ თმებში ჭაღარებიც ურევია, მაშინ ის ძალიან მალე დადგება არჩევანის წინაშე და კარგად უნდა დაფიქრდეს, რომელი წინადადება მიიღოს, თორემ არჩევანმა შეიძლება დანაკარგი მოუტანოს. აწეწილი, მოუვლელი თმები–წარუმატებლობა, განხეთქილება და უსიამოვნებაა ოჯახში. თუ ქალი სიზმარში ძლივს ივარცხნის აწეწილ თმებს, ის თავისი აუტანელი ხასიათის გამო დაკარგავს ღირსეულ ადამიანს. როცა ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ჭაღარა ქალს, მაშინ მის ოჯახში შემოვა მეტოქე. თუ სიზმარში თმებს გაჭრიან, ელოდეთ იმედგაცრუებას. თუ ქალი სიზმარში მელოტდება, ბედი ზურგს აქცევს და თვითონ მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად. მამაკაცებს და ქალებს თოვლივით თეთრი თმები ჰპირდება სასიამოვნო ცნობას, მოგზაურობას, შეხვედრებს. თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ეფერება თმებზე–ის მოიპოვებს კარგი მდგომარეობის მქონე ქალის სიყვარულსა და ნდობას, რომელიც საზოგადოების აზრს და განსჯას ყურადღებას არ მიაქცევს. ყვავილები თმებში–ლაპარაკობენ მოახლოებულ უსიამოვნებაზე, რომელიც ახლოს ისე საშინელი არ აღმოჩნდება, როგორც შორიდან ჩანდა. თუ შეკრული ჭაღარა თმები იშლება, ელოდეთ უსიამოვნებას საქმეში–თქვენს ფერად ოცნებებს ავადმყოფობა დაჩრდილავს. ერთ ღამეში გაჭაღარავებული კაცის ნახვა ნიშნავს მწუხარებასა და სიღარიბეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულის დაკარგვას ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო. მან ფრთხილად უნდა შეაფასოს თავისი გარემოცვა.
თმის დავარცხნა ცუდი სიზმარია. იგი მეგობრებთან უსიამოვნებას, ახლობლის ავადმყოფობას და ქონების დაკარგვას ნიშნავს
თოვლი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებაში სერიოზული სიძნელეები გელოდებათ. ქარბუქი მოულოდნელ შფოთვას და შეძრწუნებას მოასწავებს ისეთი ამბის გაგების გამო, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ელით. თუ სიზმარში თოვლს ჭამთ–მოსალოდნელია თქვენი იდეალების დამსხვრევა. ჭუჭყიანი თოვლი იმის ნიშანია, რომ ბედს დაემორჩილეთ და იმ ადამიანების დაცინვას, ვისაც ეჯავრებით, გულგრილად შეხვდებით. თუ გესიზმრებათ, რომ თოვლი დნება, თქვენი დღევანდელი შიში დიდი სიხარულით შეიცვლება. თუ თოვლის ფიფქებს ფანჯრიდან უყურებთ–ახლო მომავალში საყვარელ ადამიანს წაეჩხუბებით, სიტუაციას დაამძიმებს ფულის უქონლობაც. თოვლით დაფარული მწვერვალი ნიშნავს, რომ თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეეცდებით დაუმსახურებელი წარმატებისათვის იბრძოლოთ. ზამთრის მზით განათებული თოვლის პეიზაჟი თუ დაგესიზმრათ, ფორტუნა თქვენსკენ შემობრუნდება. თუ გოგონა ციგაზე ზის და თოვლში მიექანება, ცხადში თავისი სიყვარულისათვის ბრძოლა მოუწევს. გუნდაობა ოჯახურ სირთულეებს მოასწავებს, რომლის მოსაგვარებლად დიდ ძალისხმევას დახარჯავთ. თუ დაგესიზმრათ, რომ თოვლში დაიკარგეთ, თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების პერიოდი დაიწყება.
სიზმარში თოლიას ნახვა ცხადში თქვენი საქმიანი პარტნიორების სიძუნწესა და არაკეთილსინდისიერებას მოასწავებს. მკვდარი თოლიები მეგობრებთან განშორებას ნიშნავს.
თუ სიზმარში თვრებით, რეალურად გაქვთ ლტოლვა სიამოვნებისაკენ
თუთის ნაყოფის ნახვა სიზმარში ნიშნავს უცაბედ ავადმყოფობას, რომლის გამოც აგერევათ ყველა გეგმები და ხელი შეგეშლებათ დასახული მიზნების განხორციელებაში. თუ სიზმარში მიირთმევთ თუთას–ელოდეთ მწარე გულგატეხილობას.
თუთიყუში დროის ფუჭად გატარების სიმბოლოა. თუ მოლაპარაკე თუთიყუში დადუმდა, ეს ოჯახში უთანხმოების შეწყვეტას ნიშნავს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას თუთიყუში ჰყავს, შეყვარებული ცუდი ქცევის გამო უსაყვედურებს. თუ თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლით, მაშინ პირად საქმეში უსიამოვნებები გექნებათ. მკვდარი თუთიყუში მეგობრის დაკარგვას მოასწავებს.
სიზმარში თქვენს ეზოში თხის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც მოასწავებს მშვენიერ სეზონურ ამინდსა და მარცვლეულის კარგ მოსავალს. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს ასევე საქმიანობის კარგად წარმართვასა და ქონების ზრდას. თუ სიზმარში თხა გრჩოლით, ფრთხილად იყავით კონკურენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ძალიან უნდათ თქვენი გეგმების გაგება. თუ ქალი თავის თავს ხედავს თხაზე მჯდომარეს, შესაძლოა თავისმა უღირსმა საქციელმა რეპუტაცია შეულახოს. თუ ქალი სიზმარში სვამს თხის რძეს, ის გათხოვდება მდიდარ ადამიანზე და იცხოვრებს ბედნიერად.
თხილის შეგროვება წარმატებულ მეწარმეობასა და ბედნიერ სიყვარულს გპირდებათ; თუ თხილს ჭამთ–შეძლებთ ნებისმიერი ოცნების ახდენას. თხილი ქალს უწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს. ძირს მობნეული შემოსული თხილი გპირდებათ წყნარ ოჯახურ ცხოვრებას და კარგ შენაძენს.
თუ სიზმარში ვინმეს დაჟინებულ თხოვნას ასრულებთ, ცხადში ისეთი საქმე გაგიჩნდებათ, რომელიც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუ სიზმარში გადაუდებელი თხოვნით მოგმართავენ, ცხადში ხელმოკლედ იქნებით, მაგრამ, თქვენი ენერგიისა და მიზანსწრაფულობის წყალობით, გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. სიზმარში თქვენთვის წამოყენებული დასაბუთებული თხოვნა–თქვენს საქმეში დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ.
იასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზმარში იებს უყურებთ, აგროვებთ და ამით სიამოვნებას იძენთ, ცხადში ბედნიერი შემთხვევა ძალზე საინტერესო ადამიანს შეგახვედრებთ. დამჭკნარი და გამხმარი იები უარყოფით სიყვარულს ნიშნავს.
ცეცხლსასროლი იარაღი უბედურების მომასწავებელია. თუ გესმით გასროლა–დანახარჯი გექნებათ. თუ თქვენ ესვრით ვიღაცას–უფრთხილდით უპატიოსნებას. თუ გესროლათ ვინმემ–არაკეთილმოსურნენი ბევრ თავსატეხს გაგიჩენენ; შესაძლოა ამას ავადმყოფობაც დაერთოს. გოგონას თუ ესიზმრება სროლა, ჩაითრევენ რაღაც სკანდალში, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმრი უქადის უბედურებას, რომელშიც დამნაშავე მისი მეგობარი იქნება.
სიზმარში ლამაზი იახტის ნახვა სასიამოვნო დასვენების ნიშანია, რითაც თქვენ თავს განარიდებთ მომაბეზრებელ მეგობრებსა და ნათესავებს. თუ იახტა ნაპირზეა გამორიყული, ეს იმის ნიშანია, რომ გართობა არ დაგაკმაყოფილებთ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ.
იდაყვების ნახვა მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ რაღაც, ძალზე დაძაბული სამუშაოს შესრულება, რომლისთვისაც მცირეოდენ გასამრჯელოს მიიღებთ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს წარმატებული ქორწინების პერსპექტივაა. თუ იდაყვები გასვრილია, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს გათხოვებისა და ამით მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს თავისი იდეალის მამაკაცს, ცხადში მას ელის მთელი რიგი უწყვეტი სიამოვნებისა და მრავალი სურვილის შესრულება. თუ უცოლო კაცი ნახავს თავის იდეალს–ეს საქმეში კარგი ცვლილებების ნიშანია.
თუ სიზმარში შეხვდით იდიოტს, ელოდეთ დანაკარგს. თქვენი თავის ნახვა იდიოტად–გეგმების ჩაფუშვას მოასწავებს. სიზმარი ჭკუასუსტ ბავშვებზე მოასწავებს დანაღვლიანებას და ბედის არასასურველ ცვლილებას.
იეროგლიფების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი გაუბედაობა გახდება თქვენი გასაჭირისა და ფულადი დანაკარგის მიზეზი. თუ სიზმარში შეძლებთ იეროგლიფების წაკითხვას, სინამდვილეში შეძლებთ რაღაც სიძნელეების სწრაფად გადალახვას.
ინდაურის დასიზმრება ბიზნესმენს ჰპირდება შემოსავალს საქმეში, ხოლო გლეხებს–მდიდარ მოსავალს. გასაყიდად გამზადებული ინდაურის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდება. ავადმყოფი ან მკვდარი ინდაურების ნახვა ნიშნავს გარემოების გამო შევიწროებას, რომელიც თქვენს სიამაყეს ტანჯვას მიაყენებს. თუ სიზმარში ჭამთ ინდაურის ხორცს–ელოდეთ სასიამოვნო მოვლენას. მფრინავი ინდაურის ნახვა ნიშნავს წარმატებასა და პოპულარობას, რომელიც უახლოეს მომავალში გეწვევათ. ინდაურს ესროლოთ გასართობად, ნიშნავს, რომ თქვენს სიმდიდრეს ყოველთვის პატიოსანი გზებით არ მოიპოვებთ.
ინვალიდის დასიზმრება გპირდებათ უსიამოვნო პარტნიორებს, რომლებიც შეეცდებიან თქვენი ინტერესების ხელყოფას. დასიზმრება, თითქოს თქვენ ხართ ინვალიდი–ნიშნავს, რომ გემუქრებათ უსიამოვნებანი.
ინჟინრის დასიზმრება მოასწავებს საკმაოდ დამღლელ მოგზაურობას, მაგრამ სამსახსოვრო და მხიარულ შეხვედრებს.
სამუშაო ინსტრუმენტების დასიზმრება გპირდებათ რაღაც სამუშაოს წარუმატებლად დასრულებას. თუ გესიზმრებათ დამტვრეული ინსტრუმენტები, გემუქრებათ სერიოზული ავადმყოფობა, ნათესავის სიკვდილი ან წარუმატებლობა საქმეში.
ირმის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია–ახალგაზრდებს მტკიცე მეგობრობას, ხოლო ცოლ–ქმარს გაწონასწორებულ ცხოვრებას ჰპირდება. შველი სიმბოლოა საიმედო და სამართლიანი მეგობრებისა, შეყვარებულთათვის კი ნიშნავს ერთგულებასა და სიწმინდეს. თუ ირემი მიკალით, ცხადში მტრები მოგწამლავენ. ფერმერებისა და საქმიანი ადამიანებისათვის ირემზე ნადირობა საქმის ჩავარდნას ნიშნავს.
თუ სიზმარში ისარი გიჭირავთ ხელში, უსიამოვნებები დიდი ხნით დაგტოვებენ. გატეხილი ისარი სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს.
გარეული იხვები წყნარი წყლის ზედაპირზე გპირდებიან ბედნიერ მოგზაურობას. შინაური იხვები–სახლის აყვავებას და კარგ მოსავალს იმას, ვინც მიწათმოქმედებით არის დაკავებული. თუ სიზმარში იხვებზე ნადირობთ, უნდა გადახედოთ დასახულ გეგმებს. მფრინავი იხვები მეტყველებენ იმაზე, რომ იღბალი თქვენ მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. შესაძლოა, კარგად დაქორწინდეთ და გადახვიდეთ ახალ სახლში, სადაც გეყოლებათ შესანიშნავი ბავშვები.
თუ თქვენ სიზმარში იჯარით აძლევთ სახლს, ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ახალ, საკმაოდ შემოსავლიან მოლაპარაკებას. თუ გესიზმრებათ, რომ ვერ შეძელით საკუთარი ქონების იჯარით გაცემა, ეს ნიშნავს თქვენს არასაკმარის აქტივობას ცხოვრებაში: გმართებთ უფრო ენერგიული და დაჟინებული მოქმედება თქვენი მიზნის მისაღწევად. სიზმარში საიჯარო ქირის გადახდა ცხადში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ფინანსურ საქმიანობაში.თუ თქვენ სიზმარში არ გაქვთ იჯარის ქირის გადახდის საშუალება, ცხადში თქვენი საქმეები მალე წახდება, რასაც ხელს შეუწყობს თქვენი ელიტარული გართობები.
კასოზე დაწყებული სიზმრები
თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს.
თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას.
თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში.
კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი.
კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით.
სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ.
თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას
შეკამათება - უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ
სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას. კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება. თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას.
თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე.
თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით.
თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს.
თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში.
თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება.
თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას. თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას. ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.
კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს.
თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას. თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში.
კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი. თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით. თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს. ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.
სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო. თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ.
თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც. თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება. თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ. თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი. სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი. თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული. შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს. თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც მატყუარას ეშმაკურ დაპირებებს.
თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება.
თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი.
კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან. თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.
თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ. გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ.
ულაყი - სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს. ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ.
ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი.
თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა. თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.
სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს.
თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ. ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი.
კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს.
სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას. კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება.
თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი.
თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ.
კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას.
თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია. თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ.
თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.
თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან.
თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით. გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად.
თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.
ლასოზე დაწყებული სიზმრები
თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება.
სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ.
თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას.
თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან. ნახვა, თუ როგორ იგებენ სხვები, ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ სასიამოვნო ქმედებაში, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა შეიკრიბება. წაგება–ე.ი. იზარალებთ სხვა ხალხის მტრობით და თქვენი საქმე მხოლოდ დარდს შეგმატებთ. ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ხედავს ან თვითონ მონაწილეობს ლატარეაში, მეტყველებს, რომ მისი არასერიოზული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი მას მოუტანს იმედგაცრუებას, ხოლო მეუღლე აღმოჩნდება არასანდო და ცვალებადი. საერთოდ, ლატარეის ნახვა სიზმარში–არასანდო პარტნიორებია ბიზნესში, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობანი დროებითი კმაყოფილების მომტანია.
ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ.
ჯიხვი - თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი, ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას, დამარცხდებიან. თუ თავის სტიქიაში მყოფი ლეოპარდი თქვენგან გაქცევას ლამობს–ელოდეთ გართულებას ბიზნესსა და სიყვარულში, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მას გადალახავთ. ლეოპარდის ტყავი ნიშნავს, რომ თქვენს ინტერესებს ემუქრება საფრთხე თქვენთვის პატივსაცემი, მაგრამ უსინდისო ადამიანისაგან.
როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ.
ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას.
თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება.
დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ.
თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება.
სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა.
ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან.
სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია, რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა. თუ ქალი შედის ლომბარდში–ე.ი. ის თავს დამნაშავედ თვლის და უკვე ნანობს დაკარგულ მეგობრებზე. თუ თქვენ შედიხართ ლომბარდში თქვენი ნივთების გამოსასყიდად–ისევ დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ხელახლა დაიკავებთ ცხოვრებისეულ პოზიციას. უბრალოდ, ნახვა ლომბარდისა, ნიშნავს, რომ ზედმეტად მიმნდობი ხართ, რის გამოც არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი შეუბღალავი სახელი მსხვერპლად მიიტანონ რაღაც უხამსი საქმის გამო.
თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ. სიზმარი ახალგაზრდა ლომზე მიუთითებს, რომ თქვენი ახალი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებული იქნება, თუ საჭირო ყურადღებას დაუთმობთ მას. თუ სიზმარში გესმით ლომის ბრდღვინვა, გელით მოულოდნელი წარმატება ბიზნესსა და სასიყვარულო საქმეში. ლომზე შეჯდომა–გამოავლენთ ვაჟკაცობასა და დაჟინებას სიძნელეთა გადალახვისას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ღრიალის თანხლებით, მისი ინტელექტი და პირადი მიმზიდველობა მისდამი განაწყობს ბედს და მისთვის სასურველ მიჯნურს. ლომის ტყავი ნიშნავს ბედნიერებასა და სიმდიდრეს. თქვენზე ნახოთ მოღრიალე და კბილებდახრჭენილი ლომის თავი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ საშიშროების ქვეშაა. თუ სიზმარში თქვენს ბავშვებს დანით იცავთ ლომისაგან, ნიშნავს, რომ მტრები, რომლებიც გემუქრებიან, წარმატებას მიაღწევენ, თუ წამოეგებით მათ ხრიკებს და, თუნდაც დროებით, ხელს აიღებთ თქვენი ვალისა და საქმისადმი მოვალეობისაგან.
თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა.
თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში.
მასოზე დაწყებული სიზმრები
თუ გესიზმრებათ, რომ მაგიით ხართ დაკავებული, გელით სასიამოვნო სიურპრიზები. თუ სხვები არიან მაგიით დაკავებულნი–გექნებათ კარგი ცვლილებები. მაგია ან ჯადოქარი–ნიშანია მოსალოდნელი მოგზაურობისა, რომელიც გამოიწვევს თქვენი საგანმანათლებლო სტატუსის ზრდასა და ბიზნესში წარმატებას. შენიშვნა: მაგია, რომელიც აქ განიხილება, არ განეკუთვნება ჯადოქრობასა და სპირიტიზმს. თუ მკითხველი ამას ასეთი აზრით გაიგებს, მზად უნდა იყოს სიზმრის საწინააღმდეგო მნიშვნელობით ახდენაზე. ჭეშმარიტი მაგია–ეს არის ბუნების უდიდეს მოვლენებში წვდომა.
მათრახის ნახვა სიზმარში ნიშნავს მეგობრებთან უთანხმოებას, კამათსა და გაუგებრობას.
მაიმუნის დასიზმრება ცრუ ამბავს ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან, გამოგიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მკვდარი მაიმუნი მოასწავებს თქვენი არაკეთილმოსურნეების ფიასკოს. თუ აჭმევთ მაიმუნს–უფრთხილდით ცუდ ადამიანებს. ახალგაზრდა ქალს თუ დაესიზმრა მაიმუნი, მან უნდა იჩქაროს გათხოვება, თორემ, შესაძლოა, რჩეულმა უღალატოს. თუ სიზმარში აჭმევთ მაიმუნს–უნდა უფრთხილდეთ მლიქვნელ ადამიანებს. ზოგჯერ მაიმუნის დასიზმრება მოასწავებს რომელიმე ახლობლის ავადმყოფობას ან დამცირებას. თუ გესიზმრებათ ხეზე მხტუნავი პატარა მაიმუნი, უნდა უფრთხილდეთ ვერაგობას.
სიზმარში მაკარონის ჭამა მცირეოდენ დანაკრგს ნიშნავს. მისი დიდი რაოდენობით ნახვა–ჭკვიანური სიფრთხილის გამოჩენაა. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსვლას.
მაკრატელი სიზმარში ცუდის მომასწავებელია: ეჭვიანობა და უთანხმოება გაგიფუჭებთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანთან. ბასრი მაკრატელი არასასურველი სამუშაოს მომასწავებელია. თუ მაკრატელი გაგიტყდათ–მოსალოდნელია ჩხუბი ოჯახში; არ არის გამორიცხული ურთიერთობათა გაწყვეტა. თუ გატეხილი მაკრატელი გესიზმრათ–საკუთარი ექსცენტრულობის გამო დაკარგავთ მეგობრებს და წონას საზოგადოებაში. მაკრატელის დაკარგვა–სულის სიღრმეში ცდილობთ უსიამოვნო მოვალეობათაგან გათავისუფლებას. საერთოდ, როცა მაკრატელი გესიზმრებათ–თქვენ ძუნწი და უცერემონიო ხდებით მეგობრებთან ურთიერთობაში.
თუ გესიზმრათ მამა, ე.ი. თქვენი საქმეები მოიკოჭლებს და მათ გამოსასწორებლად ვინმეს ბრძნული რჩევა დაგჭირდებათ. თუ მამათქვენი კვდება, სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან საკითხებში. თუ ქალს ესიზმრა მკვდარი მამა, მას საყვარელი უღალატებს.
მამალი სიზმარში დიდ წარმატებას და იღბალს მოასწავებს, თქვენი პრესტიჟი ამაღლდება, მაგრამ აქვე იმის საფრთხეც არსებობს, რომ ამპარტავანი და პატივმოყვარე გახდეთ. თუ მამლების ჩხუბს ხედავთ, ეს მომავალში უთანხმოებასა და მეტოქეზე მიანიშნებს. თუ დილით მამლის ყივილი გესმით, ეს კარგი სიზმარია, რომელიც ახალგაზრდებს ბედნიერ ქორწინებასა და ოჯახის ბარაქას ჰპირდება. თუ მამალი ყივის საღამოს ან ღამე, თქვენ ცრემლების მიზეზი გექნებათ. ასეთი სიზმრის მერე საშიში სიტუაციებისათვის უნდა მოემზადოთ.
თუ თქვენ მამამთილი დაგესიზმრათ, მეგობრებთან და ნათესავებთან ჩხუბი მოგელით.
სიზმარში მექანიზმების ნახვა მოასწავებს თქვენს დაინტერესებას პროექტით, რომელიც დიდ მღელვარებას განგაცდევინებთ, თუმცა, საბოლოოდ, თქვენთვის მაინც სასარგებლო იქნება. ძველი მანქანა იმის ნიშანია, რომ მავანნი ხელს შეგიშლიან–გახდეთ თქვენი ბედის გამგებელი. თუ თქვენ სიზმარში მექანიზმებში გითრევენ, ეს მოასწავებს საქმეში დანაკარგს, რომელსაც თან უბედურება მოჰყვება. როგორც წესი, ადამიანი ასეთი სიზმრის შემდეგ წამგებიან გარიგებას დებს. თუ სიზმარში გატყდა მანქანა, ცხადში თქვენ გარისკავთ მეგობრის დაკარგვას. სახანძრო მანქანა მაუწყებელია ექსტრაორდინალურ მოვლენასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ მგზავრობს სახანძრო მანქანით–უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაითრიონ უსიამოვნო სიტუაციაში.
თუ სიზმარში რომელიმე ამ ტრანსპორტით მგზავრობთ, თქვენს ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, შესაძლებელია ავადმყოფობაც. თუ თქვენ ნელა მიდიხართ, თქვენი შრომის შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ; ჩქარი სვლა საშიშ თავგადასავალს მოასწავებს.
სიზმარში, რომელშიც ავტომობილს ატარებთ, ნიშნავს, რომ უსამართლოდ დაგძრახავენ, რადგან მათ თქვენი საქციელი მიაჩნიათ სულელურად. თუ თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ატარებთ, მაშინ ცხოვრებაში მოგიხდებათ დამამცირებელი და დაუფასებელი სამუშაოს კეთება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას. თუ სიზმარში მატარებელს ატარებთ, ცხადში აღმოჩნდებით შემავიწროებელ გარემოებებში. თუ იმყოფებით მანქანის კაბინაში, მაგრამ შემადგენლობა სხვას მიჰყავს, მაშინ თქვენ გადალახავთ საფრთხეს.
თუ დაგესიზმრათ ცივი სარდაფი, ეჭვები შეგიპყრობთ: თქვენ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ხანდახან ასეთი სიზმარი მატერიალურ დანაკარგებზეც მიანიშნებს. ღვინის მარანი საეჭვო საქმეში წილის შემოთავაზებას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბანქოს მოთამაშეზე ან საეჭვო რეპუტაციის ადამიანზე ქორწინებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა მარნიდან გამოსული ნაცნობი, ცხადში ისინი ერთად მოხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
მარაოს ნახვა სიზმარში ძალიან სასიამოვნო ცნობისა და მოახლოებული სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ ახალგაზრდა ქალი ლამაზი მარაოთი ინიავებს ან ვინმე უნიავებს მას–ცხოვრება დაასაჩუქრებს უმშვენიერესი შეხვედრით. ძველი მარაოს დაკარგვა–მისთვის ძვირფასი ადამიანი ინტერესდება სხვა ქალით.
მარგალიტი სიზმარში ყოველთვის მაუწყებელია კარგი ბიზნესისა, ვაჭრობის განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევებისა. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ შეყვარებული ჩუქნის მარგალიტს, მას ელის მხიარულება და კმაყოფილება, ასევე მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ეჭვიანი საქმრო, რომელთანაც ის ძალიან ბედნიერი იქნება. თუ ქალი კარგავს ან ფანტავს მარგალიტებს–მას მწარე განცდები ექნება. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში მარგალიტებით ტკბობა იმის ნიშანია, რომ ის იბრძოლებს თავისი სიყვარულისათვის კარგი განზრახვით.
მარილი სიზმარში მიგანიშნებთ, რომ თქვენს გარემოცვაში თქვენთვის უცხო ადამიანები არიან. თუ დაგესიზმრათ მარილი, სახლში დაგეწყებათ ჩხუბი, რომელიც გაუცხოების შედეგია. სიზმარში ხორცის დამარილება დიდძალი ვალების დაგროვებას ნიშნავს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მარილს ჭამს, შეყვარებული მიატოვებს სხვა ქალის გამო.
თუ დაოჯახებულ ადამიანებს ესიზმრებათ, რომ ისინი არიან–რეალურ ცხოვრებაში მათი ქორწინება არასაკმარისად ჰარმონიული იქნება და მუდმივი დაუკმაყოფილებლობა მათი თანამგზავრი გახდება.
თუ სიზმარში ნახავთ მარწყვს, მიიღებთ სასიხარულო ცნობას; საქმეში გექნებათ წარმატებული რეზულტატი. სიზმარში მარწყვის ჭამა–გაყოფილი სიყვარულის ნიშანია. მარწყვით ვაჭრობა–კარგი მოსავალი და ბედნიერებაა.
მასხარა სიზმარში სასაცილო ჩაჩითა და ჭრელი ტანსაცმლით იმის ნიშანია, რომ თქვენი საქციელით თქვენს პრინციპებსა და საქმეებს ზიანს მოუტანთ.
სამგზავრო მატარებელი სწრაფი მოგზაურობის ნიშანია, სატვირთო–ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ მატარებელი რელსების გარეშე, ჩაფიქრებული საქმე ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებთ. თუ მატარებელში ზედა საწოლზე წევხართ, თქვენ არასასიამოვნო თანამგზავრები შეგხვდებათ, ეს, ასევე, ნიშნავს ფულის ტყუილად ხარჯვას.
სურსათით სავსე მაღაზია ნიშნავს წარმატებასა და კეთილდღეობას. ცარიელი მაღაზია მიუთითებს დაწყებული საქმის ჩავარდნასა და მოსალოდნელ ჩხუბზე. ხანძარი თქვენს მაღაზიაში სიმბოლოა საქმეების განახლებისა და გართობისა. უნივერსალურ მაღაზიაში ყოფნა გიწინასწარმეტყველებთ ხეირს, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის სხვადასხვა წყაროსთან. რაიმეს ყიდვა წარმატებაა საქმეში–მოპოვებული თქვენი ენერგიულობითა და მეგობრების მხარდაჭერით. თუ ყიდულობთ ჭუჭყიან და ნაცრისფერ ქალის ხელთათმანებს–მაშინ თქვენი ურთიერთობა ქალებთან უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრებათ ქალებს, მისი ფიზიკური მიმზიდველობა მამაკაცებში გამოხმაურებას არ პოვებს.
მაცივარი სიზმარში თქვენი ეგოიზმის გამოხატულებაა, რომელიც შესაძლოა, გულზე მწარედ მოხვდეთ მათ, ვინც პატიოსანი შრომით ცდილობს ლუკმა–პურის მოპოვებას.
მგელი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ თქვენს თანამშრომლებს შორის არის მრუდე ხელის ადამიანი, რომელიც, ამავე, დროს, გასცემს თქვენი წარმოების საიდუმლოებებს. მგელის მოკვლა ნიშნავს, რომ გაუსწორდებით ეშმაკ მტრებს, რომლებიც ცდილობენ თქვენს ცილისწამებას. სიზმარში მგელი თუ ყმუის, თქვენ გამოაშკარავებთ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ღირსეულად გაიმარჯვებთ კონკრეტულ ბრძოლაში.
თუ სიზმარში ტვირთიანი მგზავრები დაგესიზმრათ, ე.ი. მოვლენები თქვენდა სასიკეთოდ შეიცვლება. თუ მგზავრები გასამგზავრებლად ემზადებიან, მაშინ მოსალოდნელი გარიგება არ შედგება. თუ თავად ხართ ერთ–ერთი მგზავრთაგანი, ცხადში თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით და შეეცდებით მისი გამოსწორების გზების მოძებნას.
მდინარის წყნარი და სწორი ზედაპირი სასარგებლო პერსპექტივას გიქადით. ამღვრეული და აჩქარებული მდინარე გაურკვევლობას ნიშნავს. თუ მდინარე გზას გიღობავთ, სამსახურში უსიამოვნებებს ელოდეთ, ასევე, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება თქვენივე წინდაუხედავი საქციელის გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ სუფთა მდინარეში ცურავთ და მდინარის ფსკერზე დამხრჩვალი ადამიანების გვამებს ხედავთ, წარმატება მიგატოვებთ. მდინარის გამშრალი კალაპოტი მწუხარების საწინდარია.
თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებიან ჯანმრთელები და მხიარულები, ისინი გამოგზავნიან შეტყობინებას ან შეხვდებით მათ ან მათ ნათესავს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი დამწუხრებულია, ე.ი. ცხადში თქვენი მეგობარი ავადაა ან განსაცდელშია. მეგობრის ნახვა მუქი თმით–მაუწყებელია, მისი ან თქვენი ავადმყოფობისა. თუ თქვენს მეგობარს ხედავთ ცხოველის სახით, ე.ი. მტერი მალე დაგაცილებთ ახლობელს. თუ მეგობარი თქვენდა მოულოდნელად გამოგეცხადათ ღია წითელ ფერებში ჩაცმული, ეს გიქადით შიშსა და დანაკარგს, რომელშიც ის იქნება ჩარეული. თუ გესიზმრებათ გორაკზე ქანდაკებასავით მდგომი მეგობარი, მოგიწევთ მრავალი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და სამართლიანობის განცდა თქვენი თანამდევი იქნება. თუ თქვენ მას ხედავთ დაბლა, შორს–ე.ი. თქვენს მომავალ წარმატებებს უგულებელყოფთ თქვენი ძველი გატაცებების გამო. თუ ის დგას თქვენი სიმაღლის გასწვრივ–თქვენი აჩემება, მოხვდეთ მაღალ მწვერვალებზე, განუხორციელებელი აღმოჩნდება; თუ თქვენ მას ზურგს აქცევთ, ე.ი. მიუხედავად თქვენი დიდი მეგობრობისა, თქვენს თავს უბიძგებთ ცვლილებებისაკენ. თეთრი მატერიით სახეშეხვეული მეგობრის ნახვა ნიშნავს, რომ გაგაბრაზებთ ის, ვისაც ყველაზე მეტად სურს თქვენთან მეგობრობა. თუ სიზმარში ხელს ართმევთ ადამიანს, რომელმაც ადრე გაგაბრაზათ, ის კი გამოიყურება დამწუხრებულად და უკვე ემზადება წასასვლელად, ცხადში გექნებათ უთანხმოება უახლოეს მეგობართან. ასეთი სიზმარი თითქმის ყოველთვის დანაკარგის მაუწყებელია.
თუ მეზობლები დაგესიზმრათ, შესაძლოა დიდძალი დრო ტყუილ კამათში გაატაროთ. დამწუხრებული ან გაბრაზებული მეზობლები ვიღაცასთან სერიოზული უთანხმოების მომასწავებელია.
თუ სიზმარში მელაზე ნადირობთ–ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა საეჭვოა, სასიყვარულო ურთიერთობა კი სახიფათო. თუ მელა ჩუმად შემოაღწევს თქვენს ეზოში, ფრთხილად იყავით: ერიდეთ შურიან ადამიანებს, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. მელას მოკვლა ყველა საქმის წარმატების საწინდარია.
მერცხალი სიზმარში გპირდებათ სიმშვიდესა და ჰარმონიას ოჯახში. დაჭრილი ან მკვდარი მერცხალი მწუხარების ნიშანია.
თუ სიზმარში მეტოქე გაგიჩნდათ, ცხადში გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას დაკარგავთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მეტოქე გაუჩნდა, ცხადში მან შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას თავისი შეყვარებულის მისამართით. თუ სიზმარში თქვენმა მეტოქემ მოგატყუათ, ე.ი. სამსახურებრივ მოვალეობებს ძალზე მსუბუქად ეკიდებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ბედნიერი მეტოქე, საქმიანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გექნებათ.
სიზმარში მეფის ნახვა ნიშნავს, რომ ებრძვით საკუთარ თავს, თქვენი მოქმედებით კი ავლენთ პატივმოყვარეობას. სიზმარში თქვენი თავის ნახვა გვირგვინდადგმულ მეფედ–ე.ი. თქვენ დადგებით თქვენს ამხანაგებზე და კოლეგებზე მაღლა. თუ სიზმარში გასამართლებენ, ცხადში მიიღებთ საყვედურს თქვენი ვალდებულებების უგულებელყოფისათვის. ახალგაზრდა ქალი თუ ნახავს თავის თავს მეფის გვერდით–ის გათხოვდება კაცზე, რომლის შიშიც ექნება. თუ სიზმარში დაიმსახურა მეფის ყურადღება, მაშინ ის გათხოვდება სულიერად ახლობელ ადამიანზე.
თუ თქვენ თავს მეძავთა შორის ხედავთ, ცხადში ამხანაგებისა და მეგობრების დამსახურებული შენიშვნების ობიექტი გახდებით. თუ ეს სიზმარი გოგონას დაესიზმრა, იგი, მიუხედავად თავისი პატიოსნებისა და ბუნებრივი ნატურისა, თავგზას აუბნევს თავის შეყვარებულს. გათხოვილი ქალისათვის ეს სიზმარი ჩხუბსა და ეჭვიანობას ნიშნავს.
თუ მეხანძრე დაგესიზმრათ, თქვენი მეგობრები არასდროს გიღალატებენ. თუ გოგონას დაესიზმრა დაშავებული მეხანძრე, მის მეგობარს უსიამოვნება ელის.
მზის ამოსვლა სიზმარში სიხარულსა და წარმატებას ნიშნავს. თუ მზე ზენიტშია, თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რათა ოცნებები ცხადში აისრულოთ. მზის ჩასვლა იმის მაუწყებელია, რომ თქვენთვის დამთავრდა წარმატების პერიოდი და ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მიღწეულის შესანარჩუნებლად. თუ მზე ღრუბლებიდან ანათებს–ყველა უსიამოვნებები და სიძნელეები წარსულს ჩაბარდება და უკეთესობისაკენ მოტრიალების პერიოდი გეწყებათ. თუ ღრუბლები ხშირია და მზე ხანდახან გამოანათებს, თქვენთვის ხანმოკლე მოუსვენრობის ეტაპი იწყება. ძალიან მალე თქვენი ცხოვრების ჰორიზონტი ისევ განათდება. მზის დაკვრა - თუ სიზმარში მზის დაკვრა მიიღეთ–ცხადში გელით გეგმების ჩაფუშვა მეგობრის გამყიდველობის გამო.
თუ ახალგაზრდა გოგონას დაესიზმრა, რომ ადის მთაზე თავის ბიძაშვილებთან და მკვდარ ძმასთან ერთად, რომელიც უღიმის, ე.ი. მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება უკეთესობისაკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ნუ მიენდობით მეგობრის მომხიბვლელობას, ვინაიდან, მათ შეიძლება გაგყიდონ. თუ ქალი სიზმარში დაიღალა და გზის გაგრძელება აღარ შეუძლია, მას მოლოდინზე იმედი გაუცრუვდება. თუ სიზმარში ადიხართ მთაზე ლამაზი მწვანე ბილიკით, სინამდვილეში ადვილად გამდიდრდებით და საზოგადოებაში დაიკავებთ წამყვან მდგომარეობას. თუ მთა უსწორმასწოროა და ვერ შეძლებთ მწვერვალამდე მიღწევას, გელით ბედის უკუღმართობა და მოგიწევთ დიდი ძალისხმევის დახარჯვა თქვენი სუსტი ბუნების დასაძლევად. ამავე დროს, თუ თქვენ მაინც მიაღწიეთ სახიფათო წერტილამდე–კარგი ნიშანია: იპოვით თქვენი პრობლემებიდან თავდაღწევის გზას.
სავსე მთვარე სიზმარში ნიშნავს წარმატებას სიყვარულსა და საქმის დაწყების კეთილად დაგვირგვინებაში. იდუმალი და არაბუნებრივად დიდი მთვარე ნიშნავს გაუმართლებელ სიყვარულს, ოჯახურ პრობლემებს. მთვარის დაბნელება ნიშნავს რაიმე ეპიდემიას, რომელიც ავნებს თქვენ გარშემომყოფებს. ახალი მთვარე ნიშნავს კეთილდღეობას, მომავალში კი ერთგულ მეუღლეს. სიზმარი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მთვარეს ეკითხება თავისი ბედის შესახებ, უწინასწარმეტყველებს მას ბედის საჩუქარს: სანუკვარ ქორწინებას საყვარელ ადამიანთან. თუ ის ხედავს ორ მთვარეს–დაკარგავს სიყვარულს თავისი მერკანტილობის გამო. თუ მთვარე მუქდება, ეს ნიშნავს, რომ თავისი ბედის გადამწყვეტ მომენტში უტაქტობას გამოიჩენს. სისხლისფრად წითელი მთვარე მოასწავებს ჩხუბსა და ომს: თქვენი შეყვარებული წავა ომში სამშობლოს დასაცავად.
თუ სიზმარში თავს მთვრალად იგრძნობთ ან ამ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ნახავთ, ცხადში ბევრ რთულ საქმეს მსუბუქად აღიქვამთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას შეეხება, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას შეგიქმნით; თქვენ ამ შემთხვევაში არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას და თან ამ პერიოდში სირთულეები შეგხვდებათ, მათ გადალახვის ნაცვლად შეეცდებით მათთვის გვერდის ავლას. ქალს ეს სიზმარი დაუფიქრებელი ქცევის ჩადენისაგან აფრთხილებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მწარედ ინანებს.
თუ სიზმარში თავს მიტოვებულად გრძნობთ, ცხადში გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება. თუ თვითონ მიატოვებთ ვინმეს, ცხადში მოულოდნელ უსიამოვნებებს ელოდეთ. თუ სიზმარში სახლიდან წამოხვედით–ცხადში მუდმივად ბედის გამოცდა გელით. თუ სიზმარში უარს ამბობთ სიყვარულზე, ცხადში მეგობრები ზურგს შეგაქცევენ. თუ თქვენ მიატოვეთ საყავრელი–ეს მოულოდნელი გამდიდრების ნიშანია; თუ მიატოვებთ ბავშვს–თქვენი დაუფიქრებელი და ქარაფშუტული საქციელი უსიამოვნებებს მოგიტანთ; თუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს, ეს ან პირდაპირ აგისრულდებათ, ან უფროსებთან ჩხუბი მოგიხდებათ. სიზმარში რელიგიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თავად დაზარალდებით თქვენი ცუდი ხასიათის გამო. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი ტოვებთ ჩაძირულ გემს, თქვენ უიმედო საქმეს წამოიწყებთ, ხოლო თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიაღწევთ ნაპირს, თქვენი ინტერესები გამართლდება და საქმეში წარმატება გელით.
თუ სიზმარში ხედავთ კარგ, ნაყოფიერ მიწას–ეს კარგი ნიშანია. ქვიანი და გამხმარი მიწა–საქმეში წარუმატებლობაა. თუ ზღვაში ბანაობისას შორს დაინახეთ მიწა, ეს სიზმარი მაუწყებელია მოულოდნელი, ბრწყინვალე პერსპექტივისა, რომელიც თქვენ წინ იხსნება.
სიზმარში მიწისძვრის ნახვა ცუდი ნიშანია. ის მიუთითებს ბიზნესის დაცემაზე და უბედურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებათშორის ომებთან და არეულობასთან.
მკვდრის დასიზმრება გაფრთხილებას ნიშნავს. თუ გარდაცვლილი მამა დაგესიზმრათ ან მას დაელაპარაკეთ, ეს გაფრთხილებთ სარისკო გარიგებაზე, ფრთხილად იყავით საქმეში, თქვენ გარშემო მტრებია. ამ სიზმარის შემდეგ ქალიც და კაციც თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ სიზმარში ხედავთ გარდაცვლილ დედას–უსიამოვნებები გელით. ეს ასევე ახლობლების ავადმყოფობას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ და, ძმა ან ნათესავი, ეს იმის ნიშანია, რომ ვინმე ფულად დახმარებას მოგთხოვთ. თუ გარდაცვლილი მხიარული და ცოცხალია, ე.ი. ვიღაც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და შეიძება სერიოზული დანაკარგი განიცადოთ. თუ ადრე გარდაცვლილი რომელიმე ნათესავი სიზმარში თქვენგან რაიმე დაპირებას იღებს–ცუდი პერიოდი გელით და უმჯობესია მეგობრების რჩევას დაუჯეროთ. გარდაცვლილის ხმა–ეს ერთადერთი ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც ადამიანის ტვინი აღიქვამს; მაგრამ მისი ახსნა ძალზე რთულია და ადამიანებს ისღა დარჩენიათ, რომ თავის სუბიექტურ შეგრძნებებს მიენდონ. პარაცელისი ამის შესახებ წერდა,,...ისე ხდება,რომ ადამიანის სულები, ხშირად ჩვენთან სიზმრებში მოდიან და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რას გვეუბნებიან ისინი, რადგან ეს არც მირაჟი და არც ილუზია არ არის; ეს სიმართლეა და ისიც შეიძლება, რომ ადამიანმა სიზმარში სულებს უკეთ გაუგოს, ვიდრე ცხადში. თუ სულს ამ დროს შეკითხვას დაუსვამ, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ სწორ პასუხს მიიღებ. ამგვარად, სწორად დასმული შეკითხვა ბევრის გაგების საშუალებას მოგცემს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ხილვები ხშირად აქვს. ისინი ადრე ავად იყვნენ და მათ მიიღეს პასუხი, თუ როგორ განკურნებულიყვნენ. ეს შეიძლება ყველა რჯულისა და სარწმუნოების ადამიანს დაემართოს... (ავტორის შენიშვნა).
სიზმარში ნანახი მკვლელობა მოასწავებს რაღაც ბოროტებას, რომელიც დაჩრდილავს თქვენს ცხოვრებას. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მართლაც აღმოჩნდეთ ვიღაცის ძალადობრივი სიკვდილის მოწმე. თუ გესიზმრებათ, რომ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა, მაშინ ცხადში ჩათრეული იქნებით უსიამოვნო მოვლენებში, რომლებიც ჩრდილს მიაყენებენ თქვენს რეპუტაციას. თუ თქვენ მკვლელობის მსხვერპლი გახდით, ეცადეთ თავი დააღწიოთ კონკურენტების ხრიკებს. თუ გესიზმრებათ, რომ მკვლელი აპირებს მოგაყენოთ დარტყმა –რაღაც განცდები რეალურ ცხოვრებაში თქვენგან მოითხოვენ ხასიათის სიმტკიცეს; თუ თქვენ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა თავდაცვის მიზნით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გელით სწრაფი დაწინაურება; თუ მკვლელი მსხვერპლს ადგას თავზე–თქვენს უიღბლობაზე მიუთითებს.
თუ სიზმარში თქვენ გმკითხაობენ ან თავად მკითხაობთ ვინმეს–ორივე შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ ზოზინობთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, სიფრთხილეს გამოიჩენთ. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს ახალგაზრდა პიროვნება, ბედი დააყენებს ორ თაყვანისმცემელს შორის არჩევანის წინაშე, მას აღელვებს ორივეს მდგომარეობა როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში. თუ მას ესიზმრება, რომ დანიშნულია მკითხავზე, ე.ი. მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი–ის უნდა მიენდოს თავის ინტუიციას, რათა თავი აარიდოს სიღარიბეს ქორწინების შემდეგ.
მოგზაურობა სიზმარში–პირად ცხოვრებასა და საქმეებში წარმატებას მოასწავებს,; თუმცა, თუ ის ადგილები, სადაც თქვენ მოგზაურობთ, უცნობი და უინტერესოა–ავადმყოფობა გელით. მანქანით მოგზაურობა–თქვენი მოგზაურობა ძალზე რთული იქნება, მაგრამ თუ თქვენთან ერთად სხვებიც მოგზაურობენ, მაშინ იგი სასიამოვნო აღმოჩნდება. როცა სიზმარში თქვენი მეგზურები კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. მაგრამ თუ მათთან განშორება მოწყენილობას იწვევს, ცხადშიც ხანგრძლივი დაცილება გელოდებათ; თუ სიზმარში სწრაფად დაბრუნდით მოგზაურობიდან, რომელიც, წესით, ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, ეს თქვენი საქმიანობის შესანიშნავი პერსპექტივის მაუწყებელია.
სიზმარი მომავალზე დაგეხმარებათ თავი ხელში აიყვანოთ და არ გადადგათ მოუფიქრებელი ნაბიჯი.
სიზმარი მომაკვდავ ადამიანზე ნიშნავს, რომ უბედურება მოვა იმ მხრიდან, საიდანაც თქვენ ნაკლებად ელოდებით. თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით–ე.ი. ცხადში არაკეთილსინდისიერად ეპყრობით თქვენს მოვალეობებს. ზოგჯერ ეს სიზმარი მოასწავებს ავადმყოფობას, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ იქნება. თუ სიზმარში თქვენ თვალწინ კვდება გარეული ცხოველი, მაშინ რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დააღწევთ თავს სხვის ცუდ გავლენას; იგივე სიზმარი შინაური ცხოველების მიმართებაში გიქადით უსიამოვნებებს. მომაკვდავი არსების გამოსახულება არის ნათელი შთაბეჭდილება გამოღვიძებული ცნობიერებისა, რის შედეგად ადამიანი უფრო ძლიერად გრძნობს სიხარულს ან მწუხარებას ცხადში მომავალი მოვლენების გამო და უყურებს მას სხვა მხრიდან. ამ ახალი აზრის შეძენამ, რომელიც შეიქმნა მძიმე სიზმრის შედეგად, უნდა განამტკიცოს სული და დაეხმაროს, მშვიდი გადაწყვეტილებით შეხვდეს გარდაუვალს.
სიზმარში მოსავალის აღების ყურება–გალაღებისა და სიამოვნების მომასწავებელია. დიდი მოსავალი სიზმარში–ძალიან კარგი წინასწარმეტყველებაა სახელმწიფოს ეკონომიკისათვის. ცუდი მოსავალი სიზმრის მნახველს იღბალს არ უქადის. თუ გესიზმრებათ, რომ წარმატებას მიაღწიეთ რომელიმე საქმეში–გელით სწრაფი წინსვლა სამსახურში და ბედნიერება სიყვარულში. თუ სხვა ხალხი აღწევს წარმატებას–თქვენ მთლიანად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს.
თუ დაგესიზმრათ, რომ მოსამსახურე გყავთ, წარმატება გელით, მაგრამ თქვენი ხასიათის გამო ბევრ მტერს შეიძენთ. თუ მოსამსახურე დაითხოვეთ სამსახურიდან–ცხადში მალე გაიგებთ, ომ თქვენი გარემოცვიდან ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. თუ სიზმარში მოსამსახურემ გაგქურდათ, ე.ი. მეგობრების წრეში უპატიოსნო ადამიანები გყავთ.
თუ მოღალატე დაგესიზმრათ–ე.ი. თქვენი გაქურდვა სურთ. თუ სიზმარში ვინმე მოღალატედ გთვლით ან თავად ხართ მოღალატე, უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრება გართულდება.
სიზმარში უცნაური, აუხსნელი მოჩვენება ნიშნავს საქმეების არევას, ავადმყოფობას. თუ ხედავთ ვიღაცის სახეს, ეს ნიშნავს აგრესიულობასა და შეშფოთებას არა მარტო თქვენს წრეში, არამედ უფრო ფართო მასშტაბით, შესაძლოა, მთელს ქვეყანაშიც. თუ თქვენი მეგობარი მძიმედ ავადაა და სიკვდილის პირას იმყოფება–ის გამოგეცხადებათ თეთრ ტანსაცმელში ღამე მოჩვენებად. სიკვდილისა და ავადმყოფობის მოჩვენება ისე გვანან ერთმანეთს, რომ ხშირად მათი განსხვავება შეუძლებელია, ნებისმიერი სახით სიზმარში თქვენ წინ მოჩვენების გავლა ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით იპოვოთ უჩვეულო გადაწყვეტილება ბიზნესის განსავითარებლად, ასევე, შეეცდებით შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრების ატმოსფერო და წრე. რაღაც დროით მოსალოდნელი მოვლენები მოგეჩვენებათ საშინლად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება. უმაღლესი ნება ყოველთვის მიმართულია კაცობრიობის სასიკეთოდ.
მოწმის ჩვენებები - თუ სიზმარში ვინმეს წინააღმდეგ მოწმის ჩვენებას აძლევთ, გავლენიანი ადამიანები თქვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე ჩვენებას თქვენს წინააღმდეგ აძლევს, მეგობრისთვის თხოვნაზე უარის თქმა მოგიწევთ. თუ თქვენ დაცვის მხარის მოწმე ხართ, ცხადში რაღაც ბინძურ საქმეებში შეიძლება აღმოჩნდეთ ჩარეული.
თუ თქვენ სიზმარში მოწყალებას გასცემთ, სინამდვილეში აღმოჩნდებით იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც მიმართავენ ისეთი თხოვნით, რომლის შესრულება მას, თავისი მდგომარეობის გამო, არ შეუძლია. თუ სიზმარში ეხმარებით საქველმოქმედო ორგანიზაციას, შესაძლოა, თქვენი უფლება რაღაც შემოსავლიანი საკუთრების შესახებ საკამათო გახდეს. გელით უსიამოვნებანი და ჯამრთელობის გაუარესება. თუ თავად ითხოვთ მოწყალებას ან იღებთ დახმარებას, ცხადში მძიმე შრომის მრავალი წელი და დანაკრგი შეიცვლება საქმეებში მყარი წარმატებით. საერთოდ, სიზმარი მოწყალებაზე გპირდებათ სიკეთეს, თუ ის გულით გაიცემა ან მიიღება.
თუ სიზმარში მოხუცები დაგესიზმრათ, ისეთი მოვლენა მოხდება, რომელიც წონასწორობიდან გამოგიყვანთ.
მსახიობი ქალის დასიზმრება ნიშნავს უღრუბლო სიხარულსა და კმაყოფილებას. მტირალი, დამწუხრებული მსახიობი მიგანიშნებთ რთულ სიტუაციაზე, რომელშიც თქვენ დახმარებას აღმოუჩენთ მეგობარს და იხსნით მას უბედურებისაგან. თუ სიზმარში ქალი თავის თავს ხედავს მსახიობად, ცხადში მას მოუწევს ლუკმა–პურისთვის ბრძოლა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მძიმე შრომა მას მოუტანს დამსახურებულ კმაყოფილებასა და სიხარულს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის შეყვარებულია მსახიობზე, მაშინ მისი ნიჭი და ტალანტი საშუალებას მისცემს, რომ თავისი სამუშაო შეასრულოს იოლად და სიამოვნებით. მსახიობი მამაკაცი, რომელიც კვდება სპექტაკლის მსვლელობისას, იმ უბედურების მიმანიშნებელია, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებას შეუშლის ხელს. მოხეტიალე, ღატაკი მსახიობი მიგანიშნებთ უსიამოვნო ცვლილებებზე, საქმის წახდენაზე. კომფორტულად და მდიდრულად მცხოვრებ ხალხს ასეთი სიზარი მიანიშნებს მოსალოდნელ რევოლუციაზე. სიზმარში მსახიობზე დანიშვნა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გატაცება მიგიყვანთ მწარე დასასრულამდე.
მსხლის ჭამა ნიშანია არც თუ ისე წარმატებული საქმიანობისა და მცირე ავადმყოფობისა. ბრწყინვალე, ოქროსფერი ნაყოფი ხეზე მოასწავებს თქვენ წინაშე შესანიშნავი პერსპექტივის გადაშლას. მსხლის კრეფა სიზმარში გპირდებათ სასიამოვნო მოულოდნელობას, რომელიც შეცვლის იმედგაცრუებას. დაკონსერვებული მსხალი მიგანიშნებთ, რომ თქვენ ფილოსოფიურად უდგებით ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას. თუ აკეთებთ მსხლის ჩირს–გელით უფერული სიყვარული და მოსაწყენი მეგობრობა.
თუ თქვენ სიზმარში რაღაც ინტრიგის მსხვერპლი გახდით, ეს მაუწყებელია მწუხარებისა და ცუდი განწყობისა, გამომდინარე იქიდან, რომ მტრები გაჯობებენ, მდგომარეობა ოჯახში დაიძაბება. თუ სიზმარში ვინმეს ემუქრებით ძალადობით, ცხადში არაკეთილსინდისიერი გზით მიიღებთ სიმდიდრეს, თქვენი საქციელი კი გამოიწვევს უკმაყოფილებას კომპანიონებში.
თუ სიზმარში თვალს ადევნებთ უცნობი, მაგრამ წესიერი ხალხის დაპატიმრებას–ცხადში მზად იყავით უსიამოვნებისათვის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ თქვენი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას, რადგანაც ხელმოცარულობის შიში სურვილს გაგიქრობთ. თუ ხალხი დაპატიმრებისას ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას–გელით წარმატებები საქმიანობაში.
თუ სიზმარში მტრებზე გაიმარჯვეთ–ე.ი. ცხადში გამონახავთ ძალებს სიძნელეთა გადასალახავად და მიაღწევთ წარმატებას. თუ ხედავთ, რომ მტრები ცილს გწამებენ–ბიზნესში წარმოგექმნებათ წინააღმდეგობანი. ჭკვიანური იქნება, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ. საერთოდ სიზმარში მტრებზე გამარჯვება ყოველთვის ნიშნავს თქვენს გამარჯვებას რეალურ ცხოვრებაში.
მოღუღუნე მტრედები ნიშანია მშვიდობისა და სიხარულისა ბავშვის დაბადებისას. გოგონას მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სწრაფ და ბედნიერ ქორწინებას. სიზმარში თუ თქვენ ან სხვა ვინმე ნადირობთ მტრედებზე–თქვენი გულქვაობა გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობაზე ხალხთან; ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ უღირსი საქციელის შესახებ. მფრინავი მტრედები მიგანიშნებენ, რომ ყველა გაუგებრობა უკან დარჩა; ამავე დროს, ეს ნიშანია შორეული მეგობრის შესაძლო გამოხმაურებაზე.
სიზმარში მუნჯთან ურთიერთობა რიგ უცნაურ მოვლენებს მოასწავებს, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ, საზოგადოებაში კი გარკვეულ მდგომარეობას მიაღწევთ. თუ გესიზმრათ, რომ დამუნჯდით–თავს დაგატყდებათ უსამართლო ბრალდებები–ნუ იქნებით ძალიან გულახდილი, მით უფრო, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან.
სიზმარში, რომელშიც თქვენ ვინმეს მუშტი ან ხელკეტი დაარტყით, მოასწავებს ოჯახურ ჩხუბს. თუ თქვენ დაგარტყეს–გემუქრებათ ავადმყოფობა და უსიამოვნებები სამსახურში. თუ სიზმარში მოიგერიეთ თქვენდამი მომართული დარტყმები–ცხადში ბევრს მიაღწევთ, იმ პირობით, თუ გონივრულად მოაწესრიგებთ ურთიერთობებს გარშემომყოფ ხალხთან.
სიზმარში საკუთარი მუცლის ნახვა მაუწყებელია მომავალში თქვენი გეგმების შესრულებისა, მაგრამ სასურველის მისაღწევად მოგიწევთ ძალების დახარჯვა. სიზმარში თქვენი გამხდარი მუცლისა და მოდუნებული კანის ნახვა–მწარე განსაცდელია: ადამიანები რომლებიც ჭეშმარიტ მეგობრებად მიგაჩნდნენ, უგულებელგყოფენ. გაბერილი მუცელი უბედურების ნიშანია, თუმცა თქვენ დაძლევთ მას და მალე იგემებთ თქვენი შრომის ნაყოფს. ცუდის მაუწყებელია სიზმარი, როცა საკუთარ მუცელზე ხედავთ სისხლს, ან თქვენი ბავშვის მუცელს არა აქვს ჯანმრთელი შეხედულება: მოსალოდნელია უბედური შემთხვევა ან ტრაგედია ოჯახში, ბავშვებისათვის კი–ინფექციური დაავადება.
მუხნარის ნახვა გპირდებათ კეთილდღეობას. კარგის მაუწყებელია სიზმარი, როდესაც მუხებს ქვეშ რკო უყრია. გატეხილი მუხის ნახვა–განსაცვიფრებელი ამბავი და უსიამოვნო სიურპრიზია. თუ მუხა ესიზმრებათ შეყვარებულებს, ისინი მალე შეხვდებიან ერთმანეთს და გარემოება ხელს შეუწყობს მათ ქორწინებას.
მღვდელი, საერთოდ, ავადმყოფობისა და სულიერი მოუსვენრობის ნიშანია. თუ გოგონა მღვდელზეა შეყვარებული, ცხადში მას შეყვარებულის მიმართ უნდობლობის საბაბი მიეცემა. თუ პირიქით, მღვდელი ცდილობს მისი სიყვარულის მოპოვებას, ცხადში მას გართობისადმი ზედმეტ მისწრაფებაში დაადანაშაულებენ. თუ სიზმარში მღვდელს აღსარებას ეუბნებით, ცხადში დამცირება გელოდებათ. რამდენადაც მღვდელი ადამიანების სულიერი მამაა, მისი დასიზმრება მათ ყოველთვის ახსენებს თავიანთ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. თუ სიზმარში მღვდელთან საუბარზე უარს აცხადებთ, ცხადში ვიღაც შეეცდება თავის ძალაუფლებას დაგიმორჩილოთ. თუ სიზმარში მღვდელი დაღლილი მოგეჩვენათ, ცხადში ფრთხილად იყავით: ბოროტება სადღაც ახლოს არის. თუ გრძელთმიანი მღვდელი დაგესიზმრათ, ცხადში ძალაუფლების მოყვარე და ეგოისტ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა; თუ მღვდელი სიზმარში მოწყენილია–ცოდვას ჩაიდენთ; თუ სიზმარში მღვდელს ეკამათებით, ცხადში საქმეში დამარცხდებით; თუ თავად კითხულობთ ლოცვებს–თქვენი საქმეები თავადაც არ მოგეწონებათ.
მშვილდისრის ნახვა ნიშნავს უდიდეს მოგებას, რომელსაც მიიღებთ სხვების უგერგილობის გამო თავიანთი გეგმების განხორციელების საქმეში. მშვილდიდან ცუდად გასროლა–იმედგაცრუებაა, რომელსაც განიცდით ბიზნესში წარუმატებლობის გამო.
თუ სიზმარში თქვენი მშობლები ბედნიერად გამოიყურებიან, ეს ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობასა და სასიამოვნო საზოგადოებას ნიშნავს. თუ ისინი სიკვდილის შემდეგ მოგევლინებიან–ეს მაუწყებელია მოსალოდნელი უსიამოვნებისა: წინდახედულება გამოიჩინეთ საქმიანობაში. თუ მშობლები ცოცხალი გყავთ და მათ დამშვიდებულებს და ბედნიერებს ხედავთ–სასიამოვნო ცვლილებები გელით. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი ქორწინებასა და კეთილდღეობას უქადის. თუ სიზმარში თქვენი მშობლები შავებში არიან ჩაცმულნი, ცხოვრების სასიხარულო მოვლენები გვერდს აგივლიან. თუ მშობლები დამწუხრებულნი არიან–თქვენი საქმეები და სიყვარულო საფრთხის ქვეშაა.
სიზმარში მცენარეები–საზრუნავის მაუწყებელია. თუ მცენარე შხამიანია, ეს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებს ნიშნავს. სასარგებლო მცენარეები ოჯახში კეთილდღეობას და სასიკეთო მეგობრების შეძენას გპირდებათ. მარადმწვანე მენარეები, რომლებიც სახლისაგან მოშორებით იზრდებიან, ცოდნის გაღრმავებისა და წარმატების ნიშანია.
მწერები ავადმყოფობას მოასწავებენ. თუ თქვენ მათგან თავს დაიცავთ–გაგიმართლებთ, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები გქონდეთ ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
თუ სიზმარში ფიზიკურ ტანჯვას განიცდით, ცხადში მოუსვენრობა და დარდი გელოდებათ. თუ სიზმარში ფულის ან ქონების დაკარგვას განიცდით–თქვენი ახლობლების ავადმყოფობა ან საქმეში წარუმატებლობა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაგირღვევთ; თქვენ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ.
მწყემსი ფარის მწყემსვის დროს–ფერმერებს დიდ მოსავალს, ხოლო სხვა ადამიანებს დიდ წარმატებას უქადის. თუ მწყემსი უსაქმურობს–ავადმყოფობა და ქონების დაკარგვა მოგელით.
თუ სიზმარში თქვენ მეგობრებთან ერთად ხართ ახალგაზრდა, მხიარული და ბედნიერი–კარგი ნიშანია. ეს სიზმარი გპირდებათ, რომ მთელი ეს მხიარულება ცხადშიც გაგრძელდება და ყველა საქმე წარმატებული იქნება.
ნასოზე დაწყებული სიზმრები
ნადირობა სიზმარში სიმბოლოა შეუსრულებელ გეგმათა განხორციელებისა. ნაკვალევს გაყოლა და ნადავლის მოპოვება ნიშანია წინააღმდეგობათა წარმატებით დაძლევისა. თუ სიზმარში ნადირობისას არ გაგიმართლათ–მალე მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს საქმიან ურთიერთობებს შეეხებიან და დაზარალდებით. სიზმარში მონადირეების მხიარული შეძახილების გაგება ნიშნავს, რომ ბედი კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ.
ნავზე სინათლის ნახვა, თუ წყალი სუფთაა–ბრწყინვალე პერსპექტივის ნიშანია. თუ წყალი მღელვარეა–ეს სიზმარი მოასწავებს უსიამოვნო ცვლილებებს. თუ თქვენ მხიარულ კომპანიასთან ერთად ჩასხდებით ნავში, ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე–თქვენს თავზე ბედნიერების წვიმა წამოვა. უბედურია ის ადამიანი, ვინც სიზმარში ხედავს, თუ როგორ ვარდება მღელვარე წყალში ნავის ბორტიდან.
თუ თქვენი ნათესავი სიზმარში ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა–გამდიდრდებით; წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. თუ ქალს დაესიზმრა ნათესავი, ბედი მას გამოცდას უმზადებს.
თუ თქვენ სიზმარში ნახავთ ნათლობის ცერემონიას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაიმყარებთ თქვენს რეპუტაციას, უფრო დამაჯერებლად იდგებით თქვენს შეხედულებებზე, მოიპოვებთ მეგობრების პატივისცემას. თუ სიზმარში თავად ინათლებით, ცხადში გელით დამცირება, მაგრამ მედგრად გაუმკლავდებით სხვების საკეთილდღეოდ. თუ ხედავთ იოანეს მიერ ქრისტეს მონათვლას იორდანიაში–გიდგებათ სულიერ სიცარიელესთან ბრძოლის პერიოდი და თქვენ გააკეთებთ არჩევანს ახლობლების წინაშე ვალდებულებასა და ფარული ოცნების შესრულებას შორის, რომელიც უკავშირდება მდგომარეობისა და სიმდიდრის პატივმოყვარულ სურვილს.
სიზმარში ნაკადული მკვეთრ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. თუ ნაკადული წყალუხვია, თქვენ სანერვიულო გაგიჩნდებათ. დამშრალი ნაკადული იმედგაცრუებას მოასწავებს, მაგრამ ბედი დაკარგულის დასაბრუნებლად შანსს გაძლევთ.
თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს კაწრავთ, ეს გარშემომყოფთა მიმართ თქვენს გადამეტებულ გაღიზიანებულობაზე მიუთითებს. თუ სიზმარში თქვენ დაგკაწრეს, ცხადში ვიღაც შეეცდება ჩირქი მოგცხოთ.
ნაკელის გროვა კარგი ნიშანია, განსაკუთრებით მეწარმეთა და მიწათმოქმედთათვის. ის მოასწავებს წარმატებულ გარიგებასა და უხვ მოსავალს. თუ ასეთი სიზმარი დაესიზმრა გოგონას, იგი წარმატებულად გათხოვდება.
გავარვარებული, კაშკაშა ნაკვერჩხლები ნიშნავენ სასიამოვნო ცვლილებებს; თუ სიზმარში ნაკვერჩხლებს ურევთ–გელით უზარმაზარი სიხარული ჩამქრალი ნაკვერჩხალი გულგატეხილობას მოასწავებს.
მანკი - თუ თქვენ თავს სიზმარში ნაკლიან ადამიანად ხედავთ, ცხადში ბოროტი ჩანაფიქრები გაგიჩნდებათ და თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგება. თუ მანკიერი ადამიანები გესიზმრებათ, ბედი თქვენი ახლობლების მიმართ მკაცრი იქნება.
ნამსხვრევები თქვენს სხეულში უსიამოვნებას გიქადით, რომელსაც სხვები გიქმნიან. თუ ფეხი გაიჭერით ბასრი ნამსხვრევით–უსიამოვნო ადამიანის ვიზიტი გელით, ზოგჯერ კი საქმის გაუარესებას ნიშნავს.
თუ სიზმარში ნამცხვარს მიირთმევთ–იცოდეთ, გარემოცვაში არაკეთილმოსურნე ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მან ნამცხვრები გამოაცხო, ცხადში შეიძლება საკუთარი ქარაფშუტობის გამო დაზარალდეს.
ნანგრევები რთულ სამუშაოს მოასწავებენ, რომლის შედეგიც ძალზე უმნიშვნელო იქნება. თუ ნანგრევები შეყვარებულებს ესიზმრებათ, ერთ–ერთი მათგანი თავის პირობას დაარღვევს. მიწათმოქმედი ასეთი სიზმრის შემდეგ დაკარგავს მოსავალს. ერთი სიტყვით, თუ ძველებური შენობის ნანგრევები გესიზმრებათ, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ მარტოობაში.
ნარდის თამაში სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ვიღაცას ესტუმრებით, სადაც არც თუ სიამოვნებით შეგხვდებიან, თუმცა თქვენი გულკეთილობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ მეგობრული ურთიერთბები. თუ სიზმარში თქვენ აგებთ ნარდში–წარუმატებლობა იქნება თქვენი თანამგზავრი ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება.
თუ თქვენ სიზმარში ნარკოტიკს მოიხმართ, ე.ი. გაქვთ ხალხზე ზემოქმედების უნარი და გაფრთხილდით. თუ ვიღაცას უშლით ხელს ნარკოტიკის მიღებისას–ხალხს სიხარულს ჩუქნით და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. თუ ვიღაცას აძლევთ ნარკოტიკს, ნიშნავს მცირე გაუგებრობას რომლიმე ახლობელთან. თუ გესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ცხოვრებაზე იმედგაცრუების გამო მიეძალა ნარკოტიკს–გელით წარუმატებლობა საქმეში და მეგობრებთან წინააღმდეგობანი.
ნარჩენები პირადი ხასიათის გაფუჭებას მოასწავებენ; ხშირად ეს მაუწყებელია წარუმატებლობებისა საქმის დასაწყისისას.
თუ ქალი თავის თავს ხედავს ნაქარგობასთან, ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ტაქტიანობით მალე მიიპყრობს ყურადღებას. ამით ის შეძლებს, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები–აკეთოს ყველაფერი საუკეთესოდ, რასაც ხელს მოკიდებს. ცოლიანი მამაკაცისათვის ნაქარგობის ნახვა კარგი ნიშანია: მის ოჯახში მალე გამოჩნდება ახალი წევრი. შეყვარებული ბიჭისათვის ეს მიმანიშნებელია ჭკვიან და ყაირათიან გოგონაზე დაქორწინებისა.
თუ დაგესიზმრათ, რომ შეხვდით ნაცნობს და მხიარულად საუბრობთ მასთან, ეს მიგანიშნებთ საქმეებში წარმატებაზე, ოჯახში მცირე უთანხმოების ფონზე; მაგრამ თუ თქვენ კამათობთ ან თქვენი საუბარი ხმამაღალია–ცხადში გელით დამცირება და ჩხუბი. თუ შეხვედრისას გრძნობთ უხერხულობას, ან გესიზმრებათ, რომ თქვენი შეხვედრა უადგილოა–დამნაშავე იქნებით უკანონო გარიგებაში, მეორე მხარე კი, ყოფილ საიდუმლოს აქცევს საზოგადოების საკუთრებად. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს რამდენიმე ნაცნობს ერთად, ასეთი სიზმარი ჰპირდება მას სიყვარულს, რომლის მოპოვების შემდეგ არასოდეს დაინანებს მასზე დახარჯულ ენერგიას. თუ სიზმარში მისი ნაცნობების წრე ფართო არ არის, მას ელის უინტერესო და ნაცრისფერი ცხოვრება. სიზმარში ნაცნობების ნახვის შემდეგ შეიძლება შეხვდეთ მათ ან გაიგოთ რაიმე მათ შესახებ.
სიზმარი ნაძვის ხეზე სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ გესიზმრებათ, რომ ნაძვის ხიდან სათამაშოებს ხსნიან–დღესასწაულს სამწუხარო მოვლენები შეენაცვლებიან.
თუ გესიზმრებათ ნაწლავები, ეს გაფრთხილებთ–თავს დაგატყდებათ სასიკვდილო საფრთხე–შეიძლება დაკარგოთ მეგობარი. თქვენი ნაწლავის ნახვაც ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიგითითებთ, რომელიც იმოქმედებს მეგობრებთან ურთიერთობაზე. შესაძლებელია სერიოზული დანაკარგიც და აგრეთვე, მრავალი მცირე უსიამოვნება. თუ დაგესიზმრათ, რომ მუცელს ითბობდით რადიატორთან და დაიწვით, გქონდათ უსიამოვნო განცდა და ითხოვდით შველას, გელით მოულოდნელი უბედურება ან უკურნებელი სენი. თუ ცდილობთ, თავი დააღწიოთ ამ საშინელ მდგომარეობას, ამით უფრო მიუმატებთ თქვენს თავს უსიამოვნებებს და ასე იქნება მანამ, სანამ თქვენ არ გაძლიერდებით სულიერად და მედგრად არ შეხვდებით ფათერაკებს.
ნახერხი სახლში აშლილობას გიქადით, რომელიც გამოუსწორებელი შეცდომით არის გამოწვეული.
საქონლის ნახირი მწვანე მინდორზე–კეთილდღეობის ნიშანია. გამხდარი და ჭუჭყიანი ცხოველები–ცხადში სიღარიბეს და უიმედობას მოასწავებენ. თქვენ მყარი დასაყრდენი უნდა ეძებოთ. თუ საქონლის ნახირი დამფრთხალი გარბის, თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე დადგება და ძალზე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მდგომარეობის გადასარჩენად. თუ დაგესიზმრათ, რომ ძროხას წველით–ცხადში დიდძალი ქონების პატრონი გახდებით. თუ ქალს დაესიზმრა ასეთი სიზმარი, იგი ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელიც მისი სიყვარულის ღირსია. თუ ხბო დედის რძეს წოვს, ეს ნიშნავს ან შეყვარებულის დაკარგვას, ან ეს ადამიანი ძალზე აყოვნებს თავისი გრძნობების გამომჟღავნებას. ბევრი ხბო სიზმარში საყოველთაო სიყვარულსა და ლამაზი ქალის კეთილგანწყობას მოასწავებს. მაგრამ თუ ხბოები ცუდად გამოიყურებიან–თქვენ უფრო გაგიჭირდებათ თქვენი მიზნების ასრულება. გრძელრქებიანი ან შავი ხბოები მტრების გაჩენას მოასწავებს.
ნაჯახის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ბედნიერება და კეთილდღეობა მთლიანად თქვენს ხელშია. თუ გესიზმრებათ ადამიანი, რომელსაც ხელში ნაჯახი უჭირავს–თქვენ ბევრი მხიარული მეგობარი გეყოლებათ. ქალს ასეთი სიზმარი უქადის არა მდიდარ, მაგრამ საკმაოდ ღირსეულ ქმარს. გატეხილი ან დაჟანგული ნაჯახი–ავადმყოფობა და დანაკლისია.
ნემსის ხმარება სიზმარში მოახლოებული მწუხარების ნიშანია, რომელსაც განიცდით თქვენი ახლობელი ადამიანის სიმპათიის დაკარგვის გამო. ნახვა, თუ როგორ უყრით ნემსში ძაფს, ნიშნავს, რომ საკუთარზე მეტად სხვების პრობლემებით ხართ დატვირთული. ნემსის ძებნა–ნიშანია ტყუილი შიშისა. ნემსს თუ იპოვით, ე.ი. შეიძენთ ახალ მეგობარს, რომელსაც ეყვარებით და პატივს გცემთ. გატეხილი ნემსი–სიმარტოვისა და სიღარიბის ნიშანია.
თუ გესიზმრებათ ეს სისხლისმსმელი არსება, ე.ი. გემუქრებათ ტყუილი ყველაზე ახლო მეგობრისაგან, მტრებიც ყოველ კუთხეში დაგიყარაულდებიან. თუ თქვენ ნიანგის ზურგსუკან გაივლით–გელით უსიამოვნებანი, რომლებთანაც დამოუკიდებლად მოგიწევთ ბრძოლა და წარმატებით გაუმკლავდებით. იყავით ყურადღებით–ყველაზე ახლო მეგობარსაც კი ნუ გაუხსნით გულს.
ნიახურის დიდი კონა ნიშნავს, რომ მალე თქვენ ძალაუფლებას მოიპოვებთ და დიდი წარმატება გელოდებათ. დამპალი და დამჭკნარი ნიახური მოვლენების სამწუხარო შემობრუნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ნიახურს მიირთმევთ, ვიღაცის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას მოიპოვებთ. თუ გოგონა ნიახურს საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევს, მას დიდძალი მემკვიდრეობა ელის.
თუ სიზმარში საქონლის ნიმუშებს მიიღებთ სავაჭროდ, საქმე კარგად წაგივათ; თუ მოგზაურს ესიზმრება, რომ მან კოლექციისათვის შეგროვილი ნიმუშები დაკარგა, ცხადი გახდება, რომ რეალურ ცხოვრებაში იგი დაიბნა საქმეებში ან სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ქალი სიზმარში ხედავს მისთვის გამოგზავნილი საქონლის ან ხელოვნების საგანთა ნიმუშებს, მალე მას მშვენიერი შესაძლებლობა ექნება, რათა გაამრავალფეროვნოს თავისი დასვენება.
თუ სიზმარში ნივრის თესვით ხართ დაკავებული, ცხადში სიღარიბის შემდეგ უეცრად დიდ სიმდიდრეს მიაღწევთ. გოგონას ეს სიზმარი გარიგებით ქორწინებას უქადის. თუ სიზმარში ნიორს მიირთმევთ, ცხადში მაღალ იდეალებს მოსახერხებელი ცხოვრებისეული პოზიციით შეცვლით.
სიზმარში თუ ნისლში ხართ გახვეული, გელით საეჭვო გამარჯვება და უსიამოვნებები ოჯახში. თუ ნისლი იფანტება–თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თუ ხალხი თავს აღწევს ნისლს, ცხადში წარმატებას მიაღწევთ სხვების უბედურების ფასად.
თუ სიზმარში ატარებთ ნიღაბს, ეს ნიშნავს ურთიერთობის დროებით გართულებას თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, ხოლო რჩევები, რომელსაც თქვენ მისცემთ მას, არასწორად იქნება გაგებული. ერთი სიტყვით, ამ დროებითი დაშორებით თქვენ სარგებელს მიიღებთ. თუ ნიღაბში სხვები არიან–წააწყდებით სიცრუესა და შურს. თუ უბრალოდ ნიღაბს ხედავთ–გელით ღალატი და საქმეების წახდენა. ახალგაზრდა ქალისათვის ნიღბის გაკეთება იმის მაუწყებელია, რომ ის მოატყუებს მისდამი მეგობრულად განწყობილ ადამიანს. თუ ქალი იცლის ნიღაბს, ან ხედავს, ამას სხვები აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მისი თვალის ახელის მცდელობა წარუმატებელი იქნება. ასეთი სიზმრები გახსენებენ, რომ მორიდებული იყოთ.
ნიშნობა სიზმარში ახალნაცნობობას, მეგობრებს გპირდებათ.
ქალისათვის გაწმენდილი, მბზინავი ნიშნობის ბეჭდი იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ღალატსა და წინააღმდეგობებს ადგილი არ ექნება. თუ ბეჭედი დაგეკარგათ ან გაგიტყდათ, მწუხარე ცხოვრება გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედი გესიზმრათ, ვიღაცის დაპირებას სერიოზულად არ მიიღებთ; ასეთი სიზმარი სულიერ სიღრმეზე მიანიშნებს.
სიზმარში ნიძლავის დადება ცხადში მიზნის მიღწევისათვის შეუფერებელი ქმედებების გამოყენებას ნიშნავს. წაგებული სანაძლეო იმ ზარალზე მიანიშნებს, რომელსაც თქვენი ნათესავი მოგაყენებთ. თუ სიზმარში უარს ამბობთ ნიძლავის დადებაზე ცხადში მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება, ხოლო პირიქით, თუ მოიგებთ ნიძლავს, ბედისწერა კვლავ თქვენკენ შემობრუნდება.
ნუში სიზმარში კარგის მაუწყებელია. ის აღნიშნავს კარგ მდგომარეობას, შემატებას, თუმცა ბედნიერება შეიძლება მალე შეცვალოს მწუხარებამ. თუ ნუშის ნაყოფი გაფუჭებულია, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევთ, თუნდაც გარემოებები იშვიათად წარმატებულად განვითარდეს.
ოასოზე დაწყებული სიზმრები
ობობა სიზმარში საქმისადმი ყურადღებიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ. ობობა, რომელიც ქსელს აბამს თქვენს სახლში, ბედნიერებასა და კათილდღეობას მოასწავებს. თუ სიზმარში ობობა გიკბენთ, ცხადში ღალატს ელოდეთ. თუ დაგესიზმრათ ობობას ქსელი ობობებით კარგის მომასწავებელია–იგი ჯანმრთელობას, წარმატებასა და მეგობრების მხარდაჭერას გპირდებათ. თუ სიზმარში დიდი ობობა დააფრთხეთ, ე.ი. ცხოვრებაში სწრაფი წარმატება გელით და საშიში ადამიანებიც კი მხარს დაგიჭერენ. თუ დაგესიზმრათ ერთი დიდი, ერთი კი პატარა ობობა, რომლებიც თქვენკენ მორბიან, ეს სიზმარი წარმატების მაუწყებელია; მაგრამ თუ დიდი ობობა გიკბენთ, მაშინ მტრები წარმატებას წაგართმევენ, თუ პატარა ობობა გიკბენთ, ვიღაცის შურს და მცირეოდენ უსიამოვნებას უნდა ელოდოთ. თუ თქვენ გარბიხართ დიდი ობობისაგან, ნიშნავს, რომ წარმატება ზურგს გაქცევთ. თუ მას მოკლავთ, გეძლევათ წარმატების დიდი შანსი. თუ ობობა გაცოცხლდა და ისევ დაგედევნათ, გელით ავადმყოფობა და თქვენი ბედი შეიცვლება. თუ გოგონას ესიზმრება ოქროს ობობები–მისი ბედი მოახლოებულია.
სიზმარში წყნარი ოკეანის ნახვა კარგია–მეზღვაურს ელის წარმატებული ზღვაოსნობა, მეწარმეს ფინანსური წარმატებები, ახალგაზრდებს კი ნათელი და სუფთა სიყვარული. ოკეანეში შორს გაცურვა და იმის მოსმენა, როგორ ეხეთქებიან ტალღები თქვენს გემს, ნიშნავს იმას, რომ თქვენს ოჯახში ჩხუბისა და გაყრის პერიოდი იწყება. თუ სიზმარში თქვენ ნაპირზე დგახართ და ხედავთ, როგორ ეწევიან ტალღები ერთმანეთს, გათავისუფლდებით იმ ადამიანთა ზეგავლენისაგან, რომლებიც არ გსიამოვნებენ. თუ ისევ ოკეანე გესიზმრებათ თავისი სიგრძე–სიგანითა და სიღრმით–თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა და სიძნელეები ერთმანეთის მონაცვლეები იქნებიან. წყნარ, მშვიდ ოკეანეში ცურვა ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ.
ომის ნახვა სიზმარში ნიშნავს თქვენი საქმეების მძიმე მდგომარეობას და ოჯახში განხეთქილებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის, მაშინ ის გაიგებს რაღაც არასასიამოვნოს მისი ზნე–ჩვეულებების შესახებ. თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენმა ქვაყანამ ომი წააგო, ნიშანია მომავალი სოციალური და პოლიტიკური კრიზისისა, თუმცა თქვენს პირად ინტერესებს ეს არ შეეხება. თუ გესიზმრებათ გამარჯვება, მაშინ თქვენს ოჯახში დაისადგურებს ჰარმონია, საქმიანობაში კი წარმატება.
სიზმარში მოსმენილი ოპერა სულიერად მიანიშნებს ახლობელ ადამიანებთან უეცარ ნაცნობონაზე და კეთილ გარემოებებზე საქმიან სფეროში.
თუ ღრმა ორმოში იხედებით, საქმეებში გაურკვეველ რისკზე წახვალთ. თუ ამ სიზმარს გოგონა ნახავს, მას თავისი შეყვარებულის გამო ნერვიულობა მოუწევს. თუ თქვენ ორმოში ჩავარდით, დიდი უბედურება გელით; მაგრამ თუ დროულად გაგეღვიძათ, შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ თქვენ ორმოში ჩადიხართ, ე.ი. ჯანმრთელობა მსხვერპლად მიგაქვთ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად.
თუ ქალი სიზმარში ორსულადაა, ის ქმართან ვერ იქნება ბედნიერი, ხოლო ბავშვები ლამაზები არ ეყოლება. ქალიშვილს ეს უქადის შერცხვენასა და დაცემას. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება კეთილ დასასრულს და ძალების სწრაფ აღდგენას.
თუ სიზმარში ხელში გიჭირავთ ოქრო–ძალიან გაგიმართლებთ ყველა წამოწყებაში. თუ ქალმა საჩუქრად მიიღო ოქროს ნივთი, მონეტა ან სამკაული, ის გათხოვდება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანზე. სიზმარში ნაპოვნი ოქრო ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება დაგეხმარებათ, ადვილად მოიპოვოთ პატივი და სიმდიდრე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო–საკუთარი დაუდევრობით ხელიდან გაუშვებთ საუკეთესო შანსს თქვენს ცხოვრებაში. თუ სიზმარში განიზრახეთ ოქროს ზოდის გადამუშავება, ცხადში თქვენ შეეცდებით უკანონოდ ისარგებლოთ სხვების უფლებით იმ დროს, როცა თქვენ უნდა ფიქრობდეთ სახლზე, სადაც მწიფდება ჩხუბი.
ის, ვისაც დაესიზმრა ოფიციანტი, შეძლებს დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობართა წრეში. კუშტი და მოუწესრიგებელი ოფიციანტი მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ გესიმპათიურებათ.
მამაკაცისათვის სიზმარში ორცოლიანობა ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და საღი აზრი. ქალისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრება, თუ ის არ იქნება წინდახედული და გონიერი.
სიზმარში ოქროს თევზის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მრავალ სასიკეთო მოვლენას. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ჰპირდება ლამაზ, უზრუნველყოფილ ქმარს. თუ თევზი მძინარე ან მკვდარია, ქალს ელის მძიმე განსაცდელი.
თუ სიზმარში თქვენს ბედნიერ და მეგობრულ ოჯახს ხედავთ, უზრუნველყოფილი ცხოვრება გელით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, ცხადში იმედგაცრუება და მწუხარება გელით.
პასოზე დაწყებული სიზმრები
პამიდვრის ჭამა გამოჯანმრთელებას ნიშნავს. პამიდორი ბოსტანში–ბედნიერ ოჯახს გპირდებათ.
თუ გესიზმრებათ შემაწუხებელი პარაზიტები, მაშინ თქვენს ცხოვრებაში თავს იჩენს დამანგრეველი ფაქტორი. თუ სიზმარში პარაზიტები ვინმე სხვას აწუხებენ–რაღაც არასასიამოვნო ამბავი დიდი ხნით გამოგიყვანთ მწყობრიდან.
სიზმარში პარიკის ნახვა თქვენი ცხოვრებისა და მდგომარეობის შესაცვლელად გაწეული ქმედებების არასასიკეთო დასასრულს მოასწავებს; თუ სიზმარში პარიკი დაკარგეთ, მტრების დაცინვის ობიექტი გახდებით. პარიკიანი ადამიანები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენ სიცრუის ხლართებში ხართ.
მოვლილი პარკი სიზმარში სიხარულსა და გართობას მოასწავებს. თუ პარკში მამაკაცთან ერთად სეირნობთ–ბედნიერი ქორწინება გელით. მოუვლელი, მიტოვებული პარკი–მოვლენების მოულოდნელ და არასასიამოვნო შემობრუნებას ნიშნავს.
გოგონა, რომელსაც ესიზმრება, რომ პატარძალი გახდა, მიიღებს მდიდარ მემკვიდრეობას; მაგრამ თუ სიზმარში მას აწუხებს გათხოვების პერსპექტივა–ელის იმედგაცრუება. თუ რეალურ პატარძალს ესიზმრება, რომ იგი გულგრილია მომავალი ქმრის მიმართ, ე.ი. მისი ცხოვრების დასაწყისი წინააღმდეგობებით იქნება სავსე. თუ სიზმარში პატარძალს აკოცეთ, აუცილებლად შეურიგდებით მეგობრებს. თუ პატარძალმა გაკოცათ, ჯანმრთელობას ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა მეგობარმა ქალმა მემკვიდრეობა მიიღოს. თუ გესიზმრებათ, რომ პატარძალი სხვებს კოცნის–გელით ახალი მეგობრობა და მრავალი სასიამოვნო რამ. თუ პატარძალს კოცნისას ამჩნევთ, რომ ის დაღლილი და უკმაყოფილოა,–წარმატებები, რომელსაც თქვენ აღწევთ, სიხარულს ვერ მოგიტანთ და მეგობართა საქციელითაც უკმაყოფილო დარჩებით.
სიზმარში თუ იძულებული ხართ პატიება ითხოვოთ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ცხადში თქვენი საქმეების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ–შეეცდებით გაერკვეთ ამ სიტუაციაში. თუ სიზმარში პატიება მიიღეთ, ცხადში წარუმატებლობის პერიოდი დამთავრდება და წარმატების დრო დაგიდგებათ.
სიზმარში ტუსაღის ნახვა უბედურების, კატასტროფისა და ცუდი ახალი ამბების მაუწყებელია. თქვენი თავი ნახოთ პატიმრად–შეგაშფოთებთ რაღაც საქმე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობის თავიდან აცილებას ან შეცდომების გამოსწორებას. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს ტუსაღის ტანსაცმელში–ცხადში მას ექნება მის სიყვარულში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სიზმარში მწვანე ბალახებსა და ყვავილებში მფრინავი პეპლის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია–სიმდიდრისა და კეთილდღეობის მომასწავებელი. ეს სიზმარი მიგითითებთ, რომ მალე მიიღებთ ამბავს მისგან, ვისთანაც დაცილებული ხართ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელსაც მტკიცე ოჯახის შექმნა მოჰყვება.
თუ სიზმარში პერანგს იცმევთ, ცხადში თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენზე გული აუცრუვდება და ეს თქვენი თავქარიანობის ბრალი იქნება. თუ პერანგი რაიმეთია დასვრილი–ავადმყოფობა გელით. პერანგის დაკარგვა ცხადში უსინდისო საქციელის ჩადენას ნიშნავს; დახევა–უბედურების ნიშანია. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანები ცხოვრებას გაგიმწარებენ.
პიკნიკი სიზმარში წარმატებისა და სიხარულის ნიშანია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდებს ესიზმრებათ. პიკნიკის დროს მოულოდნელი შეფერხებები და ჭექა–ქუხილი–მატერიალურ მოგებას მოგიტანთ; გაგიმართლებთ ასევე საქმესა და სიყვარულში.
თუ სიზმარში გაღებინებთ, ცხადში ავადმყოფობა ან უსიამოვნო სკანდალური ისტორია გელით. სისხლიანი ღებინება–ავადმყოფობაა. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს გული ერევა–ის ადამიანები, ვისაც ენდობით და გიყვართ, გიღალატებენ და მიხვდებით, რომ ისინი თქვენ მიმართ გულწრფელნი არ არიან. თუ ქალმა ფანტასტიკურ სიზმარში ნახა, ღებინებასთან ერთად ბარტყებიც გამოფრინდებიან, მისი ოცნებები და იმედები გაცრუვდება.
პისტოლეტი სიზმარში უბედურებას მოასწავებს. თუ პისტოლეტი, რომელიც სიზმარში ნახეთ, თქვენ გეკუთვნით, ცხადში თქვენს ამაღლებულ გრძნობებს არ უწერიათ ასრულება და ამის მიზეზი თქვენთვის ჩვეული აფორიაქება იქნება. პისტოლეტიდან სროლა ნიშნავს, რომ თქვენ შური გიღრღნით გულს და ცდილობთ სამაგიეროს გადახდას იმ ბოროტებისათვის, რომელიც რეალურად თქვენთვის არ მოუყნებიათ. თუ სიზმარში პისტოლეტზე ლაპარაკობენ, ცხადში შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ მომართული არასასიამოვნო საუბრების დროულად აღკვეთას.
თუ დაგესიზმრათ, რომ ურთიერთობა გაქვთ ცნობილ პოლიტიკოსთან, ცხადში გემუქრებათ უინტერესო ადამიანებთან დროის ტყუილი ფლანგვა. თუ პოლიტიკურ დებატებში ხართ ჩართული, ე.ი. ვიღაც მოხერხებულად იყენებს თქვენ წინააღმდეგ რაღაც გაუგებრობას ან თქვენს ცუდ განწყობილებას. თუ გოგონა სიზმარში დაინტერესდა პოლიტიკოსით, უნდა უფრთხილდეს მოტყუებას.
პოლიციელის დასიზმრება ნიშნავს, რომ მაღალი მდგომარეობის მქონე პირები შეგავიწროვებენ. თუ პოლიციამ დაგაპატიმრათ იმ დანაშაულისათვის, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე გაიმარჯვებთ. თუ სიზმარში სამართლიანად დაგაპატიმრეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ცხადში მძიმე პერიოდი დაგიდგებათ და უსიამოვნებები ერთმანეთს მიჰყვებიან. თუ თავდებით გამოგიშვეს, თქვენი ცხოვრება არასტაბილური იქნება.
ლამაზი ქალის პორტრეტი იმაზე მიანიშნებს, რომ სილამაზის უკან ხშირად ბოროტება იმალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გესიზმრებათ პორტრეტები, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ზარალს მოგიტანთ.
თუ ქალი სიზმარში პურს ჭამს, ცხადში, შესაძლოა, რაღაც უბედურება ეწვიოს. თუ პურს ვინმეს უნაწილებთ–თქვენს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. გამხმარი პური–გაჭირვებისა და წვალების ნიშანია. პურის ნამცეცები–იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა სამუშაო დაკარგოთ. ჭვავის პური თქვენს სახლში დიდი ხნით სიკეთისა და მხიარულების დამკვიდრებას მოასწავებს.
ჟასოზე დაწყებული სიზმრები
დაჟანგული საგნები მიგანიშნებენ, რომ თქვენი ურთიერთბები გარშემომყოფებთან ჩიხში შევიდა და ნაცნობების შეძენის მცდელობა შემდგომშიც წარუმატებელი იქნება: შესაძლოა, ისევ არასანდო მეგობრები შეიძინოთ.
ნაფიცი მსაჯულები - თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ ნაფიც მსაჯულად, ცხადში ძალიან უკმაყოფილო იქნებით თქვენი სამუშაოთი და მისი რეზულტატით და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძებნას. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ წარდექით სასამართლოს წინაშე და გაგამართლეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გსურთ. სასამართლოს მსაჯულების მიერ მსჯავრის დადება გაფრთხილებთ იმის აუცილებლობაზე, რომ იყოთ მედგრად მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში.
ჟოკეის დასიზმრება მოულოდნელი საჩუქარია. თუ ახალგაზრდა ქალი თავის გვერდით ხედავს ჟოკეის ან აცნობიერებს, რომ ის მისი შეყვარებულია, ეს ნიშნავს, რომ ის გათხოვდება თავისი წრის ადამიანზე. ცხენიდან ჩამოვარდნილი ჟოკეის ნახვა გაფრთხილებთ, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები მოგმართავენ დახმარებისათვის.
თუ გესიზმრებათ ჟურნალისტი, რომელიც, რატომღაც, იწვევს თქვენს მტრობას, მოგიწევთ ჭორიკნობა და, შესაძლოა, ყველაზე მდაბალ ფორმებში ჩხუბი. თუ სიზმარში თქვენ თავს ხედავთ ჟურნალისტად–ცხადში შემოგთავაზებენ მოგზაურობას და, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და უსიამოვნებებთან, თქვენ მოიხვეჭთ პატივს და მიიღებთ დიდ ჯილდოს.
რასოზე დაწყებული სიზმრები
თუ დაგესიზმრათ, რომ ბავშვებს ითვლით, თქვენი საკუთარი შვილები პრობლემებს არ შეგიქმნიან და ზრდასთან ერთად მხოლოდ სიხარულს მოგიტანენ. თუ სიზმარში ფულს ითვლით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზე მყარი იქნება. ფულის გადათვლა სხვისთვის გადასაცემად–ცუდი ნიშანია. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც რაიმე ნივთებს ითვლით. თუ ყოველივე ამას თქვენთვის აკეთებთ, სიზმარი სიკეთისაა; თუ სხვისათვის–უბედურება.
აფრენილი რაკეტა სწრაფ და მოულოდნელ წარმატებას ნიშნავს; ზოგ შემთხვევაში ეს სიზმარი წარმატებულ მაჭანკლობას ან კარგ ადამიანთან ნაცნობობას მოასწავებს. რაკეტის ჩამოვარდნა წარუმატებელი ქორწინებაა.
თუ სიზმარში რელიგიურ თემებზე ლაპარაკობთ ან რელიგიის მოზღვავება იგრძენით, თქვენი სიმშვიდე დაირღვევა. თუ მორწმუნე გოგონას უცებ რელიგიური ფანატიზმი დაემუქრა, ცხადში იგი შეყვარებულს ძალიან გააღიზიანებს თავისი პატიოსნების დემონსტრაციით. თუ გოგონა არ არის რელიგიური, მაგრამ არც ცოდვილია, ასეთი სიზმარი მისთვის გარშემომყოფთა პატივისცემას მოასწავებს. თუ მან იცის, რომ დაარღვია რელიგიური აღთქმა, ცხადში ცხოვრება მას დაანახვებს, რომ არ შეიძლება მორალური ნორმების ხელყოფა. თუ გოგონას სევდა იპყრობს რელიგიური იდეალების გამო, ცხადში მას სიყვარულში იმედგაცრუება ელოდება. თუ რელიგიური ღვთისმსახურების დროს თქვენ სინდისი გქენჯნით, ცხადში საკუთარ თავს მსხვერპლად მიიტანთ ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ადრე პატივს სცემდით. თუ სიზმარში რაიმე სექტის რელიგიურ რიტუალს ესწრებით, ცხადში ოჯახური უსიამოვნებები გელით. თუ თავად ხართ ამ პროცესის მონაწილე, ცხადში თქვენი საქციელი გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს.
თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი რემონტს აკეთებს, ცხადში სიამოვნებით დაეხმარება მეუღლეს სხვადასხვა საქმეში და ოჯახში თანხმობა დაისადგურებს. ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლის საკუთარი მცდელობით შეკეთება ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელ მომენტს შეარჩევთ. თუ ტანსაცმელი სუფთაა, საგრძნობ მოგებას მიიღებთ.
რეცხვა სიზმარში ჩხუბს ნიშნავს, რომლიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ. თუ სარეცხი კარგად გარეცხეთ, იმედები გაგიმართლდებათ, მაგრამ თუ გგონიათ, რომ იგი ისევ ჭუჭყიანია–წარუმატებლობა გარდაუვალია. თუ სიზმარში ლამაზი გოგონა რეცხავს სარეცხს, ეს მის აკრძალულ სიამოვნებაზე მიუთითებს.
რკინის ნახვა სიზმარში უბედურების ნიშანია. სიზმარი, რომელშიც თქვენ რკინის წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს და ცდილობთ იქიდან გათავისუფლებას, გიქადით სულიერ დაბნეულობას და მატერიალურ დანაკარგს. რკინით დარტყმა ნიშნავს, რომ თქვენზე დამოკიდებული ადამიანებისადმი გამოიჩენთ ეგოიზმსა და უხეშობას. თუ სიზმარში ამუშავებთ რკინას, ე.ი. ცხადში, გამდიდრებისათვის, ისარგებლებთ მიუღებელი მეთოდებით. თუ სიზმარში ყიდით რკინას–გელით საეჭვო წარმატება, თქვენი მეგობრები კი აღმოჩნდებიან საკმაოდ უწესო ადამიანები. სიზმარში დაჟანგული რკინის ნახვა მაუწყებელია სიღარიბისა და იმედგაცრუებისა. ნახვა, თუ როგორ ეცემა ფასი რკინაზე–თვალის ახელაა: თქვენ მალე მიხვდებით, რომ წარმატება ყველაზე სანდო ფაქტორი არ არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ფასი იწევს–მალე თქვენ გვირაბის ბოლოში დაინახავთ სინათლეს. გამოწრთობილი ფოლადი გიქადით წარუმატებლობას, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი ენერგიის ბოროტად გამოყენებით.
თუ გესიზმრებათ რკინიგზა, ე.ი. თქვენი საქმე თქვენგან მალე მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას, რადგან ვიღაც შეეცდება ხელის შეშლას და ინიციატივის ხელში აღებას რთულ სიტუაციაში. ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც დაესიზმრა რკინიგზა, შესაძლოა, მალე გაემგზავროს მეგობრებთან და ცნობილი გახდეს. შეფერხება რკინიგზაზე ნიშნავს დაბრკოლებას საქმეში. თუ სიზმარში დადიხართ შპალებზე, ეს მიგანიშნებთ, რომ დადგა შიშისა და მძიმე შრომის დრო. რელსებზე სიარული იმის ნიშანია, რომ მიაღწევთ წარმატებასა და ბედნიერებას, თუ გამოიჩენთ გერგილიანობას საქმეში. სიზმარში სუფთა წყლით დატბორილი რკინიგზის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი სასიხარულო ცხოვრება მწუხარებით შეიცვლება, მაგრამ მსგავსად ფენიქსისა, რომელიც ფერფლიდან აღდგა, კვლავ ბედნიერი იქნებით.
რკოს დასიზმრება ყოველთვის სასიამოვნო მოვლენისა და მომავალი შენაძენის მაუწყებელია. თუ რკოს კრეფთ მიწიდან–ცხადში თქვენი მძიმე შრომა ღირსეულად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში ჭამს რკოს, სიზმარი ჰპირდება მას ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას–ის მძიმე სამუშაოს იოლით შეიცვლის. რკოს ჩამოყრა ხიდან მაუწყებელია ბიზნესსა და სიყვარულში სანუკვარი ოცნების ასრულებისა. მწვანე რკოები ტოტებზე ან დაყრილი მიწაზე–სიმბოლოა ცხოვრების საკეთილდღეოდ ცვლილებისა. მიწიდან რკოს აკრეფა კარგს არაფერს გიქადით. რკოს ჩამობერტყვა ხიდან–ე.ი. აჩქარებითა და უპასუხისმგებლობით თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებთ.
სიზმარში თუ რჩევას ღებულობთ, ცხადში კეთილსინდისიერი გზით მიაღწევთ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას. თუ სიზმარში რჩევისთვის იურისტს მიმართავთ, ცხადში ეს მოასწავებს თქვენს საქმიან ოპერაციებში პარტნიორებისაგან ეჭვის შეტანას.
თუ თქვენი რძალი გესიზმრებათ, ელოდეთ უჩვეულო ამბავს, რომელიც სიხარულს მიგანიჭებთ იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად ექცევით, მაგრამ მწუხარებას, თუ პირიქით ხდება.
ქალებისათვის რწყილები სიზმარში გაფრთხილებაა–ახლობელი ადამიანი თავისი ბოროტი ხრიკებით მიგიყვანთ გაგიჟებამდე, მეგობრები კი ცილს დაგწამებენ. თუ რწყილს ხედავთ შეყვარებულზე, სიზმარი მიგითითებს მის ვერაგობასა და მოღალატეობაზე.
სიზმარში რუკის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში: გაბედული ცვლილებებითა და დროებითი იმედგაცრუებით მოხდება შემოსავლის გაზრდა. თუ სიზმარში ეძებთ რუკას–თქვენი გარემოცვით მოულოდნელი უკმაყოფილება აგავსებთ ახალი ენერგიით და მოგცემთ შესაძლებლობას, ახვიდეთ კეთილდღეობის ცოტა მაღალ საფეხურზე. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ძლიერი თავმოყვარეობა დაეხმარება მას აიწიოს მაღალ წრეებში.
სასოზე დაწყებული სიზმრები
სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ. თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ.
თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით.
სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია.
თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს..
თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.
ფლეიტა - თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები.
თავშესაფარი - სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ.
თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.
თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა.
სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება.
თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ. სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ.
თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ..
თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.
ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ.
თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.
ნავსადგური - ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება. თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ.
თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით.
თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–"დამნაშავეა", მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს.
სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო. თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ. ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.
თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს. თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად ღებულობს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს.
თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო. ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში. კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.
თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა. თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით.
თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება.
შეყვარებული - თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება.
ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია.
თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს.
თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ.
საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს.
სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს.
თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება. თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად. თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.
ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას. საკუთარი თავის ნახვა საწოლში, უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი წევს ლოგინში ფერმკრთალი და ავადმყოფი, ცხადში თქვენს მეგობრებს ელით უცნაური და სახიფათო გართულებანი, რომელიც თქვენ დაგადარდიანებთ. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი შარდს ვერ იკავებს, ეს მოასწავებს მისთვის დიდ მღელვარებას და ნერვულ დაავადებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად განიკურნება. სველი ლოგინის ნახვა ყველასათვის მოასწავებს ავადმყოფობას და საქმიანობაში დამყარებული წესრიგის დარღვევას.
თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას.
სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია.
თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს.
თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე.
თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს.
თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს. თქვენს სიზმარში მძინარე ადამიანები–ე.ი. ნებისმიერი საშუალებით შეეცდებით ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის გვერდით წევხართ, თქვენი შეყვარებულისაგან იმედგაცრუება გელით. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან წევს, ცხოვრებაში იგი არ უნდა იყვეს ზედმეტად დამთბობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნებების მსხვერპლი გახდება. აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი.
თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს. ცხადში კი ასეთი სიზამარი იმაზე გაფრთხილებთ, რომ დადებითმა ემოციებმა შეიძება უარყოფითი გამოდევნოს. შეიძება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ადამიანს თავისი მეგობარი მომაკვდავი დაესიზმრა, ცხადში კი ეს სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, დაუფიქრებელი საქციელისაგან თავი შეიკავოს. თუ სიზმარში მისი მეგობარი კვდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას შეუძია წინააღმდეგობები გადალახოს. სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ, თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ "მე"–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.
სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი. თქვენი თავი ნახოთ ლამაზად–ე.ი. ცხადში წარმოუდგენლად პირფერი იქნებით. სხვები ნახოთ ლამაზად, ე.ი. თქვენ ისარგებლებთ თავქარიანი ხალხის ნდობით.
ფუფუნება - სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით. სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.
სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს.
თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება.
სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს.
სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი. სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე, რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.
სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ. ცოლ–ქმარი თუ ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და საყვარელ ბავშვებს, რომლებიც მათ სიხარულს მოუტანენ. მოსიყვარულე მშობლების ნახვა–ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს, აგრეთვე წარმატებისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევის მუდმივ მცდელობას. ცხოველების სიყვარული სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც მიუთითებს ცხოვრების კმაყოფილებაზე, თუმცა შესაძლოა, თქვენ ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბედი დაგასაჩუქრებთ იმით, რაც თქვენს სულს ბედნიერებით აღავსებს.
თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები. თუ თქვენ მოულოდნელად შენიშნეთ საკუთარი სიშიშვლე და ცდილობთ მის დაფარვას რაღაცით–დაგტანჯავთ წინააღმდეგობა წესიერების თაობაზე და საკუთარ შეხედულებასა და აკრძალულის სურვილს შორის. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აღაფრთოვანა საკუთარი სხეულის სიშიშვლემ, რეალურ ცხოვრებაში იგი მამაკაცთა პატივისცემას დაიმსახურებს, თუმცა არა ხანგრძლივად; და მაინც, მისი მომხიბვლელობა წარმატების საწინდარია. თუ მას ესიზმრება, რომ მისი აგებულება არ არის მომხიბვლელი, რეპუტაცია შეელახება სკანდალური შემთხვევით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შიშველი ბანაობს სუფთა წყალში, ელის საიდუმლო სიყვარული, რისთვისაც დაისჯება ავადმყოფობით ან დაკარგავს მომხიბვლელობას. თუ ესიზმრება სუფთა წყალში მობანავე შიშველი მამაკაცები–მას ბევრი თაყვანისმცემლები ეყოლება: თუ წყალი მღვრიეა, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მასზე ცუდ ჭორებს გაავრცელებს.
თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ.
სიზმარში სიხარულის გრძნობა დიდ სიყვარულსა და მეგობრების მხარდაჭერას ნიშნავს.
თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ. თუ სკოლის მასწავლებელი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს წყნარი ცხოვრებისადმი თქვენს სიყვარულზე. იგი ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი სიყვარულს ნიშნავს. თუ მოსწავლეებს ხედავთ ეზოში, ნელი, მარამ მტკიცე სამსახურებრივი წინსვლა გელოდებათ.
სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია.
წარმოდგენა - თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს. სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა, იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.
ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ. თუ სიზმარში ღრმად ჩაისუნთქავთ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება, სინამდვილეშიც გელით მოულოდნელი მწუხარება, რომელსაც შეამსუბუქებს გამაწონასწორებელი მდგომარეობა. სიზმარში ვიღაცის ოხვრის მოსმენა ცუდი წინასწარმეტყველებაა: თქვენი საყვარელი მეგობრის შეცდომა მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს გულს.
ნახატი - თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად. სურათის ყიდვა–უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას. თუ სიზმარში გარს გარტყიათ ძველი და თანამედროვე ოსტატთა გრავიურები, თქვენ შეპყრობილი ხართ უდიდესი მიღწევების ძლიერი სურვილით, რომელთან შედარებითაც თქვენი წარმატებები არარაობად გეჩვენებათ.
მაგიდა - სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ. თუ სიზმარში მაგიდა უცაბედად მოძრაობას იწყებს, თქვენ სერიოზული სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. გატეხილი მაგიდა უარესობისაკენ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სუფრაზე კაკუნი გესმით, ცხადში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ გული ხომ არ გაგიცივდათ; თუ ეს ასეა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი მათდამი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ. საწერი მაგიდა გაფრთხილებთ, რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს.
ტასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას.
სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ.
ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ. თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება. ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ. ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ. ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება. თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა. ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება. ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით.
ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ.
დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ. მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში. ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.
თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.
თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას. თუ ქალს ესიზმრება, რომ ახალგაზრდა წყვილი რისკის ფასად მიაპობს მღვრიე ტალღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მისი მეგობარი ჩაიდენს არაკეთილშობილურ საქციელს, თუმცა შემდეგ ამას მოინანიებს. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად რაიმეთი ცურავთ სუფთა და წყნარ ტბაში–გელით სიმდიდრე და ბედნიერება, რომლისკენაც ასე მიილტვოდით. კლდეებისა და გამხმარი ხეების გარემოცვაში მოქცეული მღვრიე ტბა გიქადით თქვენი გეგმების სევდიან დასასრულს. ასეთივე ტბა, მაგრამ ყვავილოვანი ნაპირით გარემოცული, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მიმართოთ უსაფრთხო და საიმედო გზას. თუ ტბა წმინდაა, მაგრამ მცენარეები ნაპირებზე ნაკლებადაა ე.ი. თქვენს კეთილდღეობას ხელს უშლის თქვენივე დაუფიქრებლობა. თქვენი ანარეკლი სუფთა ტბაში გპირდებათ სიხარულსა და კარგ მეგობრებს. წყალზე არეკლილი ფოთლების დანახვა სიყვარულში წარმატების სიმბოლოა; თუ გესიზმრებათ ტბის მკაცრი ბინადარნი, რომლებიც მუქარით გიახლოვდებიან–ტყუილად დაკარგავთ დროს, ჯანმრთელობასა და ძალებს, ვიდრე არ მიხვალთ დაგვიანებულ მონანიებამდე.
ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით.
სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს.
ტკბილი გემო - სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ.
თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ. თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში გული სტკივა, ცხადში მას დაამწუხრებს შეყვარებულის ყოყმანი. თუ ტკივილს გრძნობთ ზურგში, მაშინ თავისი გაუფრთხილებლობით ავად გახდება. თუ თავი სტკივა–დაბნეულობაა იმ რისკის გამო, რომელიც მან გასწია კონკურენტებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი სიზმრები ხშირად არაფერს არ ნიშნავენ, რადგან გამოწვეულია ფიზიკური მიზეზით. თუ სიზმარში ავად ხართ და საავადმყოფოში იმყოფებით, ეს არის ნიშანი თქვენ გარშემო ინფექციური ავადმყოფობის გავრცელებისა. ავადმყოფების მონახულება–უსიამოვნო ცნობაა.
ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ.
თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით.
სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა, ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას. თხელი ტუჩები ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით მოსალოდნელ რთულ სიტუაციებს. დახეთქილი, დასიებული ტუჩები ნიშანია მომავალი უკეთური სურვილისა და გაჭირვებისა.
თუ გესიზმრებათ ტყავის ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის თანდათანობითი მატებაა. თუ რაიმე ცხოველის ტყავი დაგესიზმრათ, ცხადში ნებისმიერ საქმეს სიყვარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ, თქვენი ცხოვრება კი უღრუბლო იქნება.
ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ.
ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს მიანიშნებს. ტყვიის მადანი უბედურების ნიშანია და მისგან თავის დახსნა სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ გიბიძგებთ; თუ სიზმარში ტყვიის მადანს ეძებთ, ცხადში სამსახურის ხშირი ცვლა მოგიწევთ. გამდნარი ტყვია ნიშნავს, რომ თქვენი მოუთმენლობა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც წარუმატებლობას მოუტანს.
სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში.
უასოზე დაწყებული სიზმრები
თუ გოგონა უდაბნოში მარტო დარჩა, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ გესიზმრებათ, რომ უდაბნოში სეირნობთ, თქვენ წარუმატებლობა სწორედ იქ გელით, სადაც ყველაზე ნაკლებ მოელით. თუ უდაბნოში ადამიანი შეგხვდათ–სიღარიბე გელით.
თუ გესიზმრებათ, რომ ავად გახდით ან უბედურება შეგემთხვათ–ელოდეთ იმედგაცრუებას, ხოლო თქვენი სამომავლო გეგმები საფრთხის ქვეშ დადგებიან: სამომავლო გეგმები დაგემსხვრევათ. თუ სხვებს შეემთხვათ უბედურება, არც ეს არის სასიკეთო: გაუგებარი გარემოება გარკვეული დროით დაარღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ უბედურება სიზმარში ავადმყოფობის სახით გეწვევათ–დადგება თქვენი გეგმების ჩაშლის საშიშროება. შენიშვნა: უნდა ითქვას, რომ ძველ სიზმრების ახსნაში ასეთი სიზმარი, არცთუ იშვიათად, მოიაზრება როგორც კეთილგანწყობილი, მაგრამ მგონია ეს არასწორია. ყოველ ადამიანზე მოქმედებს ორი ძალა: ერთი შინაგანი, მეორე გარეგანი. ამასთანავე, ერთსაც და მეორესაც, აქვს მინიმუმ ორი წყარო–ტვინი, რომელიც, პირველ რიგში, ემორჩილება სხეულის მოთხოვნილებებს, და სულიერი გონება, რომელიც მიმართულია სულის აღსაზევებლად. თუ ეს ორი საწყისი ყოველთვის ჰარმონიაშია, სიზმრის შინაარსი განხორციელებას პოვებდა რეალურობაში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ის, რაც სხეულისთვის კარგია, დრო და დრო, სულს ვნებს, და, პირიქით,–სული ხშირად ხარობს განსაცდელით და უბედურებით, თუმცა, ნაყოფი ამ დროს მწუხარეა. მით უფრო, თუ მწუხარეს სულის ცრემლები ეცემა მძინარის შეგნებაზე, ეს შეიძლება გიქადდეთ მშვიადობიან სიტკბოებას მისთვის, ვისაც ეს სიზმარი ესიზმრება.
თუ სიზმარში განიცდით ან მოწმე ხართ უბედური შემთხვევისა, ერიდეთ შორეულ მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ამის საფუძველი გაქვთ. მაგრამ თუ გაქვთ რაღაც თავბრუდამხვევი ცნობა აქციის დაცემის თაობაზე–საკუთარი მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ხელჩართული ბრძოლა, რომლის დროსაც მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი მეგობარი ჩუმად და უანგაროდ ცდილობს თქვენს მხარდაჭერას.
დაშორება - თუ სიზმარში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნო საქმის გარჩევას ელოდეთ. ასეთი სიზმრის მერე უმჯობესია შვებულებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
სიზმარში, რომელშიც უიმედოდ ხართ, კომერციულ საქმიანობაში გიწინასწარმეტყველებთ სერიოზულ წინააღმდეგობებს; თუ უიმედოდ სხვა ხალხი გესიზმრებათ, შესაძლოა უიმეოდობა თქვენს ახლობელს ელოდეს.
თუ გესიზმრებათ, რომ ულვაშებს ატარებთ, მაშინ ცხადში თქვენი თავდაჯერებულობა შეგიშლით ხელს, მიიღოთ ანდერძით მონიჭებული კანონიერი მფლობელობა და გიბიძგებთ ქალისადმი ღალატისაკენ. თუ სიზმარში ქალი იჩენს დიდ ინტერესს ულვაშიანი კაცის მიმართ–ცხადში მისი რეპუტაცია საფრთხეში ჩავარდება, ამიტომ ის უნდა იყოს წინდახედული. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მან გაიპარსა ულვაშები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში ის შეუფერხებლად გადალახავს საზოგადოების გავლენას და დაიბრუნებს ადრინდელ პატივსა და ღირსეულ რეპუტაციას.
თუ სიზმარში მოწყენილი ხართ უსაქმურობით, ცხადში შესაძლებელია სამსახურებრივი უსიამოვნებები და თვით იმედების კრახიც კი. თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებათ მსგავს მდგომარეობაში, შესაძლოა, მათაც შეხვდეთ რაიმე უსიამოვნებები. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მას არ შეუძლია არაფრის კეთება, სინამდვილეში მას გაუჩნდა რაღაც სულელური ჩვევები და ელის უიღბლო ქორწინება.
თუ სიზმარში მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი მოგანჭეს, ცხადში საინტერესო და საპასუხისმგებლო დავალება მოგელით, რომლის გამო დიდი ჯაფა დაგადგებათ, მაგრამ შედეგად გარანტირებული გექნებათ მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში. თუ ისეთი ადამიანი დაგესიზმრათ, ვისაც დიდი უფლებამოსლებანი გააჩნია, ფრთხილად იყავით: მოუფიქრებელი ნაბიჯებით შეიძლება მეგობრების უკმაყოფილება გამოიწვიოთ; ერთი სიტყვით, თქვენ აღშფოთებული იქნებით ერთ–ერთი თქვენი ნაცნობის უპასუხისმგებლობით.
თუ სიზმარში უფსკრულის პირას დგახართ, უბედურება და მწუხარება გელით. უფსკრულში ჩავარდნა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურება დაგღუპავთ. თუ იხედებით უფსკრულში, ცხოვრება გიმზადებთ ისეთ განსაცდელს, რომლისგანაც თავის არიდება გინდოდათ. თუ ქალი იყურება უფსკრულში–ის ისეთ ვალდებულებებს აიღებს, რომელიც არ სჭირდება. თუ ის ვარდება უფსკრულში, ე.ი. უსიამოვნებები ბოლოს მოუღებენ, მაგრამ თუ შეძლებს გადასვლას ან გვერდის ავლას, ის მთლიანად აღიდგენს თავის უფლებებს.
სიზმარში სიმპათიური უცნობის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს უკეთესობისაკენ; მაგრამ თუ იგი ლამაზი არ არის, ცვლილებები თქვენთვის უსიამოვნო იქნება. თუ უცნობთა გარემოცვაში მოხვდით, ან თვითონ ვერ ცნობთ საკუთარ თავს, მწუხარებით აღივსებით.
თუ თქვენ სიზმარში თავს უძლურად და დაჩაჩანაკებულად გრძნობთ, უიღბლო სიყვარულს გიქადით, საქმეებიც გაგირთულდებათ; ხოლო უძლური ადამიანების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს.
ფასოზე დაწყებული სიზმრები
თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ
ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება.
თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში. უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.
ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება.
ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე. თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს. თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად. ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.
თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას.
ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან.
თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ.
ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან.
თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფობა და მწუხარებაა.
გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის. სიზმარში საკუთარი ფეხების ნახვა სიფრთხილის ნიშანია: საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის დასამტკიცებლად მთელი სულიერი ძალების მოკრებვა დაგჭირდებათ. თუ სიზმარში ქალის ფეხები აღგაფრთოვანებთ–მომხიბვლელი ქალი თავს დაგაკარგვინებთ. ცუდი ფეხები არასახარბიელო გარიგებასა და წუნია მეგობრებს გიქადით. ნაჭრილობევი ფეხები ავადმყოფობის ნიშანია; ხის ფეხი–მეგობრებთან მოკლებული იქნებით გულახდილობას; წყლული ფეხზე–გულითადად დაეხმარებით ხალხს, რითაც დააცარიელებთ თქვენს საფულეს; ფეხის ამპუტაცია–ახლობელს დაკარგავთ, შინაურთა დესპოტიზმი კი თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის. თუ სიზმარში ფეხები არ გემორჩილებათ–სიღარიბის ნიშანია; ფეხების დაბანა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გეგმები ვიღაცის ზრახვებს დაარღვევს; თუ ფეხები გაგისივდათ და დაგიწითლდათ–სირცხვილი და დამცირება არ აგცდებათ; შესაძლოა ოჯახში უსიამოვნებანი და ცვლილებები საქმეებში; თუ გესიზმრებათ სამი ან მეტი ფეხი–ფანტაზიებით უფრო მეტად დაკავდებით, ვიდრე საქმიანობით.
თუ სიზმარში გაცვიათ დახეული და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, იყავით ფრთხილად კრიტიკული გამონათქვემების მიმართ, თუ არ გინდათ შეიძინოთ მტრები. შავი ფეხსაცმელი მოასწავებს წარმატებასა და კმაყოფილებას. ახალი ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი გიქადით ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ქალიშვილი თუ სიზმარში მოწონებით უყურებს ფეხზე კარგად მომჯდარ ფეხსაცმელს, უნდა ერიდოს ზედმეტ მიმნდობლობას. თუ ფეხსაცმელი გიჭერთ–გარშემომყოფებს მისცემთ დაცინვის მიზეზს. თუ დაკარგეთ ფეხსაცმელი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ მოულოდნელი განშორება მეგობართან. თუ სიზმარში მოგპარეს ფეხსაცმელი, მაგრამ დარჩით წინდებით, ცხადში გადატანილ დანაკარგს სხვა რაღაცით აინაზღაურებთ.
ფოთლების ნახვა სიზმარში გპირდებათ ბედნიერებას. დამჭკნარი ფოთლები ნიშნავს, რომ ცრუ იმედები და ამაღელვებელი წინასწარმეტყველებანი შეგაშფოთებენ და გააბუნდოვნებენ თქვენს, ისედაც, არც თუ იოლ ცხოვრებას. დამჭკნარი ფოთლების ნახვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს საქმრო მიატოვებს უშუალოდ ქორწილის წინ. ზოგჯერ ეს მოასწავებს სიკვდილსაც. თუ ფოთლები მის სიზმარში იქნება მწვანე და ახალი–ის მიიღებს მემკვიდრეობას და გათხოვდება მდიდარ, პერსპექტიულ ადამიანზე.
მწიფე ნაყოფით დატვირთული ფორთოხლის ხეები ნიშანია ჯანმრთელობისა და სასიამოვნო გარემოცვისა, მაგრამ ფორთოხლის ჭამა მაუწყებელია ნათესავის ან ახლო მეგობრის ავადმყოფობისა; საქმიან წრეებში იმეფებს დაუკმაყოფილებლობის ატმოსფერო. თუ ფორთოხლები ახალი და არომატულია, ცხადში, ბედი არ იქნება ძალიან მკაცრი. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ჭამს ფორთოხალს, ის დაკარგავს თავის გულითად მეგობარს. თუ მას დაესიზმრა მშვენიერი ფორთოხალი მაღლა ხეზე, ე.ი. ცხადში გამოიჩენს მეტისმეტ სიფრთხილეს საქმროს არჩევისას.
სიზმარში ფორტეპიანოს ნახვა ცხადში სასიამოვნო თავგადასავალს გიქადით. ფორტეპიანოზე შესრულებული სასიამოვნო მელოდია იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობა და იღბალი არ მიგატოვებთ. ხმამაღალი აკორდები ბევრ წვრილმან საქმეებს მოასწავებენ. ნელი და ჩუმი მელოდია–მოსალოდნელი მოსაწყენი ცხოვრების სიმბოლოა. გატეხილი ან აუწყობელი ინსტრუმენტი–საკუთარი თავით უკმაყოფილების ნიშანია. ძველებური ფორტეპიანო გაფრთხილებთ, რომ თუ სხვის რჩევას არ დაუჯერებთ, გაგიჭირდებათ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა. თუ გოგონა სიზმარში გულმოდგინებით სწავლობს რთულ მელოდიებს, ცხადში იგი იმ ადამიანის სიყვარულს მოიპოვებს, რომელიც მას ადრე ყურადღებას არ აქცევდა.
ფოსტალიონის ნახვა მოასწავებს უსიამოვნო და არახელსაყრელი საქმის შედეგების გამო პასუხისგებას. თუ ფოსტალიონს წერილი მოაქვს–შორი გზიდან ცუდ ამბავს გაიგებთ. თუ ფოსტალიონი კარზე გიკაკუნებთ–მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ. თუ სიზმარში წერილს ელოდებით, ფოსტალიონმა კი გვერდზე გაიარა–მწარე სიურპრიზი გელოდებათ. ფოსტალიონისათვის გასაგზავნი წერილის მიცემა არასასურველი ხალხისაგან თქვენთვის უსიამოვნების მოყენებას ნიშნავს. ფოსტალიონთან ლაპარაკი–სკანდალურ მოვლენას მოასწავებს.
სიზმარში ფოტოაპარატი დაუმსახურებელი შენიშვნების მიღებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი სურათებს იღებს, ცხადში მას საყვარელ ადამიანზე იმედგაცრუება ელის.
სიზმარში ფოტოსურათის ნახვა საყვარელი ადამიანის მხრიდან მოტყუებასა და მისით იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ფოტოსურათები დაოჯახებულ ადამიანს ესიზმრება, ცხადში ვიღაც მისი საქმეების სააშკარაოზე გამოტანით დაემუქრება. თუ სიზმარში საკუთარ სურათს ხედავთ, ცხადში მოულოდნელი საქციელით თქვენს თავსაც და გარშემომყოფებსაც ზიანს მიაყენებთ.
თუ თქვენ სიზმარში ფრთიანი ხართ, ე.ი. ნერვიულობთ შორს წასულ ადამიანზე. ფრინველის ფრთების ნახვა ნიშნავს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გახდებით მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი.
სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს. თუ გესიზმრებათ, რომ ფული მოიპარეთ–საშიშროება გემუქრებათ–იყავით ყურადღებიანი მოქმედებისას. ფულის შენახვა კომფორტისა და შემოსავლის ნიშანია. თუ სიზმარში თქვენ გადაყლაპეთ მონეტა, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ქველმოქმედებისა და გულმოწყალებისათვის. თუ ამოწმებთ ფულის ხარისხს, გელით სწრაფი ბედნიერება და კარგად ყოფნა. თუ ნახულობთ ფულის შეკვრას, მაგრამ ვიღაც ქალი ამბობს, რომ ის მისია, ცხადში გექნებათ დანაკარგი ვიღაც პიროვნების ჩარევით. ამ სიზმრის მნახველს მოეჩვენება, რომ ის კარგავს ფულს უჭკუოდ და ცხოვრობს უსახსროდ. ეს სიზმარი მინიშნებაა: გაფრთხილდით, რომ სულ პატარა ახირებამაც კი არ შეაკრთოს თქვენი გონება ხელფასის წინა დღეს.
ფუტკრები–ბედნიერების ნიშანია. განსაკუთრებით კარგი სიზმარია, თუ ფუტკრების გუნდი თქვენს შვილს მისდევს. საქმიან ადამიანებს ფუტკრები ხელსაყრელ გარიგებას უქადის; იგი ასევე სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და, შვილების საქციელის გამო, მშობელთა სიხარულს მოასწავებს. ფუტკრის კბენა ახლო მეგობრისაგან შეურაცხყოფას ნიშნავს.
ქასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზმარში ხედავთ ქათამს, გელით სასიამოვნო შეხვედრები ოჯახურ წრეში ან ოჯახის ზრდა.
სიზმარში თუ უცნობ ქალაქში იმყოფებით, თქვენ, სამწუხაროდ, იძულებული გახდებით, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და საქმიანობა.
სიზმარში ქალების ნახვა მაუწყებელია მრავალგვარი ინტრიგისა. კამათი ქალებთან ნიშნავს, რომ მტრები გაჯობებენ ეშმაკობაში და შეძლებენ თქვენი გეგმების ჩაფუშვას. სიზმარში ცხვირპაჭუა, ცისფერთვალა ქერა ქალის ნახვა დამაჯერებელი ნიშანია იმისა, რომ უბრძოლველად დათმობთ თქვენს პოზიციებს მაშინ, როცა გექნებათ მოგების გარკვეული შანსი. თუ ქალს აქვს ელამი თვალები და რომაული ცხვირი–ე.ი. მიდრეკილება გაქვთ სახიფათო ავანტიურისაკენ. თუ თქვენს სიზმრებში ქალებს აქვთ ოქროსფერ–წაბლისფერი, მუქი მოწითალო ან მოწითალო–მოყავისფრო თმები, მაშინ ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენ დაკავებული ხართ თქვენი მიდრეკილების შესაბამისი საქმიანობით.
სიზმარში თქვენი ქალიშვილის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ უსიამოვნო შემთხვევების შემდეგ მიაღწევთ ჰარმონიას. თუ სიზმარში მისი მხრიდან განიცდით სიცივესა და არასაკმარის მზრუნველობას, ცხადში ელოდეთ უსიამოვნებას.
თუ გოგონა სიზმარში ქამარს ყიდულობს, იგი შეყვარებულის ერთგული იქნება და თავისი გულღიაობითა და კარგი ხასიათით მის პატივისცემას დაიმსახურებს. იმავეს ნიშნავს–თუ მას ლამაზ ქამრას ჩუქნიან. თუ სიზმარში ქამარი გიჭერთ, ვიღაცის ცუდი გავლენის ქვეშ მოექცევით. ლამაზი და ძვირფასი ქამარი ნიშნავს, რომ სიმდიდრეს მოიპოვებთ თქვენს ძველ გეგმებზე უარის თქმით. თუ სიზმარში ტანსაცმელს ქამრით იმაგრებთ, ცხადში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი შეყვარებულის სიმპათიის მოსაპოვებლად. ახალი მოდური ქამარი მოასწავებს ნიშნობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობას დაემუქრება. თუ ქამარი ძველია, ცხადში უხეშობის გამო გაგკიცხავენ.
სიზმარში ქანდაკება თქვენთვის ძვირფას პიროვნებასთან დაშორებას მოასწავებს, რისი მიზეზიც თქვენ მიერ გამოვლენილი სისუსტე იქნება. ზოგჯერ იგი თქვენი ახლობლების ავადმყოფობას და მოსალოდნელ უსიამოვნებებს მოასწავებს: მხოლოდ თქვენი სიკეთე და მოთმინება შეგაძლებინებთ სიძნელეების გადალახვას.
ნიავის შეგრძნება სიზმარში–მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, მაინც უზარმაზარ ქონებას შეიძენთ. სიზმარში ნიავის მსუბუქი ხმის გაგონება–ტყუილუბრალოდ გაურბიხართ ადამიანს, რომელიც უთქვენოდ სიმარტოვეს გრძნობს, ისევე, როგორც თქვენ უმისოდ. ქარის საპირისპიროდ სიარული აღგაგზნებთ ბედნიერების მისაღწევად რეალური ბრძოლისათვის და ჩაგინერგავთ გამბედაობას. თუ ქარმა მოგიტაცათ, მაუწყებელია სიყვარულში იმედგაცრუებისა და ბიზნესში წარუმატებლობისა. თუ სიზმარში გრძნობთ, ქარი როგორ გიბიძგებთ წინ–ე.ი. მოულოდნელად სანდო მოკავშირეები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში.
სიზმარში ქარიშხლის ხმის გაგონება ან მისი მოახლოების ნახვა ნიშანია ხანგრძლივი ავადმყოფობისა, წარუმატებლობისა და მეგობრებთან განხეთქილებისა, რაც იქცევა თქვენი დიდი განცდის მიზეზად. თუ სიზმარში ქარიშხალი წყნარდება–თქვენი განცდა დიდი არ იქნება.
თუ სიზმარში მოგიხდათ რაიმე დოკუმენტის დამოწმება ან, თუნდაც, რაიმე საბუთის ჭერა ხელში–გელით დანაკარგი. ცხოვრებაში იგი უმეტესად გვევლინება წაგებული სასამართლო პროცესის სახით. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის კამათს შეყვარებულთან, მითქმა–მოთქმასა და ჩხუბს გარშემომყოფებთან.
ქვები სიზმარში გაფრთხილებენ სიძნელეებისა და წარუმატებლობის შესახებ. სიზმარში ქვებს შორის თუ გაძვრებით, განსაზღვრული დროით თქვენი გზა იქნება მცდარი და ძნელი. თუ სიზმარში საქმე გაქვთ მადნისშემცველი მთის მონაკვეთის დამმუშავებლებთან, ე.ი. მრავალი ცდის შემდეგ, თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას ბიზნესში, მაგრამ თუ სიზმარში გწვავთ ამ ბიზნესისაგან გათავისუფლების სურვილი, ცხადში მომგებიანად იყიდით ან გაყიდით რამეს. კენჭები გიქადით მცირე უსიამოვნებას. ქვების გადაყრა სიზმარში–ვიღაცას უნდა უფრთხილდეთ. თუ ცდილობთ, ქვა ესროლოთ ადამიანს, რომელიც თავს გესხმით, ე.ი. შეძლებთ თავი აარიდოთ მოსალოდნელ ბოროტებას, რადგან ყურადღებიანი იქნებით გარემოებებისადმი.
თუ სიზმარში ქვანახშირის მაღაროში აღმოჩნდით, ცხადში ვიღაც პიროვნებას თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ ქვანახშირის მაღაროს თანამფლობელი ხართ, ცხადში სარფიან საქმეში ჩადებთ თანხას. თუ ასეთი სიზმარი გაუთხოვარ ქალს ესიზმრება, მისი მომავალი მეუღლე, შესაძლოა, სტომატოლოგი ან უძრავი ქონების აგენტი გამოდგეს.
თუ სიზმარში ქვეწარმავალი დაგესხათ თავს, გაფრთხილებთ უბედურ შემთხვევაზე, მაგრამ თუ მოკლავთ ამ საზიზღარ არსებას, ცხადში ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევთ. თუ მკვდარი ქვეწარმავალი გაცოცხლდა, ის უსიამოვნებები, რომელიც მოგვარებული გეგონათ, ისევ დაიწყება. თუ სიზმარში ეხებით ქვეწარმავალს და ზიზღის გრძნობა გაქვთ, თქვენი მეგობრები თქვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ და მათთან კარგი ურთიერთობების დამყარება გაგიძნელდებათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას გარს არტყია ხვლიკები და გველები, მისი შეყვარებული სხვასთან წავა, ხოლო თუ გველი გიკბენთ, თქვენი შეყვარებულის გატაცება დიდ გრძნობაში გადაიზრდება და მიგატოვებთ.
ქვიშა სიზმარში დანაკარგსა და შიმშილს ნიშნავს.
თუ ქვრივად დაგესიზმრათ თქვენი თავი–ელოდეთ უსიამოვნებებს ბოროტი ადამიანებისაგან. თუ მამაკაცი სიზმარში ქორწინდება ქვრივზე–მისი გეგმები უახლოეს მომავალში კრახს განიცდიან.
ცარიელი ქილის ნახვა მოასწავებს სიღარიბეს, სავსე–წარმატებასა და ბედნიერებას. თუ ყიდულობთ ქილებს, თქვენი წარმატება მტკიცე არ იქნება, იმედგაცრუების ტვირთი კი სულს დაგიმძიმებთ. გატეხილი ქილის დასიზმრება ავადმყოფობა ან დიდი გულისტკივილია.
ქინძისთავი სიზმარში ნიშნავს ოჯახურ კონფლიქტს და უთანხმოებას. გოგონას ასეთი სიზმარი აფრთხილებს შეყვარებულთან უღირსად მოქცევაზე. თუ სიზმარში გადაყლაპეთ ქინძისთავი, რეალურ ცხოვრებაში რაღაც აუცილებელი გარემოება გაიძულებთ რისკზე წასვლას. ქინძისთავის დაკარგვა გაფრთხილებთ თქვენი რეპუტაციის შელახვის საშიშროებაზე. თუ სიზმარში გეჩხვლიტათ ქინძისთავი, სინამდვილეში ვიღაც პიროვნება შეეცდება თქვენს ნერვებზე თამაშს. მოღუნული ან დაჟანგული ქინძისთავის ხელში აღება ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ ახლობლების პატივისცემას.
სიზმარში ქოლგის ნახვა უსიამოვნებებია. თუ ვიღაცას უჭირავს ქოლგა–მოგმართავენ დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის. ვიღაცას გამოართვა ქოლგა–გაუგებრობაა უახლოეს მეგობართან ურთიერთობაში. თუ ვინმეს ათხოვებ შენს ქოლგას–მოჩვენებითი მეგობრები შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში კარგავთ ქოლგას–ცხადში ელოდეთ უსიამოვნებებს მისგან, ვისაც ძალიან ენდობი. დახეული ან დამტვრეული ქოლგის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ საქციელს არასწორად გაიგებენ. დასვრეტილი ქოლგის ნახვა მაუწყებელია იმ ტკივილისა, რომელსაც განიცდით საყვარელთან ან კომპანიონთან ურთიერთობაში. ახალი ქოლგა ხელში, განსაკუთრებით თუ მზე ანათებს, ხოლო ცაზე ღრუბლის ნასახი არ არის, მოასწავებს კმაყოფილებასა და გახარებას.
თუ სიზმარში თქვენს თავს ვინმეს ქორწილში ხედავთ, ცხადში ადვილად მოძებნით სიტუაციიდან გამოსავალს. თუ ქალს დაესიზმრა საიდუმლო ჯვრისწერა, მან საკუთარი სურვილების შეკავება უნდა შეძლოს. თუ სიზმარში გოგონა ქორწინებაზე თანხმობას განაცხადებს, ცხადში იგი იმ ადამიანების თვალში ამაღლდება, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. თუ სიზმარში გოგონას ეჩვენება, რომ მშობლები მის არჩევანს არ ეთანხმებიან, ცხადში ჯვრისწერა ნათესავების უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის შეყვარებულს ცოლად სხვა მოჰყავს, ცხადში უაზრო ეჭვების გამო ტყუილად ინერვიულებს. უცოლო ადამიანი თუ თავის თავს ცოლიანად ნახავს, ეს მას უბედურებას მოუტანს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის ქორწილში ვინმე მგლოვიარეა, მისი ქორწინება შესაძლოა უბედური აღმოჩნდეს. თუ ყოველივე ეს სხვის ქორწილში ხდება, მის ნათესავს ან მეგობარს არასახარბიელო ბედი ელის. ხოლო თუ იგი სამოგზაუროდ მიდის, ცხადში უსიამოვნებებს უნდა ელოდეს.
თუ ქალი სიზმარში თხოვდება დანაოჭებულსახიან ჭაღარა მოხუცზე–მას ელის უსიამოვნება და ავადმყოფობა. თუ საქორწინო ცერემონიის დროს შავებში ჩაცმული საქმრო გვერდით ჩაუვლის და საყვედურით შეხედავს–მეგობარს გული გაუცივდება მის მიმართ. მხიარული და კარგად ჩაცმული სტუმრები ქორწილში–სიხარულის მომტანია. შავტანსაცმლიანი სტუმრები მწუხარების. თუ ახალგაზრდა გოგონა ქორწილში უპატიოსნოდ აღიქვამს თავს, ეს მოასწავებს იმედგაცრუებას სიყვარულში ან ავადმყოფობას; ან თავის ქცევებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან გვერდით მტრები ჰყავს. თუ გესიზმრებათ, რომ ქორწინდებით, მიიღებთ უსიამოვნო ცნობას სხვაგან მყოფი ადამიანისაგან. თუ სიზმარში თქვენ ხართ საქორწინო ცერემონიის მომსახურე პერსონალი, ცხადში თქვენზე იზრუნებენ ახლობლები. უბედური შემთხვევა ქორწილის დროს მოასწავებს სინანულს, ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი.
სიზმარში ქსოვა ისეთი ბედნიერებაა, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ ბედავდით. საქსოვი ძაფის გორგალი სასიამოვნო ნაცნობობას მოასწავებს. ქალისათვის სიზმარში ქსოვა ნიშნავს მშვიდ, ბედნიერ ოჯახს მოსიყვარულე წევრებითა და ბავშვებით. ახალგაზრდა გოგონასათვის ქსოვა ნიშანია სწრაფი და ბედნიერი დაოჯახებისა. თუ ესიზმრება, რომ მუშაობს საქსოვ ფაბრიკაში, ის ჰპირდება მას ღირსეულ და ერთგულ შეყვარებულს. თუ ფაბრიკა, რომელშიც ის მუშაობდა, გაკოტრდა–წააწყდება წარუმატებლობას საქმესა და სიყვარულში. კაცისათვის საქსოვ ფაბრიკაში ყოფნა მომასწავებელია მისი საქმეების აღმავლობისა. თუ თქვენს სიზმარში სხვა ხალხი ქსოვს, ცხადში მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროთი იქნებით გარშემორტყმული, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ვერ დააფასებთ.
თუ დაგესიზმრათ რაიმე ქსოვილი, ეს ნიშნავს, რომ მეგობრები, რომლებშიც თქვენ ცდებოდით, თქვენი დაგეგმილი მიზნის განხორციელებაში დაბრკოლებებს შეგიქმნიან. უხეში ქსოვილი იმის მაუწყებელია, რომ ცხადში სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ, თუ არა და, შურიანი ადამიანები შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა იღბალი თქვენგან შეტრიალდეს. თუ სიზმარში ჩაიცვით თხელი, გამჭვირვალე ქსოვილის ტანსაცმელი, ეს ნიშნავს თქვენი ბედის რაღაც გაურკვევლობას. თუ ახალგაზრდა მამაკაცი ხედავს თავის შეყვარებულს ასეთ ტანსაცმელში, მის მიმართ იგი ითამაშებს კეთილისმსურველი დამრიგებლის როლს.
ქალისათვის ქუდის დასიზმრება რაღაც წვეულებაზე მიპატიჟებას მოასწავებს. თუ გოგონას შეყვარებული ქუდში დაესიზმრა, ცხადში მისი თანდასწრებით იგი ძალზე დაიმორცხვებს, რაც ერთმანეთის გაგებასა და გაცნობაში ხელს შეუშლის. არისტოკრატული ქუდი იმის ნიშანია, რომ მძიმე წუთებში ვაჟკაცობა არ გეყოფათ გადაწყვეტილების მისაღებად. ლამაზი ბეწვის ქუდი მიგანიშნებთ, რომ ახლობლის მიმართ თქვენს მოვალეობას არ შეასრულებთ და იღბალი დროის რაღაც პერიოდში ზურგს შეგაქცევთ.
თუ გესიზმრათ, რომ ქურდი ხართ და მილიცია მოგდევთ, ე.ი. გელით წარუმატებლობა და თქვენს გარემოცვასთან თქვენი დამოკიდებულება ცუდი მხრივ შეიცვლება. თუ თვითონ მისდევთ ქურდს ან დაიჭირეთ ის–სინამდვილეში მტრებზე გაიმარჯვებთ.
თუ დაგესიზმრათ ქურდობა ან მძარცველები, ეს სიზმარი მიანიშნებს თქვენს უხასიათობასა და მომავალ წარუმატებლობაზე. სიზმარში თუ თქვენ გაბრალებენ ქურდობას, ნიშნავს, რომ გაუგებრობა ხელს შეგიშლით რაღაც საქმეში და ამას ძალიან განიცდით, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. თუ ქურდობას ვინმეს აბრალებთ, ე.ი. ცხადში თქვენ უყურადღებობას გამოიჩენთ ვიღაცის მიმართ.
თუ სიზმარში ქუჩაში მიდიხართ– თქვენი მცდელობები, მიაღწიოთ რაიმეს, ფუჭი აღმოჩნდება და სასოწარკვეთილება დაგეუფლებათ. თუ გესიზმრებათ, რომ აღმოჩნდით ნაცნობ ქუჩაზე შორეულ ქალაქში, მალე წახვალთ სამოგზაუროდ, რომელიც არც სიხარულს მოგიტანთ და არც სარგებლობას. თუ სიზმარში ქუჩაში შიშით გარბიხართ, ცხადში გადადგამთ რისკიან ნაბიჯს სამსახურში დასაწინაურებლად.
ღასოზე დაწყებული სიზმრები
თუ გესიზმრათ უკუნი ღამე, წინ გამოცდა გელოდებათ. თუ ღამე ილევა–უძლურების გრძნობას დაძლევთ და გაგიჩნდებათ კრიზისიდან თავის დაღწევის სურვილი.
საკუთარი თავის ნახვა ღამის პერანგში უქეიფოდ ყოფნას მოასწავებს. თუ სხვებს ხედავთ ამ სამოსში–უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ; შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერ უმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს–არ შედრკეთ, ეს წუთიერი სისუსტეა.
ფხიზლად იყავით თუ სიზმარში ამ უსახურ ქმნილებას ნახავთ: გელით მწუხარება და გასაჭირი. შესაძლოა, ვინმე ახლო მეგობრის სიკვდილი, მხედველობის დაკარგვა ან კიდურების წართმევა ძილის შემდეგ. თეთრი ღამურა თითქმის ყოველთვის სიკვდილს მოასწავებს, უფრო ხშირად ბავშვისა.
საკუთარი თავის ან რომელიმე მეგობრის ნახვა ღარიბად ცუდი ნიშანია: წინ ბევრი საქმე და წინააღმდეგობა გელით. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ვიღაც ეცდება მის საქმეებში უხეშად ჩარევას. საქმიანი ადამიანისათვის მოხუცი, დაუძლურებული ღარიბი მინიშნებაა: დაგეგმეთ თქვენი დრო უკეთ, რამდენადაც მოსალოდნელია დიდი დანაკარგი. ღარიბისათვის წყალობის გაღება იმის ნიშანია, რომ გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ვითარდება და დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუ სიზმარში ღარიბს უარს ეუბნებით წყალობაზე, სიზმარი არასასურველია.
თუ სიზმარში სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულსა და ერთგულ, სანდო მეგობარს. ღვინით სავსე ბოთლის გატეხვა ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება ყველა ზღვარს გასცდება. ღვინით სავსე კასრის ნახვა ფუფუნებაა. ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში–ნიშანია მრავალგვარი კმაყოფილებისა, გართობისა, ასევე მოგზაურობისა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღვინით ვაჭრობა–თქვენი შრომა კარგად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში სვამს ღვინოს, გათხოვდება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანზე.
სიზმარში მწვანე ღობის ნახვა სიხარული და შემატებაა. შიშველი, გამხმარი ღობის ნახვა ნიშანია მომავალი უბედურებისა ან სულელური ქცევებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღობეებს შორის დადის თავის შეყვარებულთან ერთად–ნიშანია სწრაფი ქორწინებისა. ეკლიან ღობეში გახლართვა ნიშნავს, რომ ვიღაც ბიზნესში ხელს შეგიშლით: შესაძლოა, ესენი იყვნენ ურჩი პარტნიორები ან თქვენი ხელქვეითები. შეყვარებულებისათვის ეს ეჭვიანობისა და დაცილების ნიშანია.
სიზმარში კარგად ნაკვები, დიდი ღორების ნახვა ნიშანია საქმიან და სავაჭრო სფეროში გამოცოცხლებისა. გამხდარი ღორები მოასწავებენ მოუსვენრობას სადავო საქმეზე გაბრაზებას ბავშვებისაგან. გოჭებიანი ღორის დასიზმრება გლეხებისათვის კარგ მოსავალს, ხოლო სხვა დანარჩენისათვის წარმატებულ საქმიანობას ნიშნავს. სიზმარში ღორების ღრუტუნის მოსმენა მომასწავებელია მეგობრებისაგან არასასიამოვნო ცნობის მიღებისა: სიზმარი მიანიშნებს წუხილზე ვიღაცის სიკვდილის გამო ან რაღაც საინტერესო პროექტის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხით დაუკმაყოფილებლობაზე. სიზმარში საკუთარი ღორების კვება–მომავალში ქონების გაზრდის მაუწყებელია. ღორებით ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით დიდი ქონების მფლობელი, მაგრამ ამას მიაღწევთ დიდი ძალისხმევისა და ენერგიული მოქმედების ფასად. გასუქებული ღორი დამსახურებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ღორი ტალახშია ამოსვრილი, თქვენი პარტნიორების ცუდმა საქციელმა შეიძლება წამოწყებული საქმე ჩაგიშალოთ. გოგონას ასეთი სიზმარი ეჭვიან და ძუნწ ქმარს უქადის; მისი ერთადერთი უპირატესობა სოლიდური ქონება იქნება.
შავი ღრუბელი სიზმარში წარუმატებლობას მოასწავებს, თუმცა თავს გაართმევთ დავალებულ საქმეს; თუ წვიმაც მოდის, ავადმყოფობა გელით; ფუმფულა ღრუბელი, რომლიდანაც მზის სხივი გამოსჭვივის–წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. გამჭვირვალე ღრუბელი ღამით, რომელთა შორის ვარსკვლავები კიაფობენ, გპირდებიან სიხარულსა და საქმეებში მცირეოდენ წარმატებას.
მეზღვაურებისათვის ეს სიზმარი ძალზე კარგი სიზმარია. ყველა დანარჩენისათვის კი განშორების მაუწყებელია. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. თუ შეყვარებული ნახავს ამ სიზმარს, მას ჩხუბი ელოდება.
ყასოზე დაწყებული სიზმრები
სიზმარში ყავის დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა, მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას, ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ან ადუღებს ყავას, ის შეიძება იქცეს მითქმა–მოთქმის საგნად, თუ არ მოიქცევა წესიერად. ახალგაზრდა ქალისათვის მოხალული ყავის ნახვა ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს ცოდვას მისთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანზე მომგებიანად გათხოვების შედეგად. დაფქვილი ყავა–თქვენ გყავთ ხილული მტრები, რომლებიც არ დაგინდობენ და იბრძოლებენ თქვენს ბოლომდე გასანადგურებლად.
თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით.
ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი. სიზმარში ხაშხაშის ჰიპნოზურად მოქმედება ჩაგაგდებთ უცნაურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის რეალური არსებობა უკან რჩება და ის მიისწრაფვის სხვა სფეროებისაკენ. ეს ჰგავს ჩვეულებრივ სიზმარს, მაგრამ ასეთ სიზმარში ნანახი სურათები მატერიალური ობიექტებისათვის არ შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად.
მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ.
სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ.
თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში.
ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე.
ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ.
სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ.
ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო. ლოლუები სახლის სახურავზე მოასწავებს სიღატაკესა და ღარიბულ ცხოვრებას. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს ჯანმრთელობის გაუარესებას. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე იმის ნიშანია, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალს უდიერად მოექცევიან, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. თუ სიზმარში თვითონ აკეთებთ ლოლუებს–თქვენი ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ავნებთ საკუთარ თავს. თუ სიზმარში აკნატუნებთ ლოლუებს–ავად გახდებით. მასვე გპირდებათ სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ კმაყოფილებას, რომელიც უცებ შეწყდება გაუთვალისწინებელი გარემოების გამო.
სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.
თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა.
ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ ოცნებას. ვაზებს შორის ცხენით სიარული და დროდადრო მწიფე ნაყოფის მოწყვეტა–მაუწყებელია შემოსავლიანი სამსახურისა და თქვენი ოცნების ასრულებისა. თუ სიზმარში ყურძენი არასასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, მართალია, გეწვევათ შიში და ეჭვები, მაგრამ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სულიერ წონასწორობას.
შასოზე დაწყებული სიზმრები
მზეზე მბრწყინავი შადრევანი გართობას, სიხარულსა და სასიამოვნო მოგზაურობას გიქადით. თუ შადრევანი ბურუსიან დღეს დაგესიზმრათ–გარშემომყოფთა არაგულწრფელი მოქმედების გამო დაზარალდებით. ამომშრალი შადრევანი უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი შადრევანს მთვარის შუქზე ხედავს, ცხადში მას ისეთი გართობა ელის, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.
თუ სიზმარში შამპუნით იბანთ თავს, ცხადში შეეცდებით, ვიღაცის გამო, გარკვეულ ავანტიურაში მიიღოთ მონაწილეობა. თუ თავს პარიკმახერი ან სხვა ვინმე გბანთ–საოცარი მოგზაურობა გელით, რომლისგანაც უდიდეს კმაყოფილებას მიიღებთ,მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ მშობლებმა და ახლო მეგობრებმა მისი ნამდვილი მიზეზი არ გაგიგონ.
თუ დაგესიზმრათ შარვალი, მიდრეკილება გექნებათ უღირსი საქციელისაკენ. თუ სიზმარში უკუღმა ჩაიცვით შარვალი, ცხადში აღმოჩნდებით ვიღაცის მიმზიდველობის ტყვეობაში.
თუ სიზმარში ვიღაცას ებრძვით, წააწყდებით სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ თუ ბრძოლისას მიაღწევთ გამარჯვებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას წარმატების გზაზე. საქმიან ადამიანებს ასეთი სიზმარი უქადის კამათს პარტნიორებთან. თუ სიზმარში უყურებთ ბრძოლას, ე.ი. ტყუილად კარგავთ დროსა და ენერგიას. ასეთი სიზმრის შემდეგ ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ ჭორაობისა და ავსიტყვაობისას. თუ გოგონა ხედავს თავის შეყვარებულს ბრძოლაში–ეს ნიშნავს, რომ იგი ღირსი არაა. თუ ბრძოლაში მარცხდებით, დაკარგავთ უფლებას საკუთრებაზე. თუ სიზმარში დასცემთ მოწინააღმდეგეს, მიუხედავდ ყველაფრისა, სწრაფად მიიღებთ პატივსა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში უყურებთ პისტოლეტებით დუელს, მომავალში გელით ხიფათი, თუმცა ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
სიზმარში თუ თქვენ ხართ შეთქმულების ობიექტი–არასწორად მოიქცევით რაღაც რთულ სიტუაციაში.
სიზმარში შეკითხვა რაღაცის ვარგისიანობის შესახებ ნიშნავს, რომ თქვენ ეჭვობთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე და მისი ხრიკებისადმი სიფრთხილეს გამოიჩენთ. სიზმარში რაღაც შეკითხვის დასმა ე.ი. სინამდვილეში იმოქმედებთ პრინციპულად და გამოიჩენთ სიმტკიცეს სიმართლის დასადგენად, საერთო ჯამში კი მიაღწევთ წარმატებას. თუ სიზმარში თქვენ გეკითხებიან, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უსამართლოდ მოგექცევიან.
თუ სიზმარში თქვენ იღებთ შემოსავალს, ე.ი. შეგიძლიათ უსიამოვნებანი მიაყენოთ ოჯახსა და მეგობრებს. თუ თქვენი ნათესავთაგანი იღებს მემკვიდრეობას–სიზმარი გპირდებათ წარმატებას. სიზმარში ქალისათვის შემოსავლის დაკარგვა ნიშანია ცხოვრებისეული იმედგაცრუებისა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი არ არის, ელოდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან და მეგობრებთან. თუ სიზმარში იღებთ შემოსავლის მხოლოდ ნაწილს–ე.ი. გელით ხანმოკლე წარმატება, თუმცა თქვენ უფრო მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ.
სიზმარში მშვენიერი შენობის ნახვა წინ ლამაზი გაზონით მოასწავებს ხანგრძლივ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას. პატარა, ახლახან აშენებული სახლი ნიშნავს ოჯახურ ბედნიერებასა და შემოსავლიან საქმეს; მაგრამ თუ შენობა დანგრეული, ძველი და გადაქოთებულია, ელოდეთ ავადმყოფობას, საქმეების წახდენასა და ახლობლებთან ჩხუბს.
თავის მოჭრა - თუ სიზმარში შეგრცხვებათ თქვენი მეგობრების ან შვილების გამო. თქვენს ოცნებებს ახდენა არ უწერია. თუ თვითნ ხართ შერცხვენილი სიზმარში–ცხადში საკუთარი პრინციპების დათმობას და რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.
ეს ცუდი სიზმარია. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი სახალხოდ შეურაცხყვეს. ე.ი. ვიღაც არაკეთილმოსურნე მისი ნდობით ისარგებლებს და შეავიწროებს; თუ თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს–გექნებათ წარუმატებლობა საქმეში და დარჩებით სახსრების გარეშე, ამის მიზეზი კი იქნება თქვენი სიჯიუტე და ის, რომ არ შეგიძლიათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. თუ სიზმარში თავს შეურაცხყოფილად თვლით, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები ისე წარიმართებიან, რომ თქვენ გვერდით მყოფნი უნდობლად მოგეკიდებიან.
დაგვიანება - თუ სიზმარში ვიღაც გაყოვნებთ, ან გესიზმრებათ, რომ აგვიანებთ–ასეთი სიზმარი ყურადღებას გამახვილებინებთ: სინამდვილეში, თქვენს გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს წარმატებაში ხელის შეშლას.
თუ თქვენ სიზმარში შეშინებული ხართ რაღაცით, ეს ნიშანია დროებითი ან სწრაფად წარმავალი მღელვარებისა.
სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა მოასწავებს შეფერხებას, დარდსა და შიშს. თუ ახალგაზრდა შეყვარებულები ხედავენ თავიანთ შეხვედრას, სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაციებაზე. ვიღაცასთან ჩაშლილი შეხვედრის ნახვა სიზმარში ნიშნავს სწრაფ და მოუფიქრებელ ნაბიჯს მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც მოიტანს უსიამოვნებებს.
სიზმარში ნაშვილები ბავშვები ან მათი დედობილ–მამობილის ნახვა–ე.ი. ცხადში უცნობი ხალხი დახმარებას გაგიწევთ. თუ სიზმარში თქვენ თვითონ იშვილეთ ბავშვები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის არც თუ ისე იღბლიანი შეცვლა.
თუ თქვენ ბიჭი გყავთ და იგი ლამაზად და დამჯერად დაგესიზმრათ, შეგიძლიათ მისით იამაყოთ. თუ იგი ცუდად დაგესიზმრათ, მას შეიძლება ცუდი ამბავი შეემთხვეს. თუ დედას დაესიზმრა, რომ შვილი ჭაში ჩაუვარდა და მისი ყვირილის ხმა ესმის–ბევრი სიძნელე შეხვდება. თუ იგი სიზმარში მის გადარჩენას შეძლებს, უბედურება ასცდება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.
სიზმარში შთამომავლობის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ, რომ იქნებით ბედნიერი და მხიარული: თქვენს სახლში სიხარული დამკვიდრდება და სტუმრიანობა გაგიხშირდებათ. შინაური ცხოველების შვილების ნახვა კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს.
შიმშილის შეგრძნება სიზმარში ცუდი ნიშანია. სახლში ვერ ნახავთ ვერც მოსვენებას, ვერს სიმშვიდეს. შეყვარებულებისათვის კი ასეთი სიზმარი მოასწავებს უიღბლო ქორწინებას.
შიშის გრძნობა სიზმარში იმედგაცრუებასა და დანაკარგს მოასწავებს. შეშინებული ადამიანი უბედურებას ნიშნავს და ეს თქვენს ახლობლებს შეეხება. თუ დაგესიზმრათ, რომ დაწყებული საქმის გაგრძელების გეშინიათ, წარუმატებლობა გელით. შესაძლებელია, ამ სიტუაციებში ახლობლები დაგეხმაროთ.
შოკოლადის ფილა სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნით. შოკოლადის კანფეტები კარგი ნიშანია: თქვენ საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ძველი შოკოლადები ჯანმრთელობის შერყევას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხელ შოკოლადს სვამთ, დარდები ჩამოგშორდებათ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შემობრუნდება.
სიზმარში შინაური ცხოველის ნახვა, რომელიც დაკავებულია მძიმე შრომით, ნიშნავს წარმატებას, რომელსაც მიაღწევთ კოლეგების უსამართლო დამოკიდებულების ხარჯზე. თუ გესიზმრებათ, რომ ხალხი შრომობს, თამამად შეგიძლიათ დაამყაროთ იმედი თქვენს ჯანმრთელობაზე და გელით წარმატება. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გულმოდგინედ მუშაობთ, მაშინ ცხადში თქვენს ყოველ ინიციატივას ექნება შესანიშნავი გაგრძელება. ფერმერს ასეთი სიზმარი უქადის კარგ მომავალს.
ძლიერი შტორმი–დანაკარგის ნიშანია.
სიზმარში ლამაზი, გადატკეცილი შუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი წინდახედულება და სამართლიანობა განამტკიცებს თქვენს რეპუტაციას. ულამაზო შუბლი–ნიშანია მომავალი უკმაყოფილებისა პირად საქმეებში. თუ სიზმარში ეფერებით ბავშვს შუბლზე–თქვენს ბავშვებს შეაქებენ ტალანტისა და აღზრდის გამო. გოგონა თავის მეგობარს კოცნის შუბლზე–მალე ის გაიგებს მისი უღირსი საქციელის შესახებ და მცირე ხნით წაიჩხუბებენ.
შური სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მიდგომითა და კეთილგანწყობით შეძლებთ ახალი მეგობრების გულის მოგებას. თუ ვინმეს შურს თქვენი–ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობა მეგობრებთან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ თქვენი პრობლემები.
სიზმარში ვიღაცაზე შურისძიება მიუთითებს თქვენი ხასიათის გულქვაობასა და სულმოკლეობაზე. თუ არ დაფიქრდით იმაზე, დაკარგავთ ბევრ მეგობარს და შეხვდებით ბევრ წყენას.
მინა - თუ სიზმარში მინიდან იყურებით, ცხადში უსიამოვნება გელით. გატეხილი მინა იმ საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს, რომელსაც დიდი ჯაფა შეალიეთ. თუ რაიმე გაგეჭრათ მინაზე, ცხადში თქვენი გარემოცვა თქვენით აღფრთოვანებული იქნება. გაწმენდილი, სუფთა მინა საინტერესო და პრესტიჟულ თანამდებობას ნიშნავს. დაბინდული მინა–წარუმატებლობას მოასწავებს.
ჩასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზმარში ჩაის აყენებთ, სიზმარი გაფრთხილებთ–ვიღაც პიროვნების მიმართ უპატიოსნო საქციელისაგან თავი შეიკავოთ, თორემ მწარედ ინანებთ. მეგობრებთან ჩაის სმა იმას მოასწავებს, რომ მალე თქვენი კარგი ცხოვრება თქვენთვის მოსაწყენი გახდება და შეეცდებით ქველმოქმდებას მიჰყოთ ხელი. ნალექი ჩაიში–უბედური სიყვარულის ნიშანია. ეს, ასევე, საქმეებში წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სიზმარში ჩაი დაგექცათ, ცხადში თქვენს ოჯახში უსიამოვნებები დაიწყება. თუ ჩაის ცარიელი ყუთი დაგესიზმრათ, ცხადში თქვენზე ჭორაობას დაიწყებენ. თუ სიზმარში ჩაის დალევის სურვილი მოსვენებას არ გაძლევთ, ცხადში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან.
ჩაიდანი სიზმარში უსიამოვნო ახალ ამბავსა და მძიმე სამუშაოზე მიგანიშნებთ. მდუღარე ჩაიდანი–სერიოზული ცვლილებებია, რაც კონკურენტებზე გამარჯვებას გიქადით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ჩაიდნიდან ცივ წყალს ასხამს, ცხადში მას ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდებიან. გატეხილი ჩაიდანი საქმეებში მარცხს მოასწავებს. მუქი ფერის ჩაიდანი გოგონასათვის სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს, ღია ფერის ჩაიდანი–მდიდარ მეუღლესა და ქორწინებაში დამოუკიდებლობას ნიშნავს.
სიზმარში ჩამოვარდნისა და შიშის შეგრძნება ნიშნავს, რომ მოგიწევთ დიდი სიძნელეების გადალახვა, მაგრამ თუ თქვენ ამას შეძლებთ–დიდი წარმატება გელით. თუ დაცემისას დაშავდით და რაიმე გაიჭერით, თქვენ რაღაც დანაკარგი გექნებათ; შესაძლებელია მეგობრებმა ზურგი შეგაქციონ.
ჩანჩქერი სიზმარში მიუთითებს, რომ შეძლებთ თქვენს თავშეუკავებელ სურვილზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ბედი კეთილგანწყობილი გახდება თქვენდამი.
თუ ვინმე ან რამე ხელს გიშლით ჩაცმაში, ვიღაც უკეთური ლამობს თქვენი საქმიანობის ჩაშლას. თუ გესიზმრათ, რომ თქვენ ვერ ასწრებთ ჩაცმას და სადგურზე გეჩქარებათ–გარშემომყოფთა ფუქსავატობა და დაუფიქრებლობა ქვენს მღელვარებას გამოიწვევს; უმეტესად დაეყრდენით საკუთარ თავს, ვიდრე სხვებს და წარმატებას მიაღწევთ.
ჩემოდანი მოგზაურობას მოასწავებს, მაგრამ ზოგჯერ წარუმატებლობასაც ნიშნავს. თუ სიზმარში ჩემოდანს ყიდულობთ, ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას უნდა ელოდეთ, მაგრამ თუ ჩემოდანში ჩასაწყობი ნივთები ვერაფრით ვერ მოაწესრიგეთ, მოგზაურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობლებსაც კი წაეჩხუბოთ. ცარიელი ჩემოდანი–უიღბლო ქორწინების ნიშანია. თუ თქვენი სამსახური ხშირ მოგზაურობას ითვალისწინებს, მაშინ ისეთი სიზმარი, სადაც თქვენ ჩემოდნის შიგთავსს ამოწმებთ, შესაძლოა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს. თუ თქვენი ჩემოდანი ძალიან პატარაა, მაგრამ მასში მაინც ყველაფერს ატევთ, რაც კი გჭირდებათ, ცხადში თქვენი ძალისხმევა კარგად დასრულდება და თანამდებობრივი დაწინაურებაც გელით. თუ პირიქით, ჩემოდანი პატარაა და მასში ვერაფერი ვერ ეტევა, ცხადში საქმეებში არასასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თუ გოგონა ცდილობს ჩემოდნის გახსნას, მაგრამ ვერ ახერხებს, ცხადში იგი შეეცდება ძალიან მდიდარი ადამიანის გულის მოგებას, თუმცა არაფერი გამოუვა. ხოლო თუ ჩემოდანს ვერ კეტავს, მისთვის სასურველი მოგზაურობა იმედს გაუცრუებს.
წითელბუმბულიანი ჩიტების ნახვა ქალს ბედნიერ ქორწინებას უქადის. თუ ჩიტი უეცრად ჭიკჭიკს შეწყვეტს–მოექცევით ძალაუფლების მქონე და მდიდარი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ. დაჭრილი ჩიტი ღრმა მწუხარებაა, რომელშიც თქვენი შვილების საქციელის გამო მოხვდით. მფრინავი ჩიტები წარმატების მაუწყებელია–ყველაფერი, რაც გაწუხებთ, წარსულს ჩაბარდება. ჩიტის დაჭერა–კარგი სიზმარია; ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ისეთი საქმის წამოწყებას ნიშნავს, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, შეიძლება, ვერც კი შეძლოთ მისი გადაჭრა. თუ სიზმარში ჩიტს თოფით კლავთ–მოუსავლიანობას ან სტიქიურ უბედურებას მოასწავებს.
თუ ჩონჩხი დაგესიზმრათ, ბედი თავზე ავადმყოფობებს, დანაკარგებსა და უბედურებებს დაგატეხთ. თუ ჩონჩხის სახით თქვენივე თავი დაგესიზმრათ, მცირედი უსიამოვნებებიც კი ადვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან. ერთი სიტყვით, ეცადეთ თქვენს ფანტაზიებს არ აჰყვეთ. თუ სიზმარში ჩონჩხი მოგდევთ, ცხადში მართლაც დიდი უსიამოვნება გელით, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეთ და ყველაფერს თავს გაართმევთ.
თუ სიზმარში ვინმეს ჩურჩული გესმით, ცხადში სერიოზული ჭორაობის ობიექტი გახდებით. თუ სიზმარში ვინმე ჩურჩულით გაძლევთ რჩევას ან გაფრთხილებთ რაიმეზე, ცხადში მეგობრების სერიოზული მხარდაჭერა დაგჭირდებათ.
ჩხიკვი სიზმარში ახალ ნაცნობობას მოასწავებს. თუ ჩხიკვი დაიჭირეთ, უშედეგო, მაგრამ საინტერესო საქმეების კეთება მოგიწევთ. მკვდარი ჩხიკვი სახლში უსიამოვნებებსა და სხვა პირადი ხასიათის პრობლემებს ნიშნავს.
ცასოზე დაწყებული სიზმრები
მოწმენდილი ცა გპირდებათ პატივსა და სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე გამორჩეულ საზოგადოებასთან ერთად. თუ ცა მოფენილია ღრუბლებით, ეს მოასწავებს თქვენი იმედების გაცრუებას. თუ სიზმარში მიფრინავთ ცაზე ფანტასტიკურ ცხოველთა შორის და ფიქრობთ იმაზე, სიზმარში ხდება ეს თუ ცხადში–შეგაწუხებთ ეჭვიანობა ძვირფას ადამიანზე. მეწამული ცა სიმბოლოა მომავალი საზოგადოებრივი მღელვარებისა. მანათობლებიანი ნათელი ცა ნიშნავს თქვენი მოწოდების შესაფერ შრომას, რომელიც მოგიტანთ სიბრძნესა და სიმშვიდეს. ვარსკვლავიანი ცა მოასწავებს ბრძოლას საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, რომელიც წარმატებული იქნება. თუ გესიზმრებათ, რომ მიფრინავთ ზეცისაკენ–თქვენ წინაშე არსებულ შესაძლებლობათა გამოყენება ფუჭი იქნება. თუ ცაზე კიბით ცდილობთ ასვლას, საზოგადოებაში დაიკავებთ მაღალ თანამდებობას, ორმელიც მორალურ კმაყოფილებას არ მოგიტანთ, რამდენადაც ადვილად მოგერთმევათ.
შეცდენა - თუ გოგონა სიზმარში ვიღაცამ აცდუნა, იგი შეიძლება გაერთოს ისეთი ადამიანით, რომლის მომხიბვლელი გარეგნობის ქვეშ სულის სიმდაბლე იმალება. მამაკაცისათვის, სიზმარი, რომელშიც მას მაცდუნებელი ესტუმრება, აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება მზადდება. თუ სიზმარში ცდუნებას აყევით, ცხადში შეიძლება უსიამოვნო საქმეებში აღმოჩნდეთ გარეული და დაკარგოთ თქვენი მეგობრების პატივისცემა. თუ დაგესიზმრათ, რომ ცდუნებას გაუძელით, ცხადშიც მოიპოვებთ კონკურენტებზე გამარჯვებას.
სიზმარში მოცეკვავე ბავშვები ქალიშვილს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერ გათხოვებას და მეგობრულ ოჯახს. ვაჟს კი ადვილ, მაგრამ საინტერესო სამსახურს. თუ თქვენს სიზმარში ასაკოვანი ხალხი ცეკვავს, ცხადში თქვენს საქმიან სფეროში კარგი პერსპექტივები გადაიშლება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით.
თუ სიზმარში ვიღაც ძალიანაა გაბრაზებული თქვენზე ან გცემთ–ცუდია. ასეთი სიზმრის შემდეგ მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება და კამათი. სიზმარში ბავშვის ცემა ნიშნავს, რომ თქვენ დამსახურებულად მიიღეთ ვიღაცის კუთვნილი ქონება.
ცეცხლი სიზმარში კარგი ნიშანია, თუ თქვენ არ იწვით მასში. ასეთი სიზმარი მეზღვაურებს წარმატებულ მოგზაურობას ჰპირდება, მიწათმოქმედებს–შემოსავალს; ცეცხლი თქვენს სახლში მყარ მეგობრობასა და დამჯერ ბავშვებს გპირდებათ. თუ ცეცხლი გამყიდველს ესიზმრა მის მაღაზიაში–მისი საქმეები წარმატებით განხორციელდება. თუ სიზმარში ებრძვით ცეცხლს და არ აძლევთ გავრცელების საშუალებას–გექნებათ რაღაც სახლაფორთო სამუშაო; ცეცხლის დანთება მოულოდნელ სიამოვნებებს გპირდებათ, შესაძლოა მოინახულოთ მეგობრები, რომლებიც არცთუ ახლოს ცხოვრობენ მაღაზიასთან, საწყობთან და ა.შ. დამწვარი კედლები უბედურების ნიშანია. გამორიცხული არ არის, რომ ღრმა მწუხარება გადაიტანოთ, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაყაროთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ბედისწერაც თქვენს მხარეზე იქნება.
ციგა სიყვარულში წარუმატებლობასა და მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. თუ თქვენ ციგაობთ, ცხადში დაუფიქრებელი ვალდებულებები დაგეკისრებათ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ცილი დაგწამეს, სინამდვილეში უპატიოსნობა და უვიცობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ სიზმარში თვითონ დასწამეთ ვინმეს ცილი. მაშინ თქვენი ეგოიზმის წყალობით მეგობარს დაკარგავთ.
თუ სიზმარში ციფრებს ხედავთ, ეს თქვენს გადაღლილობას და ავადმყოფობას მოასწავებს. თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, რადგან თქვენ შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული იმ საქმეების ბედი, რომელთაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თუ გესიზმრებათ ციხე ან პატიმრები, ცხადში ეცდებით მიაღწიოთ პრივილეგიებს იმ პირებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობები. თუ ციხე თქვენს სიზამრში გაკაშკაშებულია–რეალურ ცხოვრებაში თქვენი პრინციპულობა დაგეხმარებათ უსიამოვნების თავიდან აცილებაში. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული მოხვდა გისოსებს მიღმა, მაშინ ცხადში ექნება ყველა საფუძველი, რომ დაეჭვდეს მის პატიოსნებაში. თუ გესიზმრებათ, რომ მოხვდით ციხეში, რეალურ ცხოვრებაში გარემოებათა უიღბლო დამთხვევა შეგიქმნით თქვენი კეთილდღეობის დამსხვრევის საშიშროებას. თუ სიზმარში ბედნიერად დააღწევთ თავს დაპატიმრებას–მიიღებთ წინადადებას სარფიან ოპერაციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე. ყველა პროფესიის ადამიანისათვის ზედმიწევნით სასიკეთოა სიზმარი, რომელშიც ხედავს, რომ ვიღაც ათავისუფლებს პატიმრობიდან. თუ გესიზმრებათ ბრბო, რომელიც ცდილობს ციხის კარის გატეხვას, მაშინ ცხადში ვიღაცა მოტყუებით შეეცდება ფულის გამოძალვას.
თუ გესიზმრებათ, რომ ძველ ციხე დარბაზში იმყოფებით, ე.ი. გახდებით ისეთი ქონების მფლობელი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იცხოვროთ ისე, როგორც მოგინდებათ, შეგეძლებათ ბევრი იმოგზაუროთ და გქონდეთ კონტაქტები სხვდასხვა ეროვნების ადამიანებთან. თუ გესიზმრებათ ძველი ციხე, რომლის კედლებზე ყურძნებია შემოგრაგნილი, ცხოვრებაში, როგოც ჩანს, თქვენ ძალიან რომანტიკული ადამაინი ხართ. ამიტომ თქვენთან ქორწინების დროს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ დაუშვან შეცდომა. ასეთი სიზმრის შემდეგ ბიზნესის განვითარება ფერხდება. თუ გესიზმრებათ, რომ მიატოვეთ სასახლე, ცხადში გელოდებათ დიდი იმედგაცრუება: შესაძლოა, რომელიმე ახლობლის სიკვდილი ან თქვენი სახლის გაქურდვა.
ციხის ზედამხედველი–მუხანათობის სიმბოლოა; ამის გარდა ზოგჯერ ეს სიზამრი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება უღირსი ქალი, რომლის გატაცებით საკუთარ თავს ავნებთ.
თუ მამაკაცს დაესიზმრება თავისი ცოლი– ე.ი. განიცდის სულიერ დისკომფორტს დაუმთავრებელი საჭირო საქმისა და სახლის მოუწყობლობის გამო. თუ სიზმარში ცოლი უჩვეულოდ მოსიყვარულეა–ცხადში ის მიიღებს მნიშვნელოვან მოგებას რისკიანი სავაჭრო გარიგებიდან. თუ ქალს ესიზმრება, რომ ქმარი სცემს მათრახით, ე.ი. თავისი უხერხული და წინდაუხედავი საქციელით მალე დაარღვევს ჰარმონიას სახლში, თუ არ გააკეთებს შესაბამის დასკვნას სიზმრიდან.
თუ დაგესიზმრათ, რომ ცოცხლად დაგმარხეს, არ შეშინდეთ. ამ სიზმრის არსი უკავშირდება სიკვდილს, უბრალოდ, ცხადში თქვენ უკვე ახლოს იყავით იმასთან, რომ ჩაგედინათ გამოუსწორებელი შეცდომა, და ეს სიზმარი გევლინებათ მხოლოდ გაფრთხილებად. თუ სიზმარში უვნებლად ამოდიხართ საფლავიდან, ცხადში დიდი ძალისხმევის შედგად, იპოვით ჭეშმარიტ გზას ბედნიერებისაკენ.
თუ სიზმარში ტირით, ბედმა შეიძლება უბედურება მოგიმზადოთ. თუ მტირალ ადამიანებს ნახავთ სიზმარში, თქვენი უბედურება გარშემომყოფთ გულგრილად არ დატოვებს.
სიზმარში თეთრი ცხენით ჯირითი ან მისი ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მეგობრული კავშირის სიმტკიცეს, ამხანაგებთან შეხვედრის სიხარულსა და ქალების ერთგულებას. თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხენი გამხდარი და ჭუჭყიანია, შესაძლოა, მატყუარა მეგობრებისაგან ან ქალისაგან გაყიდვა და შური. შავი ცხენი მიგანიშნებთ, რომ თქვენ დაკავებული იქნებით საქმიანობით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ის ფუჭი და ამაოა. ქალისთვის ეს სიზმარი ქმრის მოღალატეობაზე მიანიშნებს. მუქი ფერის ცხენი გალაღებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს. შენი თავი ნახო ცხენზე მჯდომარე–ბედნიერება და სიხარულია. ქალისათვის ეს სიზამრი ნიშნავს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ცენით ან მის გვერდით სიარული–კომფორტი და სიმშვიდეა. თუ თქვენ ზიხართ ცხენზე და მან გაგიტაცათ, ელოდეთ უსიამოვნებას მეგობრის ან დამქირავებლისგან. თუ ცხენი მირბის რემასთან ერთად–გაიგებთ მეგობრის ავადმყოფობას. ლამაზი ცხენის ნახვა–წარმატება, ჯანმრთელობა და კმაყოფილებაა. ფაშატების რემა ნიშნავს შეყვარებულთან სიახლოვესა და ერთგულებას. თუ ცხენზე ამხედრებული გადადიხართ მდინარეზე, გელით წარმატება და სიამოვნება, მაგრამ სიხარულს ჩრდილი მიადგება, თუ წყალი მღვრიე და ჩქარია. სუფთა წყლის ნაკადის ცხენით გადაცურვა ბიზნესმენისათვის დიდ მოგებას ნიშნავს. დაჭრილი ცხენის ნახვა–მეგობრებთან უკმაყოფილებაა. მკვდარი ცხენიც ყოველგვარ უკმაყოფილებას ნიშნავს. ჯირითი ცხენით, რომელიც ტლინკებს ჰყრის–სიძნელენია წარმატების გზაზე. თუ ის ტლინკებს თქვენ გირტყამთ, ელოდეთ ძლიერ კონკურენტს, რომლის გამოც თქვენი ბიზნესი იზარალებს. თუ ცხენი ზედ გაწვებათ, შეიძლება შეყვარებულმა ზურგი გაქციოთ ან მომავალი გაურკვეველი იყოს ცუდი ჯანმრთელობის გამო. ცხენის დაჭერა აღვირით–ბიზნესში უკეთესობისაკენ დიდ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ვერ მოახერხეთ მისი დაჭერა, მაშინ ბედი ზურგს გაქცევთ. ცხენის ნახვა ვაშლებში–უდიდესი მოგებაა. ნალების ნახვა–აბსოლუტური წარმატებაა. ქალს ეს სიზმარი ჰპირდება კარგ, ერთგულ ქმარს. ნახვა, თუ როგორ იჭერთ ცხენს, ნიშნავს, რომ ცდილობთ რაღაც საეჭვო საკუთრების მიღებას. მოჯირითე ცხენის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გაძღებით ცხოვრების სიტკბოებით, ფერმერისათვის კი ეს სიზამრი მოასწავებს სიმდიდრეს. მონაწილეობა დოღში–კარგი ცხოვრებაა. ცხენის მოკვლა სიზმარში–თქვენი ეგოიზმით მეგობარს გულს ატკენთ. ცხენის ზურგზე აღწევა–თქვენი ძნელი ბრძოლის კეთილად დასასრულის ნიშანია. შეუკაზმავი ცხენით სიარული მამაკაცების კომპანიაში ნიშნავს, რომ დაგეხმარებიან პატიოსანი ადამიანები. თუ ქალთა კომპანიაში ხართ, ეს ლაპარაკობს, რომ თქვენი განცდის საგანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და თქვენი სიმდიდრე ქალზეა დამოკიდებული. ცხენის წმენდა სამურველით–საქმის ინტერესებს სიამოვნებაზე მაღლა დააყენებთ. ფაფარის ან კუდის ვარცხნა–გელით წარმატება, თუ გახდებით ფინანსისტი ან ფერმერი. ლიტერატორებს ეს სიზმარი ჰპირდება ნაწარმოებზე გულმოდგინე მუშაობას. საერთოდ, ცხენის ნახვა–სიმდიდრის ზრდა და სიხარულია ცხოვრების ყველა სფეროში. ფორანში შებმული ცხენი ნიშნავს კეთილდღეობას, ვალდებულებების შემცირებას და დაბრკოლებების სიყვარულს. თუ ცხენით ადიხართ მაღალ მთაზე, ცხენი ვარდება, მაგრამ თქვენ მაინც აღწევთ მწვერვალს–ცხადში მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას, თუმცა ამისთვის მოგიწევთ მოშურნეებთან და მტრებთან შებრძოლება. თუ გოგონა ზის შავ ცხენზე, ეს მიანიშნებს მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც დაეხმარება მას ყველა სურვილის შესრულებაში, თუმცა არა უცბად ყველასი. შავი ცხენი ნიშნავს საქმის გადავადებას. თუ ცდილობთ გატეხილი ნალის შეკეთებას, მაგრამ ის პატარა აღმოჩნდება–თქვენ დაგადანაშაულებენ თაღლითურ ოპერაციებში. გორაკიდან დაშვება ნიშნავს, რომ საქმის ვითარება უეჭველად გაგაწბილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს, რომ უკან მიჰყვება ცხენზე ამხედრებული მეგობარი–იგი ისარგებლებს შეძლებული და გავლენიანი მამაკაცის ყურადღებით. თუ მხედარი ქალი შეშინებულია–სიზმარი მას უქადის ახლობელი ადამიანის ეჭვიანობასა და შიშს. თუ გოგონა ხტება ცხენიდან, ის კი ამ დროს გადაიქცევა ღორად–ეს ლაპარაკობს მის მიერ ხელის მთხოვნელთა უაზრო უარყოფაზე. თუ გოგონა თეთრ ცხენს აჭენებს გორაკებიან ადგილზე და ხედავს, რომ ვიღაც შავცხენიანი ეწევა, ეს უქადის მას წარმატებებისა და წარუმატებლობების მონაცვლეობას, ასევე შიშს მისთვის საჭირო საქმის ბედზე.
თუ სიზმარში ცხვარს კრეჭთ–მალე სარფიან წინადადებას მიიღებთ; ცხვრის ფარა წარმატების საწინდარია: ყელა პროფესიის ადამიანისათვის დგება ბედნიერი და შემოსავლიანი დრო. გამხდარი, მჭლე ხორცი თუ გესიზმრათ, თქვენი გეგმები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, არ განხორციელდებიან. ცხვრის ხორცის ჭამა სიკეთის ნიშანია: არაკეთილმოსურნენი დასცინებენ თქვენს გრძნობებს. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ კრეჭენ ცხვარს, ცხადში ბედი შემოგთავაზებთ ძალიან მომგებიან საწარმოს. თუ ფერმერი ხედავს ცხვარს–ელის გახარება, მაგრამ თუ ხედავთ გამხდარ და ავადმყოფ ცხოველებს, ის გეგმები, რომელთაგან დიდ მოგებას ელოდით, იმედს გაგიცრუებენ. ცხვრის ხორცის ჭამა–ბოროტი ადამიანები თქვენს გრძნობებს შებილწავენ.
საკუთარი ცხვირის ნახვა მიგანიშნებთ, რომ უნდა გამოამჟღავნოთ სულის სიძლიერე და გააცნობიეროთ, რომ შეძლებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ გეჩვენებათ, რომ პატარა ცხვირი გაქვთ, დანაკარგი და წარუმატებლობა გელით საქმეებში. თუ გესიზმრებათ, რომ ცხვირზე თმა ამოგივიდათ, მონაწილეობას მიიღებთ რომელიღაც პროექტში, რომელიც, თქვენი ენერგიისა და აქტიურობის წყალობით, წარმატებით განხორციელდება. ცხვირიდან სისხლდენა უბედურების მაუწყებელია.
ცხვირსახოცი გპირდებათ სასიყვარულო ურთიერთობას და დაუგეგმავ გარემოებებს, რომელიც შეგხვდებათ ცხოვრების გზაზე. ცხვირსახოცის დაკარგვა–ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ, თუმცა არა თქვენი მიზეზით. ცხვირსახოცის დახევა მოასწავებს ჩხუბს საყვარელ ადამიანთან. ჭუჭყიანი ცხვირსახოცი გაფრთხილებაა–საჭიროა მეტი დაკვირვება უახლოეს გარემოცვაზე. სუფთა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამცნობთ, რომ მედგრად გაუძლებთ მკაცრ გამოცდას და სარგებელსაც მიიღებთ. ფერადი ცხვირსახოცი რისკიანი საქმეების სიმბოლოა; აბრეშუმის ცხვირსახოცი ჰარმონია ხალხთან ურთიერთობაში, რომელსაც თქვენივე კათილგანწყობითა და გულახდილობით მიაღწევთ; თუ ცხვირსახოცს უქნევთ ვინმეს–მხიარული, მაგრამ რისკიანი მოგზაურობა გელით, რომლისთვისაც საზოგადოებამ შეიძლება განგსაჯოთ.
თუ ქალს ესიზმრება გავარვარებული ღუმელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ახლობლებს ძლიერ უყვართ, ხოლო მეგობრები პატივს სცემენ მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის გამო. სიზმარში რაიმეს გამოცხობა–მცირეოდენ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ღუმელი გაფუჭდა და შეკეთებას საჭიროებს–შვილები ნერვიულობის საბაბს მოგცემენ. სიზმარი, სადაც ღუმელი ცხელდება, წარმატების მაუწყებელია, ხოლო გაციებული ღუმელი მიგვანიშნებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში შეცდომებს დაუშვებთ. თუ სიზმარში ღუმელზე რაიმე დაწვით, ცხადში ელოდეთ კონკურენტებისაგან უსიამოვნო სიურპრიზებს.
ძასოზე დაწყებული სიზმრები
თუ თქვენ წინაშე სიზმარში ვინმემ ძალა გამოიყენა, თქვენ ცხადში რაღაც სიტუაციაში დამარცხდებით. თუ სიზმარში თქვენ გამოიყენებთ ძალას, ცხადში არაკეთილსინდისიერებისა და სიუხეშის გამო შეიძლება ახლობლების კათილგანწყობა დაკარგოთ.
თუ სიზმარში ნახავთ, რომ ერთ–ერთი თქვენი ნაცნობი წააწყდა ძალადობას–თავს დაგატყდებათ მწუხარება, რომელიც თავზარს დასცემს თქვენს მეგობრებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი–ცხოვრებაში შეემთხვევა უბედურება, რომელიც შებღალავს მის პატიოსნებას და მიიყვანს საყვარელ ადამიანთან დაცილებამდე.
სიზმარში ძაფის დასიზმრება ნიშნავს, რომ სიძნელეები, რომლებიც ბედმა მოგიმზადათ, ჯერ შორსაა. თუ ძაფი გაწყდა, მეგობართაგან ღალატი გელით.
სიზმარში ავი ძაღლი ბოროტებას ნიშნავს, ალერსიანი კი წარმატებისა და ერთგული მეგობრების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, შეიძლება დიდი ქონება მიიღოთ. როცა სიზმარში ძაღლებით გეძებენ, ეს გაფრთხილებთ: ნუ აყვებით სახიფათო ცდუნებას. თუ სიზმარში ძაღლებმა დაგკბინეს, მეგობრებთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები გექნებათ. გამხდარი და ჭუჭყიანი ძაღლი ავადმყოფობას მოასწავებს. ძაღლის ყეფა უსიამოვნო ამბების გაგებაა. მონადირე ძაღლი სიზმარში საქმეების სასიკეთოდ შემოტრიალების ნიშანია. დეკორატიული ჯიშის ლამაზი ძაღლი გოგონას თავქარიან თაყვანისმცემელს უქადის. თუ სიზმარში დიდი ძაღლი გაშინებთ, ცხადში შეეცდებით თქვენი გარემოცვიდან გამოხვიდეთ და თავი აარიდოთ უსიამოვნებებს, თუმცა ქალს ასეთი სიზმარი კარგ მეუღლეს ჰპირდება. თქვენს ზურგს უკან ძაღლის ყეფა ინტრიგების ნიშანია. ძაღლისა და კატის ჩხუბი სიყვარულში წარუმატებლობას მოასწავებს; მაგრამ თუ სიზმარში მათ წყალი გადაასხით, ეს სასიკეთო ნიშანია. თეთრი ძაღლი, რომელიც კუდს აქიცინებს, გრანდიოზულ წარმატებას მოასწავებს, განსაკუთრებით კი სიყვარულში. მრავალთავიანი ძაღლი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრ საქმეებს ხართ მოდებული. თუ სიზმარში ცოფიანი ძაღლი მოგდევთ და თქვენ მას გააგდებთ, ისეთი ბრძოლა მოგიწევთ, რომლის ბოლოც კეთილია. თუ დაგესიზმრათ, რომ სეირნობთ ჯიშიან ძაღლთან ერთად და იგი გველს კლავს, ცხადში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
თუ სიზმარში გესმით უცნობი ხმით წარმოთქმული თქვენი სახელი, ე.ი. თქვენი საქმე სარისკო მდგომარეობაშია, მაგრამ უცნობი ადამიანები დაგეხმარებიან და შეძლებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას. მეგობრის ან ნათესავის ხმის გაგონება–რომელიმე მათგანის ავადმყოფობა ან, შესაძლოა, სიკვდილიც კია. შეყვარებულმა თავისი შეყვარებულის ხმის გაგონება უნდა შეაფასოს როგორც გაფრთხილება: თუ ისინი არასაკმარისად ყურადღებიანნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ემუქრებათ დაცილება ნიშნობის გამო. მკვდრის ხმის გაგონება შეიძლება იყოს გაფრთხილება: თქვენ სერიოზული ავადმყოფობის ან ბიზნესის სფეროში დიდი მღელვარების წინაშე იმყოფებით. ძახილი–ეს ექოა წარსულიდან მომავალში გადაფრენილი და ის წარმოადგენს თქვენი წინაპრის ხმის ანარეკლს, რომელიც ცხოვრობს თქვენში.–სულიერი მატერიის განსაზღვრული ნაწილი გადაეცემა თაობიდან თაობას.
ძვირფასეულობა სიზმარში გიქადით კმაყოფილებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში ვიღაცაზე ნახეთ ძვირფასეულობა, მაშინ თქვენ ან თქვენი ახლობელი საყოველთაოდ ცნობილი გახდებით. ძვირფასეულობით მორთული ტანსაცმელი მნახველს უწინასწარმეტყველებს იშვიათ წარმატებას. ძვირფასეულობის მემკვიდრეობით მიღება ან წარმატებული სავაჭრო გარიგება გპირდებათ აღმასვლას; თქვენი კეთილდღეობა საოცრად ამაღლდება, მაგრამ ეს არ დაგაკმაყოფილებთ. თუ ნახეთ, რომ ვიღაცას ჩუქნით ძვირფასეულობას, ე.ი. თქვენს ახლანდელ მდგომარეობას რაღაც ემუქრება. თუ გოგონა სიზმარში ღებულობს ძვირფასეულობას, ეს ჰპირდება ურიცხვ კმაყოფილებას და სასურველ გათხოვებას. თუ მან ნახა, რომ დაკარგა ძვირფასეულობა, ის განწირულია იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თავიანთი პირფერობით შეძლებენ მის დეზორიენტაციას. თუ თქვენ პოულობთ ძვირფასეულობას, ასეთი სიზმარი მოასწავებს სწრაფ და ბრწყინვალე წარმატებას თქვენთვის განსაკუთრებით საჭირო საქმეში. ძვირფასეულობის გაცემა–დანაკარგია; მისი შესყიდვა–განსაკუთრებით სასურველ საქმეში დდი წარმატების იმედი.
საკუთარი თავის ნახვა ამოშვერილი ძვლებით–მაუწყებელია გამყიდველობისა. მკერდის ძვლების დასიზმრება მოასწავებს შიმშილსა და სიღარიბეს.
თუ ქალს ესიზმრა, რომ საკუთარ ბავშვს უვლის, სასიამოვნოს უნდა ელოდოს. თუ ბავშვი სხვისია–ქალი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და დაფასდება. თუ კაცი ნახავს საკუთარ ცოლს ძიძად–სიზმარი ჰპირდება ყველა დასაწყისის წარმატებას. თუ გესიზმრათ, რომ შინ ძიძა დაპატიჟეთ, იგი მიუთითებს ახლობელთაგან ვიღაცის ავადმყოფობაზე ან ვიღაცასთან წარუმატებელ ვიზიტზე; თუ ძიძა ტოვებს თქვენს სახლს, ეს კარგის ნიშანია: ჯანმრთელობა და წარმატება გეწვევათ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი ძიძაა–დაფასდება გარშემომყოფთა შორის. თუ მას ესიზმრა, რომ იგი ნამშობიარებია და მოვლა სჭირდება, რეალურ ცხოვრებაში მოტყუებული დარჩება. ზოგჯერ ეს სიზმარი დაქვრივებას ან სიდუხჭირეს მოასწავებს.
სიზმარში თქვენი ძმები ნახოთ ჯანმრთელები და ძლიერები–კარგი ნიშანია: გექნებათ მათი ან თქვენი ბედით რეალური გახარების მიზეზი; მაგრამ თუ ისინი ღარიბი ან მწუხარენი არიან და ითხოვენ დახმარებას–ე.ი. მალე მიიღებთ ცნობას ერთ–ერთის დაღუპვის შესახებ ან გელით რაიმე დიდი დანაკარგი თქვენ ან მათ.
სიზმარში სისხლიანი ხორცის ნახვა მძიმე ავადმყოფობის, დავარდნის, ჭრილობის ან სხვა ტრავმების მიმანიშნებელია; იყავით ფრთხილად. მოხარშული ხორცის ნახვა ან ჭამა ტკივილისა და ტანჯვის მაუწყებელია. სუფრაზე მიტანილი კარგად მომზადებული ხორციანი საჭმლის ნახვა, განსაკუთრებით კარგ კომპანიაში, ნიშნავს ახლობელთან და ნათესავებთან თანხმობას. ყველა სხვა შემთხვევაში ეს სიზმარი მიგანიშნებთ შესაძლო უსიამოვნებაზე.
წასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზამრში რაიმეს ფეხი წამოკარით და წაიქეცით, ე.ი. ცხადში ძალზე ქარაფშუტულად და უდარდელად ცხოვრობთ, რის გამოც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მიზანი განუხორციელებელი დაგრჩეთ. თუ ვიღაც სხვა წაბორძიკდა და წაიქცა–ისარგებლებთ სხვისი შეცდომებით.
თუ სიზმარში სვამთ კარგი გემოს წამალს–სიძნელეებს დაძლევთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით; მაგრამ თუ წამალი მწარეა, გელით ხანგრძლივი ავადმყოფობა, ღრმა მწუხარება ან დანაკარგი. თუ წამალს აძლევთ სხვას, ე.ი. ცხოვრებაში ზიანს მიაყენებთ მას, ვისაც თქვენი სჯეროდა.
სიზმარში ვიღაცის წარბების ნახვა გაფრთხილებთ ავისმომასწავებელ დაბრკოლებაზე.
თუ სიზმარში ითმენთ წარუმატებლობას, რეალურ ცხოვრებაში დიამეტრულად საწინააღმდეგოდ ასრულდება. შეყვარებული, რომელსაც ესიზმრება, რომ უარყვეს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და მოინადირებს თავისი რჩეულის გულს. თუ თქვენ შეგაშინეს ან შეურაცხგყვეს–ცხადშიც იმავე მდგომარეობას ასახავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ცხოვრება ვერ აეწყო–ის ასამარებს საკუთარ ნიჭს: მან უფრო ენერგიულად უნდა იმოქმედოს. თუ მეწარმე ხედავს სიზმარში უბედურებას, მას მეტი ძალისხმევა დასჭირდება.
თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმეს წერთ, ცხადში დაღუპვის ტოლფას შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ, როგორ წერენ სხვები–ე.ი. თქვენი უზრუბველყოფა სხვების გაღიზიანებას იწვევს: შეიძლება სასამართლო პროცესითაც დაგემუქრონ. უცნაური წარწერის გარჩევის მცდელობა სიზმარში ნიშნავს, რომ გამარჯვებას მხოლოდ საქმის არსებული სახით დატოვების შემთხვევაში მიაღწევთ.
შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს. ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს. მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება. თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ. შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის. თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.
წვერის დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენ დაგიპირისპირდებათ თქვენთვის უცხო სულისკვეთების ადამიანი, შესაძლოა, მოგიხდეთ სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომლის დროსაც გარდაუვალია მატერიალური დანაკარგი. ჭაღარა წვერი გიქადით წრუმატებლობასა და გაყრას. თუ სიზმარში ვიღაცა გექაჩებათ წვერზე, ცხადში წააწყდებით საშიშროებას თუ თქვენებურად არ მოიქცევით. დავარცხნა და საკუთარი წვერით ტკბობა მიუთითებს, რომ თქვენი კავშირები და პატივმოყვარეობა გაიზრდება შემოსავალთან ერთად, მაგრამ თქვენ გარისკავთ თქვენი ძველი კომპანიონების დაკარგვას. სიზმარში წვეროსანი ქალის ნახვა ნიშნავს უსიამოვნო შეხვედრას ან ავადმყოფობას. თუ ქალი სიზმარში ეალერსება წვერს, ის დაარღვევს დაუქორწინებლობის აღთქმას. სამწუხაროდ, მოსალოდნელი ქორწინება ბედნიერი არ იქნება.
სიზმარში წვეულებაზე უცნობ ადამიანებთან ერთად თუ იმყოფებით, რომლებიც თავს გესხმიან გაძარცვის მიზნით, ე.ი. გყავთ მტრები, რომლებიც გაერთიანდებიან თქვენ წინააღმდეგ. თუ თქვენ არ შეშინდებით–ცხადში გადალახავთ ნებისმიერ უსიამოვნებას საქმეშიც და სიყვარულშიც. სიზმარში თუ იმყოფები მხიარულ მეგობრულ წვეულებაზე–კარგი ნიშანია: მალე დარწმუნდებით, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არის, თუ წვეულებაზე ვინმემ არ დაარღვია თქვენი განწყობა.
წიგნების თვალიერება ან კითხვა ნიშნავს, რომ გექნებათ ღირსება, პატივისცემა და სიმდიდრე. ავტორი თუ ნახავს, რომ მისი წიგნი იბეჭდება, ეს მიანიშნებს, რომ მისი წიგნის გამოსვლამდე ის მრავალ უსიამოვნებას შეხვდება. თუ სიზამარში ხედავთ, რომ დიდ ენერგიას ხარჯავთ, რათა ჩაწვდეთ რომელიღაც ავტორის ტექსტის არსს–მაუწყბელია დაფასებისა და დაჯილდოებისა, რომელიც შედეგი იქნება თქვენი ხანგრძლივი შრომისა. სიზმარში თუ ნახულობთ ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ, ლაპარაკობს ჰარმონიასა და ახალგაზრდების კარგ საქციელზე. ძველი წიგნები მიგანიშნებენ რომ უნდა უფრთხილდეთ ყოველგვარი სახის ბოროტებას.
სხვადასხვა წინააღმდეგობები თქვენს გზაზე–დროებითი გაჭირვების ნიშანია: ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან მტრების ხრიკები; მაგრამ თუ თქვენ ისინი გადალახეთ, ელოდეთ სიტუაციის გამოსწორებას. შეყვარებულებს ეს სიზმარი სულიერ ჰარმონიას ჰპირდება.
თუ თქვენ ვინმეს წინადადება მიიღეთ, ან თავად გაუკეთეთ ვინმეს წინადადება, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით.
თუ გესიზმრებათ, რომ წინასწარმეტყველის უნარით ხართ დაჯილდოებული, ცხადში სამუშაოს შეცვლა მოგიხდებათ, მაგრამ იქ ძალზე არასაიმედო პარტნიორები გეყოლებათ. თუ სიზმარში ნათელმხილველთან მიდიხართ, ეს კომერციულ საქმიანობასა და ქორწინებაში წარუმატებლობას მოასწავებს.
მეწისქვილე - წისქვილის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდებიან. ქალს თუ ესიზმრება, რომ უშედეგოდ ცდილობს წისქვილის ამუშავებას, მზად უნდა იყოს იმედგაცრუებისათვცის: შესაძლოა მის რჩეულს არც ისე კარგად წაუვიდეს საქმე, როგორც იმედოვნებდა. მომუშავე წისქვილი გპირდებათ წარმატებას მაშინ, როცა დანგრეული, პირიქით–გიქადით მძიმე განსაცდელს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგატყდეთ თავზე, თუ არ გაითვალისწინებთ ამ წინასწარმეტყველებას.
თუ სიზმარში ენა წიწაკით დაგეწვათ, მეგობრები ჭორაობის გამო გაგკიცხავენ. წითელი წიწაკა ბოსტანში მოასწავებს თქვენს გათხოვებას საიმედო და მომჭირნე პიროვნებაზე. ასხმული წითელი წიწაკა მიგანიშნებთ იმაზე, რომ თქვენი უფლებების დაცვა მოგიწევთ. თუ თქვენ შავ წიწაკას ფქვავთ, მზაკვრული ხრიკების მსხვერპლი გახდებით. შავი წიწაკის დაბნევა–ჩხუბისა და ურთიერთშელაპარაკების მომასწავებელია. თუ გოგონა საჭმელს ბევრ წიწაკას აყრის–მეგობრები მოატყუებენ.
წიწილების გამოყვანა სიზმარში ახლო მომავალში სერიოზულ უსიამოვნებებსა და სადარდებელს მოასწავებს. ახალგამოჩეკილი წიწილები ახალი საქმის წამოწყებაა, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს. თუ სიზმარში წიწილებს ეძახით საქათმეში შესარეკად–თქვენ მიმართ ვიღაცას ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ წიწილას მიირთმევთ, ცხადში თქვენი ეგოიზმისაგან სერიოზულად დაზარალდებით და თქვენი მდგომარეობა გაუარესდება.
რგოლი - თუ სიზმარში ხედავთ წრეს, ე.ი. თქვენი იმედი დიდ მოგებაზე მცდარი იყო. თუ რგოლი ესიზმრება ქალს, განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, რადგან ნებისმიერმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ჩააყენოს გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა, ეს არ ეხება მის ქორწინებას.
ასეთი სიზმარი ზოგჯერ კარგი ნიშანია–მაუწყებელია წარმატებისა და მძიმე მდგომარეობის შემდეგ ძალების აღდგენისა; მაგრამ თუ მძინარე შფოთავს რაღაც ძალზე საჭიროზე, ეს მოასწავებს ცუდ პროგნოზს მისთვის, როგორც სამსახურში, ისე საზოგადოებაში.
სუფთა წყლის ნახვა კარგი ნიშანია–გელით კეთილდღეობა და მცირე სიხარული. თუ წყალი მღვრიეა, ხიფათში იმყოფებით და თქვენს სიხარულს შეცვლის ნაღველი. თუ ხედავთ, რომ თქვენი სახლი წყლით ივსება, მოგიწევთ ბრძოლა ბოროტებასთან და სანამ წყალი არ გაჩერდება, ხიფათისაგან თავს ვერ დააღწევთ. თუ მიდიხართ ნესტიან მიწაზე და გრძნობთ, რომ ფეხები დაგისველდათ, ე.ი. სიღარიბე და ავადმყოფობა გაიძულებენ, ეძებოთ ცხოვრებისეული სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზა და მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. ასევე შეიძლება აიხსნას სიზმარი, როდესაც მღვრიე წყლით ივსება ხომალდი. მღვრიე წყალში ჩავარდნა მიგანიშნებთ, რომ თქვენ ჩაიდენთ მრავალ შეცდომას, რომლის გამოც ინერვიულებთ. მღვრიე წყლის დალევა–ავადმყოფობაა, მაგრამ სუფთა და ახალი წყალი ყველაზე გაბედული ოცნებების კეთილი დასასრულია. სიზმარში საწყლოსნო სპორტით დაკავება ახალი სიყვარულისა და ვნების გაღვიძებას მოასწავებს. თუ თავზე გესხმევათ სუფთა წყალი, ნიშნავს მოულოდნელ და მძაფრ განცდას, რომელიც ორმხრივი იქნება.
წყენის განცდა სიზმარში ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში საკუთარი თავით, თქვენი ქცევებითა და დაუფიქრებელი გამოხტომებით უკმაყოფილო ხართ; თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცა გააბრაზეთ, ეს ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მოგიწევთ მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა. თუ ქალი სიზმარში ბრაზობს ან აბრაზებს ვინმეს, ცხადში ის გააკეთებს აჩქარებულ დასკვნებს, რასაც ინანებს. ზოგჯერ წყენა უსიამოვნო ამბავს მოასწავებს.
სიზმარში ნებისმიერ საგანთა წყვილის ნახვა–ადამიანების თუ ცხოველების–თქვენს კეთილდღეობასა და იმ სასიკეთო ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებსაც არც კი მოელოდით. სიბნელეში ნანახი შეყვარებული წყვილი–კარგი ამბის მომასწავებელია.
თუ სიზმარში გწყურიათ, ე.ი. ცხოვრებაში მიელტვით რაღაც მიუწვდომელს, მაგრამ თუ წყურვილს მოიკლავთ გემრიელი სასმელით, თქვენი სურვილი განხორციელდება. თუ თქვენ ხედავთ სხვა მწყურვალ ადამიანებს, რომლებიც სვამენ, ე.ი. ისიამოვნებთ გავლენიანი ადამიანების განწყობით.
ჭასოზე დაწყებული სიზმრები
თუ სიზმარში მუშაობთ ჭის წესრიგში მოსაყვანად, ე.ი. ცხადში ვერ უმკლავდებით თქვენ ირგვლივ წარმოქმნილ არახელსაყრელ ვითარებას და ექცევით სხვების ინტერესების გავლენის ქვეშ. თუ სიზმარში ჩავარდით ჭაში, ეს გაფრთხილებთ: არ ჩავარდეთ დეპრესიაში. თუ ჭა ჩაინგრა, ეს ნიშნავს, რომ მტრები თქვენს ჩანაფიქრებს მთლიანად გააბათილებენ. ცარიელი ჭა, ნიშნავს, რომ თქვენ გაგქურდავენ, თუ თქვენს საიდუმლოს გაანდობთ უცხო ადამიანებს. თუ გესიზმრებათ, რომ ჭიდან წყალს ქაჩავენ–მოგეცემათ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. არტეზიული ჭა ბრწყინვალე შესაძლებლობას გიქადით: თქვენ შეაბიჯებთ ცოდნისა და განცხრომის სამყაროში. თუ ჭიდან იღებთ წყალს, ეს ნიშნავს, რომ აგისრულდებათ სასურველი ოცნება, მაგრამ თუ წყალი მღვრიე და უსუფთაოა, გარდაუვალია უსიამოვნება.
თუ თქვენ ჭადრაკი გესიზმრებათ, ეს საქმეების შეჩერებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ ჭადრაკის პარტია წააგეთ, უპატიოსნო ადამიანები ბევრ უსიამოვნო მომენტებს შეგიქმნიან. ხოლო თუ თქვენ პარტია მოიგეთ, სიძნელეებს კარგად გაართმევთ თავს.
თუ გესიზმრებათ, რომ მარტო ჭამთ, ე.ი. გემუქრებათ დანაკარგი და მელანქოლია. თუ სიზმარში ჭამთ კარგ საზოგადოებაში, ცხადში გელით წარმატება საქმეებში, კარგი გარემოცვა და ბრწყინვალე პერსპექტივები ბიზნესში. თუ ხედავთ, რომ თქვენი გოგონა მაგიდიდან ალაგებს ნაჭამ ხორცს, ცხადში გაგანაწყენებთ თქვენგან დამოკიდებული ხალხი, რომელსაც თქვენ პატივს არ სცემთ. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნის ოფიციანტზე.
ჭაობის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ტვირთს, რომლისგან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა, გრძნობთ, რომ უნაყოფოა–ავადმყოფობამ ან ნებისმიერმა სხვა უსიამოვნებამ შეიძლება დაგჩაგროთ. თუ სიზმარში ჭაობიდან ადგილს გაივლით–ცხადში გაუთვალისწინებელი გარემოებები გაიძულებენ გეგმებზე უარის თქმას.
ფარანი - ჭაღი სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ წარმატებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ სიამოვნებითა და სიმდიდრით. თუ გესიზმრებათ გატეხილი, დიდი ხნის გაუწმენდავი ფარანი–ბირჟაზე წარუმატებელი თამაში გაანადგურებს თქვენი შეხედვით ასე საიმედოდ განმტკიცებულ ბედს. თუ დაგესიზმრათ, რომ შუქი ჩაქრა იმ ფარანში, რომელიც თქვენ გინათებდათ, ე.ი. ავადმყოფობა ან უბედურება გააბუნდოვნებს თქვენს მომავალს, რომელიც ასე ბევრს გპირდებოდათ.
სიზმარში ჭექა–ქუხილის ხმის გაგონება ნიშანია საქმეებში წარუმატებლობისა. ჭექა–ქუხილის ზონაში მოხვედრა–მოახლოებული უბედურების მაუწყებელია. მიწის შემაზანზარებელი ჭექა–ქუხილის ძლიერი გრუხუნი მოასწავებს დიდ დანაკარგსა და იმედგაცრუებას.
ჭიები სიზმარში ინტრიგების სიმბოლოა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მას ჭიები დასცოცავენ ზედ, ცხოვრებაში იგი ძირითადად მატერიალური გამორჩენის ძებნით იქნება დაკავებული. თუ ის მათ იშორებს, ცხადში შეეცდება თავი დააღწიოს მერკანტილურ მისწრაფებებს და სულიერებას მეტ დროს დაუთმობს. თუ ჭიებს სათევზაოდ აგროვებთ, ცხადში თქვენი კონკურენტების მოხერხებულად გამოყენებას შეძლებთ. ხანდახან ჭიები სიზმარში იმაზეც მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ.
სიზმარში ჭიშკრის ნახვა ან ჭიშკარში შესვლა საგანგაშო ცნობაა მის შესახებ, ვინც ახლა თქვენთან არ იმყოფება. საქმეში კი შეიძლება გაუგებრობას ნიშნავდეს. დაკეტილი ჭიშკარი–ნიშანია გადაულახავი წინააღმდეგობებისა; მაგრამ თუ თვითონ კეტავთ–ესაა წარმატება საქმეში და ერთგული მეგობრები. გატეხილი, ძველი კარები მოასწავებს წარუმატებლობას და წინააღმდეგობრივ გარემოებას. მას, ვინც სიზმარში კარებზე ქანაობდა, უნდა ახსოვდეს, რომ უნაყოფო საქმიანობას ეწევა. ჭიშკარში შესვლა ან მისი გაღების მცდელობა ნიშნავს, რომ თქვენი შრომა წარუმატებელი იქნება.
თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.
თუ გესიზმრებათ, რომ დაგჭრეს–ეს საქმეში არასასურველ შემობრუნებას მოასწავებს. თუ დაჭრილებს ხედავთ–ერთ–ერთი თქვენი მეგობარი თქვენ მიმართ უსამართლო იქნება. თუ დაჭრილს დახმარებას აღმოუჩენთ, ე.ი. ბედისაგან მინიჭებულ შანსს სრულად გამოიყენებთ.
სუფთა ჭურჭელი–კეთილის ნიშანია, რომელიც კეთილდღეობას მოასწავებს. ჭუჭყიანი ჭურჭელი–არასასურველი მოვლენების მაუწყებელია. თეფშის ხელში აღება–წარმატებაა, დავარდნა და გატეხვა–დროებითი წარმატება. თუ დაგესიზმრათ, რომ ათვალიერებთ სუფთა, ლამაზ ჭურჭელს, თქვენს სახლში წესრიგი იქნება. თაროებზე ლამაზი ჭურჭლით გაფორმებული მაღაზიის ნახვა გოგონასათვის საიმედო ქორწინებას ნიშნავს. ჭურჭლის ცარიელი თაროები, ქაოსისა და საქმიან სფეროში უსიამოვნების ნიშანია.
ხასოზე დაწყებული სიზმრები
ხალიჩა სიზმარში ნიშნავს შენაძენს და შეძლებულ მეგობარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. სიარული ხალიჩაზე ბედნიერება და გალაღებაა. ხალიჩის ყიდვა გიქადით დიდ შემოსავალს. თუ თქვენ ყიდით ხალიჩას, ცხადში მოგიწევთ სასიამოვნო და მომგებიანი მოგზაურობა. თუ ხალიჩა ესიზმრება ახალგაზრდა გოგონას, ის მალე გახდება მშვენიერი სახლის დიასახლისი.
ხანჯალი სიზმარში ნიშნავს უსიამოვნებას თქვენი მტრების მხრიდან. თუ ვიღაცას გამოგლიჯეთ ხელიდან ხანჯალი–თქვენ შეძლებთ, გავლენა მოახდინოთ მოწინააღმდეგეზე და თავიდან აიცილოთ უბედურება.
ნაყარ–ნუყარი - ხარახურა ნიშნავს, რომ ის სამუშაო, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, რთული და უინტერესოა, მაგრამ როცა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ხარახურას წვავთ, მოულოდნელად რაღაც შემოსავალი გაგიჩნდებათ. დამტვრეული ავეჯის გროვა იმის ნიშანია, რომ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი უბედურებამდე მიგიყვანთ.
ხარის ნახვა სიზმარში გპირდებათ ლიდერობას თქვენს წრეში და ქალების თაყვანისცემას. თუ ხედავთ ნასუქ ხარს მწვანე საძოვარზე, ცხადში მიაღწევთ ისეთ მწვერვალს, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუ ხარი გამხდარია–ბედი ისეთი გულუხვი არ იქნება, მეგობრები კი ზურგს გაქცევენ. უღლისათვის კარგად შერჩეული ხარები ნიშანია ბდნიერი ქორწინებისა. თუ ხარები წყალს სვამენ სუფთა გუბურიდან ან ნაკადულიდან, მალე მიიღებთ დიდი ხნის ნაოცნებარ უძრავ ქონებას, ან შესაძლოა, დაიმსახუროთ ლამაზი და ერთგული ქალის კეთილგანწყობა; მაგრამ თუ ეს ქალს ესიზმრება–ის დაიპყრობს თავისი შეყვარებულის გულს.
თუ თქვენ სიზმარში აგებთ ხაფანგს–თქვენი მიზნების მისაღწევად ინტრიგაზეც კი წახვალთ. ხაფანგში გაებათ–მტრებს დაუთმობთ. თუ სიზმარში ხაფანგით იჭერთ რამეს, წარმატება გელით. ცარიელი ხაფანგი მიუთითებს წარუმატებლობაზე. გატეხილი ან ძველი ხაფანგი ნიშნავს ახლობლის შესაძლო ავადმყოფობას.
თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ახალგაფურჩქვნილ ხეს–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები და სურვილები ახდებიან. გამხმარი ხე გამოხატავს მწუხარებასა და დანაკარგს. ასვლა ხეზე ნიშნავს სწრაფ დაწინაურებას სამსახურში. სიზმარში მოჭრა ხე ან მიიღო ის ფესვიანად–ე.ი. თქვენ სულელურად გაფანტავთ თქვენს ძალებსა და სიმდიდრეს. ახალმოჭრილი მწვანე ხე ნიშნავს, რომ, მიუხედავად თქვენი ახლანდელი კარგი მდგომარეობისა, მაინც მოგელით უბედურება.
საერთოდ, ხელბორკილები ან ბორკილები საშიშროების, ხიფათის ან ავადმყოფობის ნიშანია, თქვენ გარშემოც არასასურველი გარემო იქნება. თუ სიზმარში საკუთარ თავს ხედავთ ხელბორკილებით, ე.ი. არაკეთილმოსურნეთა გარემოში ხართ. თუ სხვას ხედავთ ხელბორკილებით–შეძლებთ ცუდ ზემოქმედებისაგან თავის დაცვას. ხელბორკილთაგან გათავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობათა დაძლევას.
ლამაზი ხელები სიზმარში წარმატების ნიშანია–საზოგადოებაში სასურველ ადგილს დაიკავებთ. თუ ხელები მახინჯი და მოუვლელია, ეს იმედგაცრუებასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ხელზე სისხლი ახლობლებზე იმედგაცრუების ნიშანია. თუ სიზმარში ხელი გაიჭერით, ვიღაც ისარგებლებს თქვენი ძალისხმევის შედეგებით. მოკვეთილი ხელი ცხოვრებაში მარტოობას ნიშნავს:გარშემომყოფნი ვერ გაიგებენ. თუ სიზმარში ხელი დაიწვით, ცხადშიწარუმატებლობა გელით და სიმდიდრისა და დიდების გზაზე დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ თმიანი ხელები, ე.ი. თქვენი მეგობრების წრეში მნიშვნელოვან ფიგურად ვერასოდეს იგრძნობთ თავს. თუ სიზმარში თქვენი ხელები ძალზე დიდად დაგესიზმრათ, სწრაფი აღმასვლა გელოდებათ; ხოლო თუ პირიქით–თქვენ დამარცხება გემუქრებათ.ხელებზე ჭუჭყი–გარშემომყოფთა მიმართ თქვენს უსამართლო დამოკიდებულებას მოასწავებს. სიზმარში ხელების დაბანა რაიმე სასიამოვნო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს. თუ სიზმარში ქალი თავისი ხელებით ტკბება, ეს ნიშნავს რომ მამაკაცები მის მიმართ ვერ დარჩებიან გულგრილნი. თუ იგი სხვისი ხელების სილამაზით არის აღფრთოვანებული – მას ეჭვიანი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ სიზმარში მას ვინმე ხელით იჭერს, ე.ი. იგი რაღაც უკანონო ქმედებაში იქნება ჩარეული; თუ მას სიზმარში ვინმე ხელზე კოცნის, თავის რეპუტაციაზე ზრუნვა მოუწევს. თუ ხელში ცეცხლი უჭირავს და ამავე დროს ხელები ეწვება, ცხადში დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრი ქვეშერმდომი ეყოლება. შეკრული ხელები სიძნელეების გადალახვას ნიშნავს. თუ თქვენ თოკების მოშვებას შესძლებთ, ამ შემთხვევაში სხვებს აიძულებთ ისეთ მოქცევას, როგორც თავად გსურთ.
თუ გოგონა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ართმევს ხელს, ცხადში მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მაგრამ თუ ეს დაძაბუნებული მოხუცია–ცხადში, იქ, სადაც მას გართობა ელოდა, იმედგაცრუება მოელის. თუ თქვენზე მაღალ ადამიანს ართმევთ ხელს, რაღაც სფეროში მოგიწევთ მეტოქეებთან შეჭიდება. თუ პირიქით–თქვენი სიკეთე და კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
დაუმთავრებელი ან დაკარგული ხელნაწერი–ცხოვრებაში იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ხელნაწერი დასრულებულია და გარკვევით იკითხება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. ხელნაწერზე მუშაობა თქვენს გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს; მაგრამ თუ თავიდანვე სუფთად წერთ, შესაძლებელია, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელნაწერი დაგიწუნეს, წარმატებას სწორედ იქ მიაღწევთ, სადაც გამარჯვების იმედი ნაკლებად გქონდათ. ცეცხლმოკიდებული ხელნაწერი კოლეგებში თქვენი ავტორიტეტის საგრძნობლად ამაღლებას მიანიშნებს.
ხელფასის მიღება სიზმარში წარმატების მომტანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ. თუ თქვენ უხდით ხელფასს–გელით ვიღაცის უკმაყოფილება. თუ დაგიქვეითეს ხელფასი–გაფრთხილებაა, რომ თქვენ წინააღმდეგ უღირსად მოქმედებენ. სიზმარში ხელფასის მომატება–ცხადში არაჩვეულებრივი შენამატია ნებისმიერი ოჯახისათვის.
თუ სიზმარში ხელის ხერხით ხერხავთ, ე.ი. თქვენ საქმიანი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგწევთ უნარი, თქვენი ოჯახი უზრუნველყოთ. მექანიკური ხერხი ნიშნავს, რომ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი გახდებით და დიდძალი მოგება გექნებათ. თუ ასეთი სიზმარი ქალს ესიზმრება, ცხადში ყველა მის რჩევებს გაითვალისწინებს. დაჟანგული ან გატეხილი ხერხი უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ თქვენ სიზმარში დაკარგეთ ხერხი, დასაწყისშივე უიმედო იდეას მოკიდებთ ხელს; ხერხის წკრიალი ოჯახში სიუხვეს მოასწავებს; თუ მოულოდნელად იპოვეთ ძველი ხერხი, შეძლებთ წარმატების დაბრუნებას. ხერხის მხრით ტარება ნიშნავს, რომ თქვენ საპასუხისმგებლო სამუშაოს დაგავალებენ.
ჩახუტება - თუ ქალი სიზმარში ეხვევა ქმარს–ოჯახურ უთანხმოებას ნიშნავს, განსაკუთრებით, თუ დადარდიანებული ეხვევა; ახლობლების ხვევნა–ავადმყოფობასა და ჩხუბს მოასწავებს. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ იგი ეხვევა საყვარელ პიროვნებას, სიზმარი იგივეს უქადის. თუ თქვენ ეხვევით ვინმეს და სიხარულით გევსებათ გული, ბედნიერებას ელოდეთ. თუ უცნობ ადამიანს ეხვევით–მოულოდნელი სტუმრები გეყოლებათ.
სიზმარი, რომელშიც გაწუხებთ განუწყვეტელი ხველა, მეტყველებს თქვენს ცუდ მდგომარეობაზე, მაგრამ ყველაფერი კარგად შეიცვლება, თუ სიზმარში გაიკურნეთ თქვენს თავზე სისტემატური ზრუნვით. თუ სიზმარში სხვები ახველებენ, ეს მოასწავებს უსიამოვნებებს, რომლებსაც, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდებით.
სიზმარში მწიფე ხილი ხეებზე ნათელ მომავალს, ხოლო მკვახე–ტყუილ ფაციფუცსა და საქმეებს მოასწავებენ. თუ სიზმარში ხილით ვაჭრობთ, ცხადში მსხვილ, მაგრამ არასარფიან გარიგებას შემოგთავაზებენ. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გადამწიფებულ ხილს მიირთმევს, მას მორალური დაცემა და ნაანდერძევის დაკარგვა ემუქრება.
სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმის მოსმენა მაუწყებელია შერიგებისა და თანხმობისა: გაბრაზებული ხმის მოსმენა მიგანიშნებთ უსიამოვნებაზე. ტირილის გაგონება–თქვენი თავშეუკავებლობით გულს ატკენთ ახლობელ ადამიანს. ღმერთის ხმა სიზმარში მოგიწოდებთ სულიერი სრულყოფისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარშემომყოფთა აღიარებასა და პატივისცემას. თუ დედას სიზმარში ესმის თავისი შვილის ხმა–მზად უნდა იყოს სიღარიბის სიძნელეებისა და დიდი ვალებისათვის. უბედურების მაუწყებელი ნიშანი ან ვიღაცის გამაფრთხილებელი ხმა მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე თქვენთვის ან თქვენი ახლობლისათვის. თუ თქვენ იცინით, ეს ხმა მიგითითებთ უბედურ შემთხვევაზე ან ავადმყოფობაზე, მაგრამ არა სიკვდილზე ან დიდ დანაკარგზე.
სიზმარში ხომალდის ნახვა მაუწყებელია პატივისა და წოდების მოულოდნელი მონიჭებისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს. თუ სიზმარში გაიგებთ ხომალდის მსხვრევის ხმას, ელოდეთ საქმის ცუდ შემობრუნებას–მეგობარი გაგყიდით. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ იღუპებით ხომალდის ჩაძირვის დროს, ცხადში სიტუაცია ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რომ თქვენი სიცოცხლე ან ღირსება აღმოჩნდეს კითხვის ქვეშ. ხომალდის ნახვა მღელვარე ზღვაში ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჩხუბის დარეგულირებას და შეშფოთებით დაიწყებთ გზების ძიებას, თუ როგორ დაფაროთ საზოგადოებისაგან ინტრიგები იმ დროს, როცა თქვენი მტრები შეეცდებიან თქვენს მხილებას. ნახვა, თუ სხვები როგორ განიცდიან ხომალდის დაღუპვას, გეუბნებათ: ტყუილ–უბრალოდ შეეცდებით თქვენი მეგობრის დაცვას უპატიოსნებისაგან.
ხორბლის ფართო მდელოები საქმიან სარბიელზე დიდი წარმატების მაუწყებელია. დაუმწიფებელი ხორბალი ბედის თქვენკენ შემობრუნებას გაუწყებთ. კარგად დამწიფებული ხორბალი სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. სუფთა და მსხვილი თავთავები სიუხვის ნიშანია. ხორბალი ტომრებში ნიშნავს თქვენი მიზნების ასრულებასა და დიდ წარმატებას. თუ სიზმარში ხორბალს ფშვნით და გემოს უსინჯავთ–სურვილის ასასრულებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. თუ ციცაბო კლდეზე ადიხართ და თან ხორბლის ღეროს ეჭიდებით სამსახურში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამხოხობი ცოცხალი ხოხობი–ძლიერი და მტკიცე მეგობრობის სიმბოლოა. თუ ხოხბის კერძს მიირთმევთ, ეჭვიან ცოლს შეუძლია თქვენს მეგობრებთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს. ხოხობზე ნადირობა იმის ნიშანია, რომ მეგობრების გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთოავლენთ. თუ სიზმარში ნახეთ ხორბლის ბეღელი, რომელშიც სველი ხორბალია–დიდძალი ფულის დანაკარგი გელით, რადგან მისი დაგროვებისას დაგავიწყდათ გეზრუნათ თქვენი უფლებების დაცვაზე.
თუ მიწაზე ხოხვისას გადაიჭერით ხელი, ცხადში საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ მიხოხავთ ქვებზე, ე.ი. ვერ გამოიყენეთ ბედისაგან ნაბოძები შანსი. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, წინდახედულად არ მოიქცევა, შეყვარებულს დაკარგავს. ჭაობზე სხვა ადამიანებთან ერთად ხოხვა საქმეების წახდენაა: შესაძლოა, საზოგადოებამ გაგკიცხოთ და აღარ გენდოთ.
თავის გადარჩენა - სიზმარში თავიდან აიცილოთ დაჭრა ან უბედური შემთხვევა–კარგი ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში მოაწყვეთ საპატიმროდან გაქცევა–ეს ნიშნავს თქვენს წინსვლას მეწარმეთა საზოგადოებაში. ინფექციური ავადმყოფობისაგან თავის დაღწევა–ჯანმრთელობისა და სიმდიდრის საწინდარია. თუ შენი გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, თქვენ იზარალებთ მტრების ინტრიგით, რომლებიც ცილს დაგწამებენ და მოგატყუებენ. თუ სიზმარში თავი დააღწიეთ რაღაც საშიშროებას, სინამდვილეში თქვენ დაგემუქრებათ უბედურება, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით გაართმევთ თავს. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გამოდიხართ მხსნელად, ცხადში ჩაიდენთ რაიმე კეთილ საქციელს, რომელიც განაპირობებს .
ჯასოზე დაწყებული სიზმრები
ჯადოქრის დასიზმრება თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის მოასწავებს წინდაუხედავ მოქმედებას: თავგადასავლებსა და ხმაურიან ღრეობებს მოჰყვება იმედგაცრუება და ჯავრი. თუ ჯადოქარი გემუქრებათ და გწყევლით, მხოლოდ ძალების მოკრეფა და სულიერი სიძლიერე გიხსნით სმსახურსა და ოჯახში პრობლემებისაგან.
– საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია, ცეცხლის წაკიდებას მოასწავებს.
მწყობრად მოსიარულე ჯარისკაცები იმის მაუწყებელია, რომ რაღაც მოვლენა თქვენს დაწყებულ საქმეს ხელს შეუშლის. თუ ჯარისკაცი ქალს დაესიზმრა, მის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ჯარისკაცი, ცხადში თქვენს ოცნებებს წარმატებით განახორციელებთ.
ჯაჭვი სიზმარში თქვენი მოშურნეების მხრიდან ჩირქის მოცხებას მოასწავებს. თუ სიზმარში საკუთარ თავს მიჯაჭვულ მდგომარეობაში ხედავთ, უახლოეს მომავალში სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ელოდეთ. თუ სიზმარში ჯაჭვს წყვეტთ, ცხადში უსიამოვნებებს თავს დააღწევთ. თუ მიჯაჭვული თქვენი ნაცნობია, მას სერიოზული უსიამოვნებები ელის. ჯაჭვი თუ ყელზე ჩამოიკიდე – კადნიერების ნიშანია. ჯაჭვით დაბმული შენი თავი ნახო ან სხვა – ცუდია.
– ცუდი და მძიმე ფიქრის ნიშანია.
ჯვრის ნახვა სიზმარში მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე. ამიტომ დაფიქრდით და იზრუნეთ თქვენს საქმეებზე. თუ ხედავთ ადამიანს ჯვრით–იცოდეთ, რომ ეს სიზამრი მოგიწოდებთ ქველმოქმედებისაკენ, ახლობლებზე ზრუნვისაკენ. ჯვარი ოქროსი ან ჯაჭვი გეკიდოს – სიმდიდრეს მიიღებ. ჯვარი ოქროსი თუ იპოვნო – საწადელი შეგისრულდება. ჯვარის დაწერა ვისმესთან საყდარში – კარგია.
სიზმარში საკუთარ ჯიბეში ყურება მიმანიშნებელია თქვენ წინააღმდეგ მომართული მტრული ძალებისა.
პრიზი - თუ სიზმარში მიიღეთ ჯილდო ან მოიგეთ პრიზი, მეგობრები დაგეხმარებიან. თუ თქვენ აპირებთ ჯილდოზე უარის თქმას–ეჭვი არ მოგასვენებთ მის საჭიროებაზე და თქვენივე საქციელის მართებულობაზე.
ქვესკნელი - თუ სიზმარში ჯოჯოხეთში მოხვდით, ცხადში ვერ გაუმკლავდებით ცდუნებას, რითაც თქვენს საქმიან რეპუტაციას შელახავთ; თუ იგივე თქვენს მეგობრებს დაემართათ, ე.ი. ცხადში არასასიამოვნო საქმეები გელით. თუ ჯოჯოხეთში მოხვედრის გამო ყვირიხართ–მტრების დაგებულ ხაფანგში მოხვდებით და მეგობრებს თქვენი დახმარება გაუჭირდებათ.
ქონდრის კაცი - ჯუჯას ნახვა კეთილი ნიშანია. კარგი აგებულებისა და სასიამოვნო შესახედაობის ჯუჯა გპირდებათ საინტერესო ცხოვრებას, რომლის დროსაც თქვენი შესაძლებლობები კარგად განვითარდება. ასეთი სიზმარი გპირდებათ ხანგრძლივ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ მრავალ მომგებიან საქმიანობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენი მეგობარი გადაიქცევა ჯუჯად, მას უწინასწარმეტყველებს კარგ ჯანმრთელობას, თქვენ კი ბევრ სასიამოვნო რამეს. ბოროტი ჯუჯები სიზმარში ყოველთვის რაღაც ბოროტების მუქარაა.
ჰასოზე დაწყებული სიზმრები
თქვენ იქნებით შეპყრობილი გატაცებით. თუ წევხართ ჰამაკში - ე.ი. რეალურ ცხვორებაში მარტო ხართ. თუკი ჰამაკში დაგესიზმრათ რამდენიმე ადამიანი თქვენ გელით დაუვიწყარი საღამო, გართობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ თქვენ გადმოვარდით ჰამაკიდან - რეალობაში გელით ღალატი და ნერვიულობა. დახეული ჰამაკი - უახლოეს მომავალში თქვენ იქნებით გაოცებული სასიამოვნო მოულოდნელობით.
– ბედნიერებას მიაღწიო.
– ბედნიერებას მიაღწევ.
- რთული სიტუაციიდან გამოსვლა.
- ნერვიულობა, ავადმყოფობა.
- დიდი წინააღმდეგობა, რომელიც არის გამოწვეული სხვა ადამიანების მიერ.